ლაზიქსი – LASIX – ЛАЗИКС

საერთაშორისო დასახელება:

FOROSEMIDE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ფუროსემიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ფუროსემიდი ……………       40 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ შეფუთვაში 10 და 50 ც.

1 მლ 1 ამპ.

ფუროსემიდი ………………….10 მგ 20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლაზიქსი წარმოადგენს სწრაფად მოქმედ დიურეზულ საშუალებას.

მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ნატრიუმის და ქლორის იონების რეაბსორბციის შემცირებასთან. ეფექტი იწყება მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6 სთ-ის განმავლობაში; ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში ეფექტი ვლინდება 30 წთ-ის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად. იგი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • შეშუპება;
  • ფილტვების შეშუპება;
  • ასციტი;
  • ფორსირებული დიურეზის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 20-80 მგ-ს. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20-40 მგ-ით 6-8 სთ-ს შემდეგ. ამგვარი დოზირება გამოიყენება დღეში 1-2-ჯერ.

ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ/კგ წონაზე. არაეფექტურობის დროს დოზა იზრდება 1-2 მგ/კგ 6-8 სთ-ის შემდეგ პირველი მიღებიდან.

არტერიული ჰიპერტონიის დროს საწყის დოზა მოზრდილებში შეადგენს 80 მგ-ს დღეში.

ფილტვების შეშუპების დროს შეჰყავთ ინტრავენურად 40 მგ.

გვერდითი მოვლენები:

ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ტრემორი, მეხსიერების დაქვეითება და კოორდინაციის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, პანკრეატიტი, იმპოტენცია, ჰიპერქოლესტერინემია, პარკუჭოვანი არითმია.

უკუჩვენებები:

* მწვავე გლუმერულონეფრიტი;

* თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადია;

* ღვიძლის კომა;

* ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ალკალოზი;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის პერიოდში ლაზიქსის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენების მიხედვით და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. რადგან იგი ექსკრეგირებს დედის რძეში და აგრეთვე თრგუნავს ლაქტაციის პროცესს, აღნიშნულ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti