კლოპიზიმი-75მგ #30ტ

კლოპიზიმი-75
(კლოპიდოგრელის ტაბლეტები USP 75 მგ)
CLOPIZIM-75

სავაჭრო დასახელება
კლოპიზიმი-75
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება
კლოპიდოგრელის ბისულფატი
ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
კლოპიდოგრელის ბისულფატი USP
75 მგ კლოპიდოგრელის ექვივალენტი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი
ათქ კოდი: B01AC04
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი: კლოპიდოგრელი არის პროწამალი, მისი ერთი მეტაბოლიტი არის თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი. კლოპიდოგრელის მეტაბოლიზმი ხდება CYP450-ით აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნისთვის, რომელიც აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი სელექციურად აინჰიბირებს ადენოზინ დიფოსფატის (ADP) დაკავშირებას თრომბოციტების P2Y112 რეცეპტორთან და გლიკოპროტეინ GPIIბ/IIIა კომპლექსის ADP-მედიატირებულ აქტივაციას, აქედან გამომდინარე აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას. შეუქცევადი დაკავშირების გამო, ექსპოზირებულ თრომბოციტებზე მოქმედება ხდება სასიცოცხლო პერიოდის ბოლომდე (დაახლოებით 7-10 დღე) და თრომბოციტების ნორმალური ფუნქციის აღდგენა ხდება თრომბოციტების ხელახლა წარმოქმნასთან ერთად. თრომბოციტების აგრეგაცია, რომელიც გამოწვეულია ADP-ს გარდა სხვა აქტივატორებით, აგრეთვე ინჰიბირდება თრომბოციტების აქტივაციის ამპლიფიკაციის ბლოკირებით ADP გამოთავისუფლებით.
რადგან აქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება CYP450 ენზიმებით, რომელთაგან ზოგიერთი პოლიმორფულია ან ინჰიბირდება სხვა სამედიცინო პროდუქტებით, ყველა პაციენტში არ დაფიქსირდება თრომბოციტების ადექვატური ინჰიბირება.
ფარმაკოდინამიური ეფექტები: დღეში 75 მგ განმეორებითმა დოზებმა გამოიწვია თრომბოციტების ADP-გამოწვეული აგრეგაციის ინჰიბირება პირველი დღიდან; ეს პროგრესულად იზრდებოდა და მყარ მდგომარეობას მიაღწია 3-7 დღეში. მყარ მდგომარეობაში დღეში 75 მგ დოზის მიღებისას ინჰიბირების საშუალო დონე შეადგენდა 40-60%-ს. თრომბოიტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათან უბრუნდებოდა საწყის დონეს, ჩვეულებრივ მკურნალობის შეწყეტიდან 5 დღის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: ერთჯერადი და დღეში 75 მგ-ის განმეორებითი დოზირების შემდეგ კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში უცვლელი კლოპიდოგრელის დონის საშუალო პიკი (დაახლოებით 2.2-2.5 ნგ/მლ 75 მგ ერთჯერადი ორალური დოზირების შემდეგ) ვითარდებოდა დოზირებიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ. შეწოვა მინიმუმ 50%-ს შეადგენს კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების შარდით გამოყოფის საფუძველზე.
განაწილება: კლოპიდოგრელი და ძირითადი მოცირკულირე (არააქტიური) მეტაბოლიტი in vitro შექცევადად უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (98 და 94%). კავშირი უჯერია ინ ვიტრო კონცენტრაციის მაღალი მერყეობით.
