კრიომეგა+ #15კაფს

კრიომეგა +

 

1 კაფსულის შემადგენლობა:

ანტარქტიდის კრილის ცხიმს 500 მგ, რომელიც შეიცავს:

210 მგ ფოფოლიპიდებს;

120 მგ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს (60 მგ ეპმ (ეიკოზაპენტაენის მჟავა), 32,5 მგ დჰმ (დოკოზაჰექსაენის მჟავა);

100 მკგ ასტაქსანტინს

ფარმაკოლოგიური თვისებები

კრიომეგა წაროადგენს ომეგა-3-ის კარგად შესათვისებელ ფორმას, რომლისც მიღებულია სუფთა კრილის ცხიმისაგან. კრილი ბინადრობს პლანეტის ყველაზე სუფთა ოკეანეში, არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ორგანიზმი, ამიტომ განსხვავდება განსაკუთრებული სისუფთავით, ტოქსინების, ქიმიური დამაბინძურებლების და მძიმე მეტალების არარსებობით. ეს დამაბინძურებლები ხშირად გვხვდება თევზში. კრილი შეიცავს ბევრ ფოსფორს და ომეგა-3-ის ფოსფოლიპიდურ ცხიმოვან მჟავებს, ასევე ნატურალურ ანტიოქსიდანტს – ასტაქსანტინს. კრილის ცხიმი ითვლება ომეგა 3-ის ყველაზე სუფთა წყაროდ. კრილი – წარმოადგენს ძალიან მგრძნობიარე კიბოსნაირს, ამიტომ მათი მაღალი ხარსხის შესანარჩუნებლად საჭიროა თევზჭერის უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენება. გაუმჯობესებული წარმოების პროცესი იძლევა კრილის დამუშავების საშუალებას ხომალდზე სპეციალურ მოწყობილებებში და მის გარდაქმნას მაღალი ხარისხის პროდუქტად – კრილის ცხიმად. კრილის ცხიმი კრიომეგასთვის მზადდება მხოლოდ ერთი სახეობის კრილისაგან. 

ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ შეუცვლელს. ადამიანის ორგანიზმი მათ ვარ გამოიმუშავებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი საკვებთან ერთად მიღება. 

მაგრამ, ხშირად ჩვენი კვება არ არის სრულფასოვანი, ომეგა-3-ის მიღებული რაოდენობა კი უფრო ხშირად – არასაკმარისი. 

უმეტესი კვლევების შედეგები ადასტურებენ, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – ეპმ და დჰმ მნიშვნელოვანია გულის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე ხელს უწყობენ კარგი მხედველობის შენარჩუნებას. 

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედების სტრუქტურული ნაწილებია. ამ მიზეზით ცხიმოვანი მჟავები ეპმ და დჰმ საკმარისი რაოდენობით ხელს  უწყობენ ტვინის განვითარების და მისი ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას. 

კრილის ცხიმი შეიცავს ომეგა-3 ფოსფოლიპიდურ ცხიმოვან მჟავებს, თევზის ქონისგან განსხვავებით, რომელიც შეიცავს ომეგა-3-ს ტრიგლიცერიდების სახით. ფოსფოლიპიდური სტრუქტურა იძლევა ორფენიანი ფოსფოლიპიდების ფორმირების საშუალებას, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია უჯრედული მემბრანებისათვის, ანუ, ფოსფოლიპიდები ხელს უწყობენ ჩვენს სხეულს ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების ეფექტურ შეთვისებაში და უჯრედულ მემბრანებში უფრო სწრაფად ინტეგრირებას, უშუალოდ ქსოვილებში შეღწევას. 

ტრიგლიცერიდები ასრულებენ სხვა ფუნქციას ორგანიზმში, რომელიც განსხვავდება ფოსფოლიპიდების ფუნქციისაგან. ძირითადად ტრიგლიცერიდები გამოიყენება ენერგიის მისაღებად. თუ ომეგა-3 შეჯერებულია ტრიგლიცერიდებით, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა იწვება და გამოყოფს ენერგიას ან უბრალოდ იყოფა ორგანიზმში როგორც ცხიმოვანი მარაგი.   

ბოლო კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ფოსფოლიპიდური ომეგა-3 კრილისგან წარმოადგენს ომეგა-3-ის ყველაზე სასურველ ფორმას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზმის უჯრედებსა და ორგანოებში ერთნაირი ბიოლოგიური ბიოშეღწევადობის მისაღწევად, საჭიროა უფრო ნაკლები ფოსფოლოპიდური ომეგა-3, ვიდრე ტრიგლიცერიდული ომეგა-3. შედეგად კრილის ცხიმის კაფსულები ბევრად პატარაა თევზის ქონის კაფსულებთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ, კრილის ცხიმი იყოფა კუჭის წვენში უსიამოვნო გემოს წარმოქმნის გარეშე. 

ასტაქსანტინი წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ის მოქმედებს როგორც ნატურალური კონსერვანტი, რომელიც იცავს ცხიმს ჟანგვისაგან და ხელს უწყობს ხანგრძივი დროის მანძილზე მის ახლად შენარჩუნებას.  

ჩვენებები:

– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

– ჰიპერტრიგლიცერიდემია დაკავშირებული ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან; 

– სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები; 

– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;

– ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა;

– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;

– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;

– კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული; 

–  დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის (ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა დაბადებისას).

მიღების წესი და დოზები:

1 კაფსულა დღეში ერთხელ, მიიღება ჭამის დროს, წყლის მიყოლებით.

Facebook კომენტარები