Aviabiltebi

იმუნო-ჰერბი 50მლ ფლ

იმუნოჰერბი

IMUNO-HERB

 

პერორალურად მისაღები ჰომეოპათიური საშუალება

აღწერილობა: უფერო, გამჭირვალე ხსნარი სპეციფიური სუნის გარეშე.

შემადგენლობა:

ტილჭირი (Aconitum napellus) ვ. შვაბე 1950 წ. გვ.43                             D30 10 მლ

შმაგა (Atropa belladonna) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 79                                    D12 10 მლ

ლეშურა ( Bryonia alba) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 86                                       D12 10 მლ

ექინაცეა (Echinacea angustifolia ) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 131                       D12 10 მლ

კორდისკბილა (Euphrasia officinalis) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 136                   D30 10 მლ

შხამათუთუბო (Rhus toxicodendron) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 221                   D30 10 მლ

ეთილის სპირტი 43% სფ X, გვ. 905                                  საჭირო რაოდენობით100 მლ-მდე

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათური პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტივირუსული ჰომეოპათიური საშუალება

ჩვენებები: იმუნიტეტის გაძლიერება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, პროფილაქტიკური საშუალება გრიპის ეპიდემიის დროს

მიღების წესი და დოზირება: პერორალურად

მწვავე შემთხვევებში: 1 ჩაის კოვზ წყალში გახსნილი 5 წვეთი ყოველ 30 წთ-ში მდგომარეობის გაუჯობესებამდე.მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში 1 ჯერ სიმპტომების სრულმოხსნამდე.

1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები ნახევრდება.

პროფილაქტიკისათვის: 1ჩაის კოვზ წყალში გახსნილი 4-5 წვეთი 2 ჯერ დღეში.

მიღების წინ პრეპარატი შეანჯღრიეთ

უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება

რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაციაორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონექიმის დანიშნულებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შეზღუდვები არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანადანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს ზეგავლენას

ყურადღება: ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის

პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიოშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით,

რომელიც არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.

შეფუთვა: 50 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. 1 ფლაკონი

გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III –გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი:

შპს „ბიოფარმი-L“ შპს „ლაზიკა ფარმა“-ს დაკვეთით

გოთუას ქ. N3, თბილისი,საქართველო

Facebook კომენტარები