კიდაკოლი 150მლ სიროფი

კიდაკოლი

 შემადგენლობა

სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები

ცერეცოს თესლის ზეთი 2,5 მგ

კვლიავის ზეთი 0,02 მგ

დარიჩინის ძირის ზეთი 0,01 მგ

ილის თესლის ზეთი 0,16 მგ

პიტნის ფოთლების ექსტრაქტი  2,5 მგ

რომის გვირილას ყვავილის ექსტრაქტი 0,34 მგ  

ფარსმანდუკის ყვავილის ექსტრაქტი 0,16 მგ

მელისას ფოთლების ექსტრაქტი  0,34 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სუფთა წყალი 4930,47 მგ

პოლისორბატი 80 (Е433) 50 მგ

ნატრიუმის ჰიდროქსიკარბონატი Е500(ii)  50 მგ

მარწყვის არომატიზატორი  2,5 მგ

  • ეთილბუტირატი
  • ეთილჰექსონატი
  • იზოპენტალის აცეტატი
  • პროპილენგლიკოლი (Е1520)

კალიუმის სორბატი  (Е202) 5 მგ

ნატრიუმის ბენზოატი (E211)  5 მგ

სუკრალოზა (Е955)  1 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება

პრეპარატის შემადგენლობაში შედის მეტეორიზმის საწინააღმდეგო  ნატურალურ მცენარეებზე დამზადებული არომატული ზეთები. კიდაკოლი ეფექტური და უსაფრთხო საშუალება, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი პროცესს არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორულ აქტივობას, აღმოფხვრის საჭმლის მონელების  პროცესების დარღვევებს, მეტეორიზმს და კოლიკას.
 ცერეცოს ზეთი ახდენს სპაზმოლიზურ, ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.  კვლიავის ზეთი, დარიჩინი და ილი აღმოფხვრის კოლიკას და მეტეორიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ახდენს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას.
პიტნის ზეთი ახდენს სპაზმოლიზურ, მეტეორიზმის, ღებინების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ მოქმედებას, აუმჯობესებს მადას, ნაწლავის პერისტალტიკას, ხსნის ტკივილს და სპაზმს.  

გვირილის ექსტაქტი –  გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, მეტეორიზმის საწინააღმდეგო და სედაციური მოქმედება.    ფარსმანდუკი ახდენს ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას.  მელისას ექტრაქტი (სამკურნალო ბალახი) ახდენს, სპაზმოლიზურ, რეგურგიტაციის საწინააღმდეგო, შარდგამომყოფ მოქმედებას, აუმჯობესებს საჭმლის მოენლებას, ახდენს სუნთქვის და გულის მუშაობის ნორმალიზებას.

ჩვენებები

  • მეტეორიზმი, კოლიკა
  • რეგურგიტაცია და ღებინება
  • ნაწლავის სპაზმი

წინააღმდეგჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გვერდითი მოქმედება

არ არის აღწერილი

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი

2 თვემდე ასაკის ბავშვები – 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 1-4 -ჯერ დღეში;

2 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 1-4 -ჯერ დღეში;

2 წლიდან 10 მლ (2 ჩაის კოვზი) 1-4 -ჯერ დღეში.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის. ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

წამლისმიერი ურთიერთქემედება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ  არსებობს

განსაკუთრებული მითითებები

არ გამოიყენება აპენდიციტის, ნაწლავთა გაუვალობის დროს

გამოშვების ფორმა

150 მლ სიროფი ფლაკონში

მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან და დოზირებულ სახურავთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება  25°С -ზე ნაკლები ოთახის ტემპერატურის პირობებში ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო მარკის მფლობელი

Helba Pharmaceuticals Inc. Co., Turkey

მწარმოებელი

Triapharma İlaç Sanayi Ticaret Anonim Şirketi., Turkey

Facebook კომენტარები