ვურდონი 100მგ #10ტ

ვურდონი 100მგ 10ტაბლეტი

საერთაშორისო დასახელებაDICLOFENAC

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS, საბერძნეთი

მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფიანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკ ნატრიუმი …………   25 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 100 ც.

1 ტაბ.

დიკლოფენაკ ნატრიუმი ………………         50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სახამებელი, პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, Eudragit L.

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც. 1 ტაბ.

დიკლოფენაკ ნატრიუმი ………………         100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სუკროზა, ცეტოსტეარილის ალკოჰოლი, პოლივიდონი, აეროზილი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: Opadry Y-1-7000, iron oxide(red) E172

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვურდონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო  მოქმედება, ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტით.

ჩვენებები:

  • ქრონიკული ანთებითი ართროპათია (რევმატიული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი);
  • პერიფერიული სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული ართროპათია, პოდაგრისა და ფსევდოპოდაგრის მწვავე შეტევა;
  • მტკივნეული ექსტრა-არტიკულარული მუსკულო-სკელეტური სინდრომები (პერიართრიტი, ტენდინიტი, ტრავმული დაზიანება) პირველადი დისმენორეა.

მიღების წესი და დოზირება:

ინდივიდუალურია, მაქსიმალური რეკომენდებული ერთჯერადი დოზა 100 მგ, მაქსიმალური დღეღამური დოზაა 150 მგ, რომელიც იყოფა 2-3 მიღებაზე. ხანგრძლივ მკურნალობის დროს ჩვეულებრივ გამოიყენება 75-100 მგ დღეში.

პირველადი დისმენორეის დროს დღიური დოზა ინდივიდუალურია  50-150 მგ

ჩვეულებრივი საწყისი დოზა 50-100 მგ, რამდენიმე ციკლის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმამდე დღეში  150 მგ-ის ოდენობით. მკურნალობა იწყება დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას და გრძელდება სიმპტომების გაქრობის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში. 

ვურდონის მაღალი დოზები არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.

გვერდითი მოვლენები:

გასტროინტესტინური სისტემა: ტკივილი ეპიგასტრიუმში, სხვა გასტროინტესტინური დარღვევები (გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და ა.შ.), იშვიათად აღინიშნება:გასტროინტესტინური ჰემორაგია, კუჭის წყლული და მისი პერფორაცია, ჰემორაგიული კოლიტი.

ცნსის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია), გაღიზიანება.

კანის მხრივ: კანზე გამონაყარი, იშვიათად ურტიკარია, ეგზემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ალოპეცია, ფოტოსენსიტიური რეაქციები.

თირკმელების მხრივ: თირკმელების უკმარისობა, ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.

ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მიზეზია ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.

სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლასტური ანემია.

სხვა სისტემების მხრივ: შეშუპება (ბრონქოსპაზმი, სისტემური ანაფილაქსიური: ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპოტენზია), უფრო იშვიათად აღინიშნება ჰემორაგიული დიათეზი, ტაქიკარდია, ჰიპერჰიდროზი.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი;

*კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ასთმის, ურტიკარიის ან მწვავე რინიტის დროს, რომელიც გამწვავებულია აცეტილსალიცილის მჟავით ან არასტეოდული ანთების საწინააღმდეო სხვა საშუალების გამოყენებით;

*თუ გამოყენებულია სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალება;

*თუ აღინიშნება სისხლის რომელიმე დაავადება ან ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები:

-ხანდაზმულებში, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზა უნდა შემცირდეს.

-პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუჭის წყლულის გამწვავება ან გასტროინტესტინური ჰემორაგია მკურნალობის დროს, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

-პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ვურდონით, აუცილებლად საჭიროა მათთვის პერიოდულად ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება.

-ვურდონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

-ვურდონის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს თავბრუსხვევა, როგორც გვერდითი ეფექტი, ამიტომ საჭიროა ტრანსპორტის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს აუცილებელია სწრაფი სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-ვურდონისა და კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების (ვარფარინის), სულფინალშარდოვანას, სულფანილამიდების, ასპირინისა და სხვა  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერდროული მიღებისას იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი.

-ვურდონის ლითიუმთან, დიგოქსინთან ან მეტოტრექსატთან კომბინირებისას, იზრდება ლითიუმის, დიგოქსინის ან მეტოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში.

-ვურდონის და დიურეზული საშუალებების კომბინირებისას მცირდება დიურეზულების ეფექტი;

-როდესაც გამოყენებულია ვურდონი ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში, აუცილებელია ლაბორატორიული მონიტორინგი, რადგანაც ვურდონის მაღალმა დოზებმა (200 მგ) შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

Facebook კომენტარები