ლაკალუტი აქტივი 300მლ სავლები

ლაკალუტ აქტივის სავლები – 300 მლ. შეფუთვა. სერთიფიცირებულია

პროფილაქტიკური სავლები ღრძილებიდან სისხლდენისა და ღრძილების ანთების დროს. შეიცავს ალუმინის ლაქტატს,ფტორიდებს, ანტიბაქტერიულ კომპონენტებს. ალუმინის ლაქტატს აქვს მთრიმლავი მოქმედება, ამკვრივებს ღრძილებს, ამცირებს სისხლდენას. ფტორის იონები ამყარებს კბილის მინანქარს და იცავს კარიესისგან. ანტიბაქტერიულ კომპონენტებს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება  რაც ძალზე მნიშვნელოვანია გინგივიტის, პაროდონტიტისა და სტომატიტების დროს. სავლები კბილებს აცილებს ბაქტერიულ ნადებს. ხელს უშლის კბილის ქვების წარმოქმნას.

გამოყენება: 10მლ (თავსახური დაგრადუირებულია) გამოივლეთ 30წმ–ის განმავლობაში. არ ჩაყლაპოთ. თუმცა, შემთხვევით გადაყლაპული უვნებელია.

გამოივლეთ  დილას და საღამოს, კბილების გამოხეხვის შემდეგ. შეგიძლიათ მათ შორის შუალედებშიც. მაქსიმალური ეფექტისთვის პროცედურიდან 30 წთ–ის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სითხე.

Facebook კომენტარები