ვიტ E 10% 1მლ #10ა(თბ)

“ტოკოფეროლის აცეტატის (ვიტამინი E) 10% ზეთის ხსნარი საინექციო“

Tocopherol acetatis (Vitamin E) 10% solutio oleosa pro injectionibus

ATC კოდი: A11HA03

INN: Tocopherol acetate.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინური საშუალება.
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: საინექციო ზეთის ხსნარი ამპულებში. 1 მლ პრეპარატი შეიცავს 100მგ ტოკოფეროლის აცეტატს. დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვიტამინი E როგორც ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი თრგუნავს ლიპიდების ჟანგვას და ეწინააღმდეგება უჯრედშიდა სტრუქტურების დაზიანებას თავისუფალი რადიკალებით. შედეგად ეწინააღმდეგება ატეროგენეზს, ამცირებს სისხლძარღვების კედლების სკლეროზირების ინტენსივობას. პრეპარატის მემბრანის მასტაბილიზებელი თვისებები აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემების ფუნქციურ მდგომარეობას. ვიტამინი E მონაწილებოს ცილების სინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვაში და უჯრედის მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში. ამაღლებს ქსოვილების მდგრადობას ჰიპოქსიის პირობებში.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი ფართოდ ვრცელდება ყველა ქსოვილებში, ძირითადად ლიმფიდან. ექსკრეცია ხორციელდება ფეკალური მასებით (90-95%). ჭარბი ტოკოფეროლი გამოიყოფა ნაღველთან ერთად უცვლელი სახით.
ჩვენება: ჰიპოვიტამინოზი E, კუნთების დისტროფია, დერმატომიოზიტები, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ორსულობის შეწყვეტის საშიშროება, მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, დერმატოზები, ფსორიაზი. პრეპარატი ფართოდ გამოიყენება გერიატრიულ პრაქტიკაში.
მიღების წესი და დოზირება: ინტრამუსკულური ინექციები. შეყვანის წინ პრეპარატს ათბობენ სხეულის ტემპერატურამდე.
დღეღამური დოზა 0,5-3მლ (50-300მგ) პრეპარატი. მკურნალობის ხანგრძლივობა და კონკრეტული დღეღამური დოზა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და ინიშნება ექიმის მიერ.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობიელობა. მიოკარდიუმის ინფარქტი მწვავე პერიოდში, ჰიპოტრომბინემია ვიტამინ K-ს დეფიციტის ფონზე.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ინექციის ადგილას განვითარდეს მტკივნეულობა და ინფილტრატი, ადგილობრივი და ზოგადი ალერგიული რეაქციები. რეკომენდებული დოზების გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია დისპეფსია, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე.
განსაკუთრებული მითითებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. სიფრთხილით გამოიყენება კარდიოსკლეროზის მძიმე ფორმებით დაავადებულ პაციენტებში. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების და ვიტამინ K-ს პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას აუცილებელია დოზის კორექტირება.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მკაცრად ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრეპარატი აძლიერებს ასსა საშუალებების და ანტიოქსიდანტების ეფექტს. აძლიერებს ვიტამინების A, D და გულის გლიკოზიდების ეფექტურობას და ამცირებს მათ ტოქსიკურობას. რკინის მაღალი დოზები აძლიერებენ ჟანგვით პროცესებს ორგანიზმში და ზრდიან ვიტამინ E-ს მოთხოვნილებას.
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა: 1ლ 10% ზეთის ხსნარი საინექციო ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი, საქართველო
ტელ/ფაქსი: (99532) 238 34 59 ელ.ფოსტა: info@biopharm.ge

Facebook კომენტარები