ბიოტრანსფორმაცია: კლიპიდოგრელი ექსტენსიურად მეტაბოლიზება ღვიძლით. in vitro და in vivo კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება ორი ძირითადი გზით: ერთი მედიატირებულია ესთერაზებით და იწვევს ჰიდროლიზს არააქტიურ კარბოქსილის მჟავას დერივატებად (მოცირკულირე მეტაბოლიტების 85%), და ერთი მედიატირებულია მრავლობითი ციტოქრომ P450-ით. კლოპიდოგრელი თავიდან მეტაბოლიზდება 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შუალედურ მეტაბოლიტად. შუალედური მეტაბოლიტის 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შემდგომი მეტაბოლიზმი იწვევს აქტიური მეტაბოლიტის-კლოპიდოგრელის თიოლ დერივატის წარმოქმნას. აქტიური მეტაბოლიტი ძირითადად წარმოიქმნება CYP2C19-ით, რამდენიმე სხვა CYP ენზიმის ხელშეწყობით – CYP1A2, CYP2B6, CYP3A4 ჩათვლით. აქტიური თიოლ მეტაბოლიტი, რომელიც იზოლირებული იყო ინ ვიტრო, სწრაფად და შეუქცევლად უკავშირდება თრომბოციტების რეცეპტორებს, აქედან გამომდინარე აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
გამოყოფა: ადამიანებში 14C-დანიშნული კლოპიდოგრელის ორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 50% გამოიყოფოდა შარდში და დაახლოებით 46% გამოიყოფოდა განავალში, დოზირებიდან 120 საათის ინტერვალში. 75 მგ-ის ერთჯერადი ორალური დოზირების შემდეგ კლოპიდოგრელის ნახევარგამოყოფის პერიდი დაახლოებით 6 საათს შეადგენს. ძირითადი მოცირკულირე (არააქტიური) მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 8 საათს ერთჯერადი და მრავლობითი ორალური დოზირების შემდეგ.
თერაპიული ჩვენება
კლოპიდოგრელი ნაჩვენებია:
ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენცია
• მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მიოკარდიუმის ინფარქტი (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე), იშემიური ინსულტი (7 დღიდან 6 თვემდე) ან დადგენილი პერიფერიული არტერიული დაავადება.
• მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე კორონარული სინდრომი.
ST – სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მწვავე კორონარული სინდრომი (არასტაბილური ანგინა ან Q-კბილის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი), პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სტენტირება პერკუტანული კორონარული ინტერვენციის შემდეგ, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში (ASA).
ST – სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ASA-სთან კომბინაციაში ნამკურნალებ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თრომბოლიზური თერაპია.
ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური მოვლენების პრევენცია წინაგულების ფიბრილაციის დროს
წინაგულების ფიბრილაციით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლძარღვთა მოვლენების მინიმუმ ერთი რისკ ფაქტორი, რომლებშიც არ შეიძლება K ვიტამინის ანტაგონისტების გამოყენება (VKA) და რომლებშიც დაბალია სისხლდენის რისკი, კლოპიდოგრელი ნაჩვენებია AშA-სთან კომბინაციაში ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური მოვლენების პრევენციისთვის, ინსულტის ჩათვლით.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
მოზრდილები და ხანდაზმულები: კლოპიდოგრელის გამოყენება უნდა მოხდეს დღეღამეში 75 მგ დოზით.
ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: კლოპიდოგრელის გამოყენება უნდა მოხდეს დღეღამეში ერთჯერადი 75მგ დოზით. საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 300 მგ-ს, ASA-სთან კომბინაციაში, თრომბოლიზურ საშუალებებთან ერთად ან მათ გარეშე. 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში კლოპიდოგრელით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს სასტარტო დოზის გარეშე. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე სიმპტომების დაწყების შემდეგ და უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში.
წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელის მიღება უნდა მოხდეს დღეში ერთხელ 75 მგ დოზით. ASA (75-100 მგ დღეში) უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს კლოპიდოგრელთან კომბინაციაში.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
რეგულარული დროიდან 12 საათის განმავლობაში: პაციენტებმა დოზა უნდა მიიღონ დაუყოვნებლივ და შემდეგ მკურნალობა განაგრძონ რეგულარული სქემით.
12 საათზე დიდი ხნის განმავლობაში: პაციენტებმა შემდეგი დოზა უნდა მიიღონ დანიშნულ დროს და დოზა არ უნდა გააორმაგონ.
პედიატრული პოპულაცია
გაურკვეველი ეფექტურობის გამო ბავშვებში კლოპიდოგრელი არ უნდა გამოიყენონ.
