კასოლი 30გ კრემი

კასოლი

შემადგენლობა:
30გ კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:
Hamamelis Virginiana-ს 1.5გ წყლიანი ექსტრაქტი.
პანთენოლი 1.5გ
Centella Asiatica-ს ტიტრირებული ექსტრაქტი 0.3გ

დამხმარე ნივთიერებები:
ლანოლინი, პარაფინი (რბილი თეთრი), თხევადი პარაფინი, ნატრიუმის პოლიაკრილატი სოპოლიმერი (და) ჰიდროგენირებული პოლიდეცენი (და) PPG-1 ტრიდეცეტი-6, ფენოქსიეთანოლი, ლანოლინის სპირტი, ცეტეარილის სპირტი, ვიტამინი E, დინატრიუმ EDTA, დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გარეგანი გამოყენების საშუალება, რომელიც შედგება ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებისაგან და რომლებიც მას ანიჭებენ ისეთ უნიკალურ თვისებებს, როგორიცაა: ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, შეხორცების დამაჩქარებელი, მატონიზებელი, დამატენიანებელი, კანის ზედაპირის გამასადავებელი და გამაძლიერებელი ეფექტები.
Hamamelis Virginiana- ს ექსტრაქტს გააჩნია შემკვრელი, სისხლდენის შემაჩერებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, აქრობს დაზიანებული კანის შეშუპებას. ჰამამელის ვირგინიანა-ს ექსტრაქტის შემცველი საშუალებები გამოიყენება გადაჭარბებული ულტრაიისფერი დასხივების შედეგად განვითარებული კანის აქერცვლის საპროფილაქტიკოდ. ამცირებს კანის გაღიზიანებას, ხელს უწყობს კანის შეხორცებას, რეგენერაციის დაჩქარების გზით. ცნობილია, რომ ჰამამელის ვირგინიანა ამცირებს ჩვილ ბავშვთა გამოყელვებს, ამცირებს კანის გაღიზიანებას მწერის ნაკბენისა და ალერგიული დერმატიტების დროს.
Centella asiatica-ს ექსტრაქტი ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, აძლიერებს კანის სისხლმომარაგებას, ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, აჩქარებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს, ასწორებს ნაოჭებს, ანიჭებს კანს ელასტიურობას, სისადავესა და სინაზეს.

პანთენოლი წარმოადგენს პანთოტენის მჟავას წარმოებულს და მიეკუთვნება წყალში ხსნადი B ვიტამინების ჯგუფს. წარმოადგენს რა, კოენზიმ A-ს შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს უჯრედშიდა ცვლის პროცესებში. ასტიმულირებს კანისა და ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, ახდენს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმკვრივეს. ოპტიმალური მოლეკულური მასის, ჰიდროფილურობისა და დაბალი პოლარობის წყალობით, სწრაფად აბსორბირდება გარეგანი გამოყენებისას, აჩქარებს დაზიანებული კანის ეპითელიზაციას და ნაწიბურის წარმოქმნას. აქვს მსუბუქად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

გამოყენების ჩვენებები:
კრემი გამოიყენება კანის დაცვისა და მოვლის მიზნით ჩვილებში, ბავშვებში, მოზრდილებსა და ხანდაზმულ ასაკში:
• გამოყელვები ახალშობილებში
• კანის ზედაპირული ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, ფისტულები, არეოლებისა და კერტების ნახეთქები
• მშობიარობისა და გინეკოლოგიური პროცედურების შემდგომი ქსოვილების დაზიანებები (შორისის ჩახევა, ეპიზიოტომია)
• პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები, მზის დამწვრობა
• კანის ნაწიბუროვანი ცვლილებების დროს (მათ შორის, დამწვრობების, ტრავმისა და ქირურგიული ჩარევების შემდგომ განვითარებული კელოიდური ნაწიბურები)
• ბუასილი და ანუსის ნახეთქები
• სკლეროდერმია
• მშრალი, დახეთქილი და მგრძნობიარე კანის მოვლა

დოზირება და გამოყენების წესი:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
დაიტანეთ მალამოს თხელი ფენა დაზიანებულ უბანზე 1-2-ჯერ დღეში.
დაზიანებულ უბნებზე, ჭრილობის, წყლულის ან ნახეთქების შემთხვევაში, მხოლოდ ანტისეპტიკით დასუფთავების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
არ დაფიქსირებულა კასოლის სერიოზული გვერდითი მოვლენები. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (ქავილი, სიწითლე და ბუშტუკების წარმოქმნა).

უკუჩვენება:
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ღრმა და სველი ჭრილობები, ჭრილობის სუპერინფექცია (ჭრილობის რეინფიცირება), არ შეიძლება თვალებსა და ლორწოვან გარსზე დატანა.

სპეციალური მითითებები:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
მოარიდეთ კრემი თვალებსა და თვალის გარშემო ადგილებზე კონტაქტს.
თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაიბანეთ წყლის დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება ნებადართულია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: არ დაფიქსირებულა.

გამოშვების ფორმა: 30გ კრემი ტუბში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება 25°С-ზე დაბალ ტემპერატურასა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა: 2 წელი. არ არის რეკომენდებული, კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოყენება.

კოსმეტიკური საშუალება: არ წარმოადგენს წამალს.

სარეგისტრაციო უფლების მფლობელი: Helba Pharmaceuticals Inc.Co., თურქეთი.

მწარმოებელი: Argis Pharmaceuticals Inc.Co.,  თურქეთი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti