კსივოზანი / Ksivozan


რა არის და რისთვის გამოიყენება კსივოზანი

კსივოზანის აქტიურ ნივთიერებას წარმაოდგენს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.

კსივოზანი არის ანტიალერგიული პრეპარატი.

გამოიყენაბა მოზრდილებში და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შემდეგი დაავადებების სიმპტომების მკურნალობისთვის:

ალერგიული რინიტი (პერსისტული ალერგიული რინიტის ჩათვლით);

ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

 

რა უნდა იცოდეთ კსივოზანის მიღებამდე.

ნუ მიიღებთ კსივოზანი:

თუ თქვენ ალერგიული ხართ ლევოცეტირიზინ დიჰიდროქლორიდის, სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების, ჰიდროქსიზინის, პიპერაზინის წარმოებულების ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (თირკმელების მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთზე ნაკლები)

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კსივოზანის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თუ არ შეგიძლიათ  შარდის ბუშტის სათანადოდ დაცლა ზურგის ტვინის დაზიანების ან გადიდებული პროსტატის გამო, ან თუ თქვენ გაქვთ ეპილეპსია ან გაქვთ კრუნჩხვების განვითარების რისკი.

 

ბავშვები და მოზარდები

ლევოცეტირიზინი არ არის რეკომენდებული 2 წელამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის.

 

სხვა პრეპარატები და კსივოზანი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოთ გასაცემი.

 

კსივოზანის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

საჭიროა სიფრთხილე, როდესაც კსივოზანი მიიღება ალკოჰოლთან ერთდროულად. მგრძნობიარე პაციენტებში, კსივოზანის ერთდროულმა გამოყენებამ ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის დაქვეითება და რეაგირების უნარის გაუარესება. კსივოზანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

 

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს.

 

მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ზოგიერთ პაციენტი, რომელიც ღებულობს კსივოზანს, შეიძლება განიცდიდეს უძილობას / ძილიანობას, დაღლილობას და ასთენიას. იყავით ფრთხილად მანქანის მართვისას და მექანიზმების გამოყენებისას, ვიდრე დაადგენდეთ ამ პრეპარატის მიმართ თქვენს რეაქციას. ჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა სპეციფიურმა გამოკვლევებში ლევოცეტრიზინის რეკომენდებული დოზით გამოყენებისას არ გამოავლინდა სიფხიზლის, რეაქციების და მართვის უნარის რაიმე დარღვევები.

 

კსივოზანი შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს

მეთილ პარჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პარჰიდროქსიბენზოატს შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ  დაგვიანებული ტიპის), როგორიცაა თავის ტკივილი, კუჭის აშლილობა და დიარეა.

როგორ მიიღება კსივოზანი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.  

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 20 წვეთი დღეში ერთჯერ.

– 2-დან – 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 წვეთი დღეში ორჯერ.

 

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

კსივოზანი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის, ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო.

 

გამოყენებისათვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სპეციალურ პოპულაციებში:

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ უფრო დაბალი დოზა, თირკმელების დაავადების სიმძიმის მიხედვით. ბავშვებში დოზა უნდა შეესაბამებოდეს სხეულის წონას. დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა, არ უნდა მიიღონ კსივოზანი.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა უნდა მიიღონ ჩვეულებრივ დადგენილი დოზა.

თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა შეიძლება მიიღონ უფრო დაბალი დოზა, თირკმელების დაავადების სიმძიმის მიხედვით.

ბავშვებში დოზა უნდა იყოს დამოკიდებული მათი სხეულის წონაზე. დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

 

როგორ და როდის უნდა მიიღოთ კსივოზანი?

მხოლოდ პერორალური გამოყენებისათვის.

კსივოზანი შეიძლება იქნას მიღებული საკვებთან ერთად ან მის გარეშე.  

წვეთები უნდა იქნას მიღებული პერორალურად კოვზის გამოყენებით, შეიძლება განზავდეს  წყალში. წვეთების განზავებისას გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში, რომ წყლის მოცულობა, რომელსაც ემატება წვეთები, უნდა დარეგულირდეს წყლის იმ რაოდენობით, რომლის გადაყლაპვაც შეუძლია პაციენტს. განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.

წვეთების დათვლისას, ბოთლი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში (ფსკერით ზემოთ). თუ ბოთლიდან წვეთები არ ვარდება, ან საჭირო რაოდენობა ვერ იქნა მიღწეული, ბოთლი უნდა დაიდგას სწორად და შემდეგ ისევ გადატრიალდეს ფსკერით ზემოთ, და განაგრძოთ წვეთების დათვლა.

 

რამდენ ხანს უნდა მიიღოთ კსივოზანი?

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი სიმპტომების ტიპზე, ხანგრძლივობასა და განვითარებაზე და მას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

 

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კსივოზანი

დოზის მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებში. ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს საწყისი აჟიტირება და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ  საჭიროზე მეტი კსივოზანი, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს და ის განიხილავს, თუ რა ზომების მიღება იქნება საჭირო.

 

თუ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღება

თუ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღება, ან მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე ნაკლები დოზით, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას დავიწყებულის სანაცვლოდ. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

 

თუ შეწყვეტთ კსივოზანის მიღება

თუ მკურნალობას შეწყვეტთ განსაზღვრულ დროზე ადრე, ამან არ უნდა გამოიწვიოს რაიმე გვერდითი მოვლენები, გარდა იმისა, რომ დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდეს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის ხელახლა დაწყება.  ლევოცეტირიზინის შეწყვეტისას, პაციენტების მცირე ჯგუფში აღინიშნა პრურიგო (ქავილი), მაშინაც კი, როდესაც თავდაპირველად არ ჰქონიათ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლოა ყველას არ განუვითარდეს.

დაფიქსირდა ხშირი (1% –დან 10%-მდე) გვერდითი რეაქციები, ძირითადად, მსუბუქიდან ზომიერამდე:  პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა/გაბრუება.  არა-ხშირი (0,1% –დან 1%-მდე) გვერდითი რეაქციებია: გადაღლილობა და მუცლის ტკივილი.   არ არის ცნობილი: სიხშირე ვერ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე. ასევე დაფიქსირდა სხვა გვერდითი რეაქციებიც, როგორიცაა: გულის ფრიალი, გულისცემის გახშირება, გულისწასვლა, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია (შეცვლილი გემოვნება), ვერტიგო, მოძრაობის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია (თვალების უკონტროლო ტრიალი), ან შარდვისას ტკივილი ან გაძნელება, შარდის ბუშტის სრულად დაცლის უუნარობა, შეშუპება, პრურიგო (ქავილი), გამონაყარი, ჭინჭრის ციება (შეშუპება, კანის სიწითლე და ქავილი), კანზე გამონაყარი, ქოშინი, წონის მომატება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, აგრესიული ან გადაჭარბებულად აგზნებული ქცევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, განმეორებითი სუიციდური იდეები, კოშმარები, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღებინება, მადის მომატება, გულისრევა და დიარეა. პრურიგო (ქავილი) მკურნალობის შეწყვეტისას.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველი გამოვლენისთანავე შეწყვიტეთ კსივოზანის მიღება და აცნობეთ თქვენს  ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები მოიცავს: პირის ღრუს, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპებას, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას  (გულმკერდში შებოჭილობა ან ხიხინი), ჭინჭრის ციების გამონაყარი, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რაც იწვევს კოლაფსს ან შოკს, რომელიც შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს.

 

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

თუ განგივითარდებათ  ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ბროშურაში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ: 

„ბულგარეთის წამლების სააგენტოს“,

დამიანე გრუევის . #8 , 1303 სოფია. ტელ: +359 28903417 , ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

 

 

როგორ ინახება კსივოზანი

შეინახეთ ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ,,ვარგისია’’. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც აღარ იყენებთ. მოცემული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას

 


შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კსივოზანი

აქტიური ნივთიერებაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. 1 მლ (20 წვეთი) პერორალური ხსნარი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, ძმარმჟავა, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი 85%, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), საქარინის ნატრიუმი, გასუფთავებული წყალი.


როგორც ვიზუალურად კსივოზანი და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

მუქი ფერის შუშის ბოთლი, რომელიც შეიცავს 20 მლ ხსნარს და დალუქულია  შიდა პიპეტიანი პლასტმასის თავსახურით. თითოეული ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში შეფუთვის ბროშურასთან ერთად.  

 

 

 

 

 

 

Facebook კომენტარები

Vairkoseti