მიღების მეთოდი
მიიღება პერორალურად.
გამოყენება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
უკუჩვენება
კლოპიდოგრელი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში
– მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ
– ღვიძლის მწვავე უკმარისობა
– აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა პეპტიური წყლული ან ინტრაკრანიალური ჰემორაგია.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
სისხლდენა და ჰემატოლოგიური დარღვევები: როგორც სხვა ანტითრომბოციტური აგენტები, კლოპიდოგრელი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება აღენიშნებოდეთ სისხლდენის მომატებული რისკი ტრავმის, ოპერაციის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის გამო და პაციენტებში, რომლებიც AშA-თი, ჰეპარინით, გლიკოპროტეინ IIბ/IIIა ინჰიბიტორებით და ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით (ასაპ) მკურნალობენ, ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით, იღებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებს (SSRI) ან სხვა სამედიცინო პროდუქტებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლდენის რისკთან, როგორიცაა პენტოქსიფილინი.
კლოპიდოგრელის ორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის ინტენსივობა.
შეძენილი ჰემოფილია: შეძენილი ჰემოფილიის დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტების მენეჯმენტი და მკურნალობა უნდა განახორციელოს სპეციალისტმა, კლოპიდოგრელი უნდა მოიხსნას.
ბოლო დროს გადატანილი იშემიური ინსულტი: კლოპიდოგრელის მიღება რეკომენდებული არ არის მწვავე იშემიური ინსულტიდან 7 დღის განმავლობაში.
ციტოქრომ P450 2ჩ19 (CYP2ჩ19) და CYP2ჩ8 სუბსტრატები: სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კლოპიდოგრელით და ციტოქრომ P450 2C19 (CYP2C19)/CYP2C8 სუბსტრატებით.
ჯვარედინი რეაქცია თიენოპირიდინებს შორის: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თიენოპირიდინებზე ალერგია საჭიროა მომატებული მგრძნობელობის ნიშნების მონიტორინგი.
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა: ამ პაციენტებში კლოპიდოგრელი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპა ლაქტაზას დეფიციტი და გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სისხლდენის რისკთან დაკავშირებული სამედიცინო პროდუქტები: არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი პოტენციური ადიტიური ეფექტის გამო. სისხლდენის რისკთან დაკავშირებული სამედიცინო პროდუქტების მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
ორალური ანტიკოაგულანტები: კლოპიდოგრელის ორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღება რეკომენდებული არ არის რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი. კლოპიდოგრელის ვარფარინთან ერთად მიღება ზრდის სისხლდენის რისკს ჰემოსტაზზე დამოუკიდებელი ეფექტების გამო.
კლოპიდოგრელი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებიც იღებენ გლიკოპროტეინ IIბ/IIIა ინჰიბიტორებს, აცეტილსალიცილის მჟავას (ASA), ჰეპარინს, ასაპ-ს ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით, SSRI-ს.
სხვა თანმხლები თერაპია: სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე არ უნდა გამოიყენონ CYP2C19 ძლიერი ან საშუალო ინჰიბიტორები, მაგალითად, ომეპრაზოლი და ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტიკლოპიდინი, კარბამაზეპინი, ეფავირენცი, აგრეთვე არ უნდა გამოიყენონ ომეპრაზოლი და ეზომეპრაზოლი.
კლოპიდოგრელის და იმ პრეპარატების ერთად გამოყენება, რომელთა კლირენსიც ხდება CYP2C8 მეტაბოლიზმით (მაგ. რეპაგლინიდი, პაკლიტაქსელი).
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: უსაფრთხოების ზომის სახით უმჯობესია ორსულობის დროს არ მოხდეს კლოპიდოგრელის გამოყენება.
ძუძუთი კვება: კლოპიდოგრელით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ უნდა გაგრძელდეს.
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:
კლოპიდოგრელი არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
არასასურველი ეფექტები
გვერდითი რეაქციების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥.100-ხშირი: ჰემატომა, ეპისტაქსისი, გასტროინტესტინური ჰემორაგია, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ინექციის ადგილას.
