ლანტიგენი B – LANTIGEN B – ЛАНТИГЕН B

შემადგენლობა:
1მლ სუსპენზია შეიცავს შემდეგი ბაქტერიების ანტიგენურ ექსტრაქტს: Streptococcus pneumoniae 3 63,2 A.U. ტიპის; Streptococcus pyrogenes A 126,2 A.U. ჯგუფის; Staphylococcus aureus 79,6 A.U; Haemophilus influenzae b 50,2 A.U. ტიპის; Klebsiella pneumoniae 39,8 A.U.

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ქლორჰექსიდინის დიაცეტატი, თიმეროსალი, გაწმენდილი წყალი.

გამოშვების ფორმა:

Per os მისაღები წვეთები, 18 მლ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბაქტერიული ლიზატი.

ჩვენებები:

ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (რინიტი, რინოფარინგიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი).

უკუჩვენებები:

* შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ხმარებისას უკუჩვენებები არ არის ცნობილი.

მიღების წესი:

აუცილებელია წვეთები პირში დაყოვნდეს გარკვეული დროით, სასურველია ენიშ ქვეშ, გადაყლაპვის გარეშე, რათა საშუალება მიეცეს სუსპენზიას გავრცელდეს ორო–ფარინგეალური ლორწოვანის  სანერწყვე სეკრეტში რათა  ხელი შეეწყოს პრეპარატის აბსორბციას.

ჩვილ ბავშვებში ლანტიგენი B შეიძლება გამოყენებულ იქნას ძილის დროს წვეთების ტუჩებს შორის ჩაწვეთებით.

სასურველია, გარდა სუბლინგვალური გამოყენებისა გაფართოვდეს შეხების არეალი და ლანტიგენი B– ს ერთი –ორი წვეთი გამოიყენოთ ცხვირის თითოეულ ნესტოში ღამით ძილის წინ.

ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

მექანიზმებისა და მანქანა–დანადგარების მართვაზე გავლენა არ არის ცნობილი.

დოზირება:

3 თვიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: ან 15 წვეთი დილით,  სასურველია ჭამამდე, ან 7 წვეთი (ნახევარი დოზა) დილით და 7 წვეთი საღამოთი ძილის წინ.

10 წელზე უფროსი ასაკი ბავშვები და მოზარდები: 15 წვეთი (ერთი დოზა) დილით, უმჯობესია ჭამამდე და 15 წვეთი (ერთი დოზა) საღამოთი ძილის წინ.

მკურნალობის ციკლი:

მკურნალობის ერთი კურსი მოითხოვს:

–მოზრდილებისთვის 2 ბოთლის და 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 ბოთლის გამოყენებას, შესაბამისი დოზირებით.

მკურნალობის კურსი 2–3 კვირა.

–გაძლიერების მიზნით – ერთი ბოთლი მოზრდილებში და ნახევარი ბოთლი 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამისი დოზირებით.

–ცივ სეზონზე პროფილაქტიკის მიზნით, მკურნალობის დაწყება ხდება ცივი პერიოდის დადგომასთან ერთად და მეორდება 3 ან 4 თვის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

შემთხვევები დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის.

გვერდითი მოქმედება:

სიმპტომების დროებითი გაუარესება შეიძლება მოხდეს პირველი მიღების შემდეგ, რაც ჩვეულებრივ იშვიათია და უმნიშვნელო ხასითის. თუმცა პაციენტმა ექიმს უნდა აცნობს გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ.

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. გამოყენების წინ შეანჟღრიეთ;

სუსპენზიაში ნალექის წარმოქმნა მის ეფექტურობას არ ამცირებს;

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი:

BRUSCHETTINI s.r.l. – Genoa, იტალია.

Facebook კომენტარები

Vairkoseti