Aviabiltebi

ლევონიტონი(ლევომეკოლი)40გ მალ

ლევონიტონი

 

სავაჭრო დასახელება: ლევონიტონ

წამლის ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა (100გ):

აქტიური ნივთიერება – ქლორამფენიკოლი 0,75გ; მეთილურაცილი 4,0გ

არააქტიური ნივთიერებები-პოლიეთილენგლიკოლი 1500, პოლიეთილენგლიკოლი 400

ათქ კოდი: D06AX02

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული პრეპარატები დერმატოლოგიური გამოყენებისათვის, სხვა ანტიბიოტიკები ადგილობრივი გამოყენებისთვის

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის. ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ მოქმედებას, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის) მიმართებაში.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის მეთილურაცილი და ქლორამფენიკოლი. ქლორამფენიკოლს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართებაში, სტაფილოკოკების, ლურჯ-მწვანე ჩირქის და ნაწლავის ჩხირების ჩათვლით, უზრუნველყოფს ანტიბაქტერიალურ ეფექტს მიკროორგანიზმების ცილის სინთეზის დარღვევის ხარჯზე. მეთილურაცილი აჩქარებს უჯრედოვანი რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აძლიერებს უჯრედოვანი რეგენერაციის პროცესებს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. პრეპარატი ადვილად აღწევს ქსოვილში ბიოლოგიური მემბრანების დაზიანების გარეშე. ჩირქის და ნეკროზული მასების არსებობისას ანტიბაქტერიალური მოქმედება ნარჩუნდება. პრეპარატი არატოქსიკურია.

გამოყენების ჩვენებები:

ჩირქოვანი ჭრილობები (მათ შორის, შერეული მიკროფლორით ინფიცირებული) ჭრილობის პროცესის პირველ (ჩირქოვან-ნეკროზულ) ფაზაში, ტროფიკული წყლულები, ნაწოლები, ინფიცირებული დამწვრობები, ძირმაგარები, კარბუნკულები.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ფსორიაზი, ეგზემა, კანის სოკოვანი დაზიანებები.

მიღების წესი და დოზირება:

მალამო განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის მოზრდილებისა და ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან. პრეპარატით გაჟღინთეთ სტერილური დოლბანდის ხელსახოცები, რომლებითაც ავსებენ ჭრილობას. შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა ჩირქოვან ღრუებში კათეტერიდან (სადრენაჟო მილაკიდან) შპრიცით. ამ შემთხვევაში მალამო წინასწარ უნდა შეათბოთ 35-36 0C-მდე. სახვევები უნდა ჩაატაროთ ყოველდღიურად, ჭრილობის ჩირქისგან და ნეკროზული მასების სრულ გასუფთავებამდე. ჭრილობის ზედაპირების დიდი ფართობის შემთხვევაში მალამოს სადღეღამისო დოზა ქლორამფენიკოლზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 3 გრ-ს.

მალამო უნდა გამოიყენოთ დაზიანების პირველი დღე-ღამიდან 4 დღის განმავლობაში. ჰიპეროსმოლარული მალამო ლევომეკოლი არ უნდა გამოიყენოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგანაც მას შეუძლია ოსმოსური შოკის გამოწვევა დაუზიანებელ უჯრედებში. მკურნალობის მე-5-7-ე დღე-ღამეს რეკომენდებულია შეცვალოთ მალამო პრეპარატებით, რომლებიც აღადგენენ დაზიანებული ქსოვილის მთლიანობას.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, მათ შორის გამონაყარი კანზე, ქავილი, წვის შეგრძნება, ადგილობრივი შეშუპება, ჰიპერემია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, შესაძლებელია საერთო სისუსტე. ასეთ შემთხვევებში მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზირება.

ჭარბი დოზირებისას შეიძლება გაძლიერდეს პრეპარატის გვერდითი ეფექტები. ხანგრძლივი (5-6 დღე-ღამეზე მეტხანს) გარეგანი მიღება ხშირად იწვევს კონტაქტურ სენსიბილიზაციას, რომელსაც თან სდევს მომატებული მგრძნობელობის რეაქციის განვითარება პრეპარატის შემდგომი გამოყენებისას გარეგანად ან სისტემური გამოყენების სამკურნალწამლო ფორმების სახით.

თერაპია სიმპტომატურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის აღწერილი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების ან შეუთავსებლობის შემთხვევები.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სენსიბილიზაცია, რასაც თან სდევს მომატებული მგრძნობელობის რეაქციის განვითარება ამ პრეპარატის გარეგანად ან სისტემური მოქმედების სამკურნალწამლო ფორმების სახით შემდგომი გამოყენებისას.

ჩირქის ან ნეკროზული მასების არსებობისას პრეპარატის ანტიბაქტერიალური მოქმედება ნარჩუნდება. პრეპარატის ხანგრძლივი (1 თვეზე მეტხანს) გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პერიფერიული სურათის მდგომარეობის კონტროლის განხორციელება.

არ უნდა დაუშვათ მალამოს თვალებში, ლორწოვან გარსებზე მოხვედრა.

არ უნდა დაარღვიოთ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების წესები.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის დროს:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია, თუ, ექიმის აზრით, მოსალოდნელი დადებითი ეფექტი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის.

გამოყენება ბავშვებში: გამოიყენება 3 წლიდან ასაკის ბავშვებში.

გავლენა ავტოტრანსპორტის აან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების ან რთული მექანიზმების მართვაზე.

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალი შეფუთვით, არაუმეტეს 25°Cტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შეფუთვა: 40გ მალამო ალუმინის ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ისნტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს „ოფიცინა“, საქართველო

Facebook კომენტარები