ნაკლებად ხშირი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ინტრაკრანიალური სისხლდენა (ზოგ შემთხვევაში აღინიშნა ფატალური გამოსავალი), თავის ტკივილი, პარესთეზია, თავბრუსხვევა, თვალში სისხლდენა (კონიუნქტივალური, ოკულარული, რეტინული), კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, შებერილობა, გამონაყარი, ქავილი, კანიდან სისხლდენა (პურპურა), ჰემატურია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება.
იშვიათი: ნეითროპენია, მწვავე ნეითროპენიის ჩათვლით, ვერტიგო, რეტროპერიტონეალური ჰემორაგია, გინეკომასტია.
უცნობია: თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP), აპლაზიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, მწვავე თრომბოციტოპენია, შეძენილი ჰემოფილია A, გრანულოციტოპენია, ანემია, კუნის სინდრომი, შრატის დაავადება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, წამალთა ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა თიენოპირიდინებს შორის (როგორიცაა ტიკლოპიდინი, პრასუგრელი), ჰალუცინაციები, კონფუზიები, გემოვნების დარღვევები, სერიოზული ჰემორაგია, ოპერაციული ჭრილობის ჰემორაგია, ვასკულიტი, ჰიპოტენზია, რესპირატორული ტრაქტიდან სისხლდენა (ჰემაპტოზი, ფილტვის ჰემორაგია), ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციალური პნევმონიტი, ეოზინოფილური გრანულომა, გასტროინტესტინური და რეტროპერიტონეალური ჰემორაგია ფატალური გამოსავლით, პანკრეატიტი, კოლიტი (წყლულოვანი ან ლიმფოციტური კოლიტის ჩათვლით), სტომატიტი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ჰეპატიტი, ღვიძლის ანომალური ფუნქციური ტესტები, ბულოზური დერმატიტი (ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმული ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)), ანგიოედემა, პრეპარატებით გამოწვეული მომატებული მგრძნობელობის სინდრომი, პრეპარატით გამოწვეული გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ერითემატოზული ან ექსფოლიაციური გამონაყარი, ურტიკარია, ეგზემა, ბრტყელი ლიქენი, ძვალ-კუნთოვანი სისხლდენა (ჰემართროზი), ართრიტი, ართრალგია, მიალგია, გლომერულონეფრიტი, სისხლში კრეატინინის მომატება, ცხელება.

ჭარბი დოზირება
კლოპიდოგრელის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის გახანგრძლივება და შემდგომი სისხლდენითი გართულებები. სისხლდენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
კლოპიდოგრელის ფარმაკოლოგიური მოქმედების ანტიდოტი არ არსებობს. თუ საჭიროა გახანგრძლივებული სისხლდენის დროის შესაბამისი კორექცია, კლოპიდოგრელის ეფექტების უკუგანვითარება შეიძლება მოხდეს თრომბოციტების მასის ტრანსფუზიით.
კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
კუჭის ECL-უჯრედების ჰიპერპლაზია და კარცინოიდი აღწერილია მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარე კვლევებში ვირთაგვებში, რომლებსაც ომეპრაზოლით მკურნალობენ. ეს ცვლილებები გამოწვეულია ჰიპერგასტრინემიის შენარჩუნებით მჟავას ინჰიბირების შემდეგ. იგივე აღმოჩენები დაფიქსირდა H2-რეცეპტორების ანტაგონისტებით, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ და ნაწილობრივი ფუნდექტომიის შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს ცვლილებები გამოწვეული არ არის ინდივიდუალური აქტიური ნივთიერების პირდაპირი ეფექტით.
შეუთავსებლობა
უცნობია.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
3X10 ტაბლეტი ალუ-ალუ ბლისტერში.
შენახვის ვადა
3 წელი.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატის შეძენის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
ზიმ ლაბორატორის ლიმიტედ
8-21/22 MIDC არეა
კალმეშვარი, ნაგპური 441501
მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი

Facebook კომენტარები