ლაკრისეკ პლუსი 8მლ თვ.წვ

ლაკრისეკ პლუსი
LACRISEK Plus

თვალის სტერილური წვეთები, რომელიც შეიცავს ლიპოსომებს, ვიტამინ A და ვიტამინ E, ამინომჟავები: L ლიზინი, L ლეიცინი, L პროლინი, L გლიცინი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლიპოსომები, რომლებიც შედგებიან წყალში ხსნადი ფოსფოლიპიდებისგან, მონაწილეობენ ლორწოვანი გარსის ზედაპირული ლიპიდური შრის აღდგენაში.
ვიტამინ А და Е აღწევს თვალის ეპითელურ გარსში და აჩქარებს ეპითელიზაციას, აღადგენს თვალის გარსების მთლიანობას.
ვიტამინ А, E და ფოსფოლიპიდები, რომლებიც შედიან მხედველობის ნერვის მიელინურ გარსში, მონაწილეობენ ნეირონული მემბანის რეგენერაციაში.
ამინომჟავები:
• წარმოადგენენ სუბსტრატს ახალი უჯრედების წარმოქმნისა და უჯრედგარე მატრიქსის სინთეზისთვის
• აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ეწინააღმდეგება დისტროფიული დაზიანებების განვითარებას რქოვანაზე
• უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილების კოლაგენის, ძირითადად სტრომაში, სტრუქტურულ მდგრადობას
• აუმჯობესებს თვალის ზედაპირის ტროფიკას, ეწინააღმდეგება ანთებისა და გაღიზიანების წარმოქმნას

ჩვებნებები
Lacrisek plus გამოიყენება მშრალი თვალის სინდრომის დროს, ისეთი შეგრძნებებისას როგორიცაა თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, წვა, ქავილი; დამწვრობა , ტრავმები, წყლულები, ტროფიკული წყლულები.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ

დოზირება:
1-2 წვეთი 4 ჯერ დღეში (ან მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით) თვალში ჩასაწვეთებლად

სპეციალური სიფრთხილის ზომები

  • პროდუქტი არის სტერილური ფლაკონის გახსნამდე
  • დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით მოვერიდოთ საწვეთურის კონტაქტს თვალის ზედაპირთან ან სხვა საგნებთან
  • გამოყენების შემდეგ მჭიდროდ მოვარგოთ თავსახური
  • არ გამოვიყენოთ გახსნიდან 30 დღის შემდეგ
  • არ გამოვიყენოთ თვალის ინფექციების დროს
  • გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ პროდუქტი არა დაზიანებული
  • Lacrisek plus არ გამოიყენოთ ერთდროულად სხვა თვალის წვეთებთან ერთად. Lაცრისეკ პლუს ჩაწვეთებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა თვალის წვეთები.
  • არ გამოიყენოთ ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
  • შეინახეთ 40С დან და 250С შორის
  • პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის
  • პრეპარატი არ გამოიყენება კონტაქტური ლინზებთან ერთად
  • შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას

გვერდითი ეფექტები

Lacrisek plus გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა:
8 მლ თვალის წვეთები.
მწარმოებელი: BIOOS, იტალია

Facebook კომენტარები