კოსომიდოლი 5მლ თვ/წვ

კოსომიდოლი®

დორზოლამიდი 2% + თიმოლოლი 0.5%

ოფთალმოლოგიური ხსნარი

შემადგენლობა:

ყოველი მლ შეიცავს

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი 22.3 მგ

რაც 20.0 მგ დორზოლამიდის ექვივალენტურია

თიმოლოლის მალეატი 6.8 მგ

თიმოლოლის ექვივალენტური 5.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჰიდროქსიპროპილ-ბეტა ციკლოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, უწყლო ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, მანიტოლი, ნატრიუმის პერბორატის ტეტრაჰიდრატი, დიეთილინ ტრიამინ პენტამეთილ ფოსფონის მჟავა, ჰეპტანატრიუმის მარილი, გასუფთავებული წყალი q.s.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

კოსომიდოლი შედგება ორი კომპონენტისგან: დორზოლამიდი და თიმოლოლი. დორზოლამიდი მიეკუთვნება ნახშირბადისანჰიდრაზასინჰიბიტორების მედიკამენტებს. თიმოლოლი მიეკუთვნება ბეტა ბლოკატორების აგენტების მედიკამენტებს. ეს პრეპარატები ამცირებენ თვალის წნევას, მაგრამ სხვაგვარად კოსომიდოლი ინიშნება გლაუკომას სამკურნალოდ თვალის წნევის შესამცირებლად, როდესაც მხოლოდ ბეტა ბლოკატორი თვალის წვეთებით მკურნალობა   არ არის ადეკვატური.

უკუჩვენება

  • თუ ხართ ალერგიული დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის, თიმოლოლის მალეატის ან პრეპარატში შემავალი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
  • თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონდათ სუნთქვის პრობლემები, როგორიც არის ასთმა ან მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის მწვავე დაავადება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ხიხინი, ქოშინი და/ან ხანგრძლივი ხველა).
  • თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, გულის უკმარისობა ან გულის რითმის დარღვევები (არარეგულარული გულის ცემა).
  • თუ გაქვთ თირკმლის მწვავე დაავადება ან უკმარისობა, ან ანამნეზში აღგენიშნებათ კენჭები თირკმელში.
  • თუ გაქვთ სისხლში ქლორიდების დაგროვებით გამოწვეული სისხლის მომატებული მჟავიანობა (ჰიპერქლორემიულიაციდოზი).

თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენებაში, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

კოსომიდოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. მოახსენეთ ექიმს ნებისმიერი მიმდინარე ან წარსულში გადატანილი თვალთან დაკავშირებული პრობლემების  შესახებ.

  • გულის კორონარული დაავადება (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულმკერდის ტკივილს ან  გულმკერდის შებოჭილობას, ქოშინს ან ხუთვას), გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა.
  • გულის რითმის დარღვევები, როგორიც არის გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება.
  • ·                     სუნთქვის პრობლემები, ასთმა ან ფილტვებისქრონიკულიობსტრუქციულიდაავადება.
  • ცუდი სისხლის მიმოქცევა (როგორიც არის რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი).
  • დიაბეტი, თიმოლოლმა შესაძლოა შენიღბოს ნიშნები და სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის სიმპტომები.
  • ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა, მაშინ როდესაც თიმოლოლს შეუძლია ნიშნების და სიმპტომების შენიღბვა.

ოპერაციამდე უთხარით ექიმს რომ თქვენ იყენებთ კოსომიდოლს, რადგან თიმოლოლმა შესაძლოა შეცვალოს ანესთეზიის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება.  ასევე, უთხარით ექიმს ნებისმიერი ალერგიის ან ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. ასევე უთხარით ექიმს თუ გაქვთ კუნთების სისუსტე ან მიასთენია გრავისის (კუნთების სისუსტე) დიაგნოზი.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თვალის გაღიზიანების ან თვალის ახალი პრობლემების შესახებ,  როგორიც არის თვალების სიწითლე ან ქუთუთოების შეშუპება. თუ გაქვთ ეჭვი რომ კოსომიდოლი იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან ჰიპერმგრძნობელობას (მაგ: გამონაყარი, კანის მწვავე რეაქციები ან თვალების სიწითლე და ქავილი) მაშინ შეწყვიტეთ წამლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. აცნობეთ ექიმს თუ გამოვლინდა თვალის ინფექცია, თუ ჩატარდა ოპერაცია თვალზე, თუ იტარებთ თვალის ოპერაციას ან თუ განვითარდა ისეთი რეაქცია რომელიც მოიცავს ახალ სიმპტომებს ან აუარესებს არსებულს. როდესაც თვალში ჩაიწვეთებთ კოსომიდოლს მას შეუძლია იმოქმედოს მთელ ორგანიზმზე. 

ამ პრეპარატის გამოყენებამდე  კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს.

გამოყენება ბავშვებში

ჩვილებსა და ბავშვებში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები შეზღუდულია.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

კვლევების მიხედვით კოსომიდოლის მოქმედება იყო ანალოგიური როგორც ხანდაზმულ ისე ახალგაზრდა პაციენტებში. 

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

აცნობეთ ექიმს თუ გქონდათ ან გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

წამალთშორისი ურთიერთქმედება

კოსომიდოლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე რომლებსაც თქვენ იღებთ ან პირიქით, მათ შორის გლაუკომას სამკურნალო სხვა ოფთალმოოგიურმა წვეთებმა. უთხარით ექიმს თუ იყენებთ ან აპირებთ არტერიული წნევის დასაქვეითებელი პრეპარატების გამოყენებას, საგულე საშუალებებს ან დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს. უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტების გამოყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ:

  • იღებთ არტერიული წნევის დასაქვეითებელ პრეპარატებს ან გულის დაავადების სამკურნალო საშუალებებს (როგორიც არის კალციუმისარხებისბლოკატორები, ბეტა ბლოკატორები ან დიგოქსინი).
  • იღებთ მედიკამენტებს არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ, როგორიც არის კალციუმისარხებისბლოკატორები, ბეტა ბლოკატორები ან დიგოქსინი.
  • იყენებთ ბეტა ბლოკატორების შემცველ სხვა თვალის წვეთებს.
  • იღებთ სხვა ნახშირბადისანჰიდრაზასინჰიბიტორებს, როგორიც არის აცეტაზოლამიდი.
  • იღებთ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს.
  • იღებთ პარასიმპათომიმეტურ საშუალებებს, რას შესაძლოა დანიშნული იყოს შარდის გამოყოფის დასახმარებლად. პარასიმპათომიმეტურ საშუალებები ასევე წარმოადგენენ პრეპარატის კონკრეტულ ტიპს, რომლებიც ხანდახან გამოიყენება ნაწლავებში ნორმალური მოძრაობის აღსადგენად.
  • იღებთ ნარკოტიკებს, მაგალითად მორფინი, რაც გამოიყენება ზომიერი და ძლიერი ტკივილის დროს.
  • იღებთ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს.
  • იღებთ ანტიდეპრესანტებს, მაგალითად ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.
  • იღებთ სულფამიდებს.
  • იღებთ ქუინიდინს (გამოიყენება გულის სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ და ზოგიერთი ტიპის მალარიის დროს).

გამოყენება სპორტსმენებში

ეს პრეპარატი შეიცავს თიმოლოლს, რამაც შესაძლოა აჩვენოს დადებითი შედეგი დოპინგის კონტროლის ანალიზში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ორსულობის დროს

არ გამოიყენოთ კოსომიდოლი თუ ხართ ორსული, გარდა იმ შემთხვევისა თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

გამოყენება მეძუძურ დედებში

არ გამოიყენოთ კოსომიდოლი თუ ხართ მეძუძური დედა. თიმოლოლი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პრეპარატზე არ ჩატარებულა კვლევები ახდენს თუ არა გავლენას ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. კოსომიდოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს  ბუნდოვანი ხედვა, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.  არ მართოთ ავტომანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ და მხედველობა არ იქნება სუფთა.

დოზა და პრეზენტაცია

პრეპარატის გამოყენებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები.  ეჭვის არსებობის შემთხვევაში კვლავ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის ხანგრძლივობას და შესაფერის დოზას დაადგენს ექიმი. რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთის ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში ან თვალებში დილას და საღამოს. თუ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს სხვა თვალის წვეთებთან ერთად, ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 10 წუთი.  არ შეცვალოთ დოზა ექიმის დაუკითხავად.

არ შეახოთ ბოთლის საწვეთურის წვერი თვალს ან თვალის გარშემო ადგილს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს თვალის დამაინფიცირებელი ბაქტერიებით დაბინძურება რაც იწვევს თვალის სერიოზულ დაზიანებას ან მხედველობის დაკარგვას.  მოარიდეთ საწვეთური ნებისმიერ ზედაპირთან კონტაქტს რათა თავიდან აიცილოთ მისი დაბინძურება.  თუ ფიქრობთ რომ პრეპარატი შესაძლოა დაბინძურებული იყოს ან თუ განვითარდა თვალის ინფექცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და გაარკვიეთ შეიძლება თუ არა ამ ბოთლის კვლავ გმოყენება.

გამოყენების ინსტრუქცია

ა. პრეპარატის პირველად გამოყენებისას დარწმუნდით რომ ბოთლის თავზე არესბული უსაფრთხოების ზოლი არ იყოს გატეხილი. გაუხსნელი ბოთლისთვის ნორმალურია თუ ბოთლსა და მის ხუფს შორის არის სიცარიელე.

ბ. პირველ რიგში დაიბანეთ ხელები და შემდეგ გახსენით უსაფრთხოების ზოლით დაბეჭდილი ბოთლი.

გ. ბოთლის გასახსნელად მოუშვით ხრახნი.

დ. თავი გადახარეთ უკან და ქვედა ქუთუთო ოდნავ ჩამოწიეთ ქვემოთ, ისე რომ მიიღოს ჯიბის ფორმა.

გ. მოამზადეთ ბოთლი და ოდნავ მოუჭირეთ ხელი სანამ ერთი წვეთი არ ჩავა თვალში, ექიმის მითითების შესაბამისად. 

არ შეახოთ საწვეთურის წვერი თვალს ან ქუთუთოს.

დ. კოსომიდოლის ჩაწვეთების შემდეგ თვალის კუთხეში ცხვირის გვერდზე დააჭირეთ თითი ან 2 წუთით დახუჭეთ თვალები. ამით თავიდან აიცილებთ რომ პრეპარატმა არ შეაღწიოს მთელ ორგანიზმში.

ე. ბოთლის გახსნის შემდეგ თუ პირველ ჯერზე არ გადმოვიდა წვეთი, მაშინ შეცვალეთ ბოთლის ხუფი და მოუჭირეთ (არ მოუჭიროთ ძალიან), შემდეგ ხუფი დაატრიალეთ საწინააღმდეგო მიმართულებით, ისრების მითითების შესაბამისად.

ვ. მეორე თვალში ჩაწვეთებისას გაიმეორეთ გ და ე პუნქტში მოცემული ეტაპები, თუ მითითებულია ექიმის მიერ.

ზ. შეცვალეთ ხუფი მანამდე სანამ ის მჭიდროდ ეხება ბოთლს. ხუფზე მარცხენა მხარეს აღნიშნული ისარი ერთ ხაზზე უნდა  უსწორდებოდეს ბოთლის ეტიკეტზე მარცხნივ არსებულ ისარს რათა  დაიკეტოს სათანადოდ. არ მოუჭიროთ ზედმეტად, რადგან შეიძლება დაზიანდეს ბოთლი და ხუფი.

თ. დისპანსერის საწვეთური დამზადებულია ისე რომ გადმოვიდეს ერთი წვეთი. არ გააფართოვოთ დისპანსერის საწვეთურის ხვრელი.

ი. დოზების გამოყენების შემდეგ ბოთლში დარჩება კოსომიდოლის მცირე რაოდენობა რომელიც უნდა დატოვოთ ბოთლში. არ შეშფოთდეთ თუ წამლის დოზა დაგიმატათ ექიმმა და მოგიწიათ კოსომიდოლის მთლიანი რაოდენობის შეძენა. არ ეცადოთ ზედმეტი წამალის ამოიღებას ბოთლიდან.

ჭარბი დოზა

თუ თვალში ჩაიწვეთეთ ბევრი წვეთი ან გადაგეყლაპათ ბოთლის გარკველი შიგთავსი, სხვა ეფექტებთან ერთად თქვენ შეიძლება იგრძნოთ  თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება ან შენიშნოთ გულის ცემის შენელება.

ჭარბი დოზირების და შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კოსომიდოლის გამოყენება

მნიშვნელოვანია რომ პრეპარატი მიიღოთ ექიმის მითითების შესაბამისად. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ჩაიწვეთეთ როგორც კი შეძლებთ. თუმცა, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა თუ უკვე არის შემდეგი დოზის მიღების დრო. დოზის მიღება გააგრძელეთ ჩვეულებრივი გრაფიკით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტავთ კოსომიდოლით მკურნალობას

პირველ რიგში მიმართეთ ექიმს თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა. ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უარყოფითი რეაქციები

მსგავსად ყველა პრეპარატისა, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს უარყოფითი რეაქციები, თუმცა ყველას არ ემართება. თუ მოვლენები არ არის მწვავე, ჩვეულებრივ გააგრძელეთ წვეთების გამოყენება.  გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეწყვიტოთ კოსომიდოლის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გენერალიზებული მოვლენები მოიცავს კანის შეშუპებას, რაც ვლინდება სახეზე და კიდურებზე; ასევე, სასუნთქი გზების დახშობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი ან ქავილის მომგვრელი გამონაყარი, გენერალიზებული და ლოკალიზებული გამონაყარი, ქავილი, მძიმე ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს სიცოცხლე.

ქვემოთ მოცემული უარყოფითი რეაქციების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი კლასიფიკაციით:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტზე)

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 პაციენტზე)

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 პაციენტზე)

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 პაციენტზე)

სიხშირე არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებით სიხშირე არ არის შეფასებული).

კოსომიდოლთან ან ერთ-ერთ მის კომპონენტთან დაკავშირებით კლინიკური ცდების დროს ან მარკეტინგის შემდეგ აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი

თვალების წვა და გაღიზიანება, გემოვნების დარღვევა.

ხშირი:

სიწითლე თვალში და მის გარშემო, ცრემლდენა ან ქავილი, რქოვანას გაღიზიანება (თვალის კაკლის წინა შრის დაზიანება), თვალის ან თვალის გარშემო ანთება და/ან გაღიზიანება, უცხო სხეულის შეგრძნება, რქოვანას მგრძნობელობის შემცირება (ტკივილის და უცხო სხეულის შეგრძნების არ ქონა თვალში), თვალის ტკივილი, თვალების სიმშრალე, ბუნდოვანი ხედვა, თავის ტკივილი, სინუსიტი (ცხვირში დაჭიმულობის და შეგუბების შეგრძნება), გულისრევა, სისუსტე და დაღლილობა.

არახშირი:

თავბრუსხვევა, დეპრესია, თვალის ფერადი გარსის ანთება, მხედველობის დარღვევა, მათ შორის რეაქტიული ცვლილებები (ზოგიერთ შემთხვევაში მიოტიკებით მკურნალობის შეწყვეტით განპირობებული), გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება, გულყრა, სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), დისპეფსია და კენჭები თირკმელებში.

იშვიათი:

სისტემური წითელი მგლურა (აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს შინაგანი ორგანოების ანთებას), ხელების და ფეხების გაბუჟება ან ჩხვლეტა, უძილობა, კოშმარული სიზმრები, მეხსიერების დაკარგვა, მიასთენია გრავისის ნიშნების და სიმპტომების მომატება (კუთნების დარღვევები), სექსის სურვილის შემცირება, ცერებროვასკულური დაავადება, გარდამავალი მიოპია რაც იხსნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ბადურას ქვედა შრის გაშორიშორება, სადაც ოპერაციის შემდეგ არის სისხლძარღვები და შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა. ქუთუთოს ჩამოვარდნა (ნახევრად დახუჭული თვალი), გაორებული ხედვა, ქუთუთოების სიმძიმე, რქოვანას შეშუპება (მხედველობის დარღვევის სიმპტომები), თვალის დაბალი წნევა, ყურებში ზარის ხმა, დაბალი არტერიული წნევა, გულის რითმის ან გულის შეკუმშვის სიხშირის ცვლილება, შეგუბებითი გულის უკმარისობა (გულის დაავადება რაც დაკავშირებულია ქოშინთან და სითხის დაგროვებით განპირობებულ ფეხების შეშუპებასთან), შეშუპება (სითხის დაგროვება), ცერებრალური იშემია (ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება), გულმკერდის ტკივილი, გახშირებული გულისცემა (აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა), გულის შეტევა, რეინოს სინდრომი, ხელ-ფეხის შეშუპება და გაციება, ასევე ხელებსა და ფეხებში სისხლის მიმოქცევის შემცირება, ფეხის კუნთების კრუნჩხვა და/ან ფეხების ტკივილი სიარულის დროს (კოჭლობა), ქოშინი, ფილტვების ფუნქციის დარღვევა, გამონადენი ცხვირიდან ან გაჭედილი ცხვირი, სისხლდენა ცხვირიდან, ფილტვებში სასუნთქი გზების შეკუმშვა, ხველა, ყელის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, დიარეა, კონტაქტური დერმატიტი, თმის ცვენა, მოვერცხლისფერო-თეტრი შეფერილობის გამონაყარი კანზე (ფსორიაზის ფორმის გამონაყარი), პეირონისდაავადება (ანუ სასქესო ასოს გადახრა), ალერგიული ტიპის რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში ტუჩების, თვალების და პირის შეშუპება, ხიხინი ან კანის მწვავე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისი).

თვალში ჩასაწვეთებელი სხვა პრეპარატების მსგავსად თიმოლოლიც აბსორბირდება სისხლში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ბეტა-ბლოკატორების პერორალურად მიღებისას გამოვლენილი მსგავსი გვერდითი მოვლენები. პრეპარატის თვალში ადგილობრივად ჩაწვეთებისას უარყოფითი მოვლენები უფრო ნაკლებია, ვიდრე პერორალურად მიღებისას ან ინექციისას. მოცემული დამატებითი გვერდითი მოვლენები  მოიცავს ისეთ რეაქციებს  რომლებიც ვილნდება ბეტა-ბლოკატორების მიღებისას, როდესაც გამოიყენება თვალთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ.

სიხშირე არ არის ცნობილი:

სისხლში გლუკოზის დონის შემცირება, გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, მუცლის ტკივილი, ღებინება, კუნთების ტკივილი რომელიც ვარჯიშით არ არის გამოწვეული, სექსუალური დარღვევები.

პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ შეექმნებათ სხვა დისკომფორტი ან შესაძლო უარყოფითი რეაქციები რომელიც აქ არ არის აღწერილი, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს ან ფარმაცევტს, გააგრძელონ თუ არა კოსომიდოლის ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენება.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. გამოყენება სასურველია ვადის ამოწურვამდე.

შენახვა

შეინახეთ არაუმეტეს 300 ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

როდესაც არ იყენებთ ბოთლი შეინახეთ კარგად დახურულ მდგომარეობაში.

გახსნის შემდეგ გამოიყენეთ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

წარმოებულია VITALINE S.A.C-ს მიერ

Mz B, Lote 1 Zed Paita-Peru

LABORATORIOS LANSIER S.A.C-სთვის

Jr. Gral. Felipe Varela No 461/475

ლიმა 05- პერუ

Facebook კომენტარები