ლეპონექსი (გაგრძელება) – LEPONEX – ЛЕПОНЕКС

– თუ ლეპონექსის მოხსნის შემდეგ აღინიშნება ლეიკოციტების რაოდენობის დაწევა 2000/კუბ.მმ-მდე და/ან/ ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვის დაწევა 1000/კუბ.მმ-მდე, ასეთი მდგომარეობის მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს გამოცდილი ჰემატოლოგიის ხელმძღვანელობით. რამდენადაც ეს შესაძლებელია ავადმოფი უნდა გადაყვანილ იქნას სპეციალიზებული ჰემატოლოგიურ განყოფილებაში, სადაც იგი შეიძლება მოთავსდეს ცალკე ბოქსში და მას უნდა დაენიშნოს გრანულოციტო-მაკროფაგული კოლონიემასტიმულირებელი ფაქტორის ან გრანულოციტული კოლონიემასტიმულირებელი ფაქტორის შეყვანა.

– კოლონიემასტიმულირებელი ფაქტორით მკურნალობა რეკომენდებულია, რომ შეწყდეს ნეიტროფილების რიცხვის გაზრდის შემდეგ იმ დონემდე, რომელიც აღემატებაშ 100/კუბ.მმ.

იმ ავადმყოფებს, რომლებსაც მოუხსენს ლეპონექსი ლეიკოპენიის

და/ან  ნეიტროპენიის გამო, არ შეიძლება იგი დაენიშნოს განმეორებით.

– იმისათვის, რომ დადასტურდეს ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა, რეკომენდებულია ჩატარდეს მეორე დღეს სისხლის განმეორებითი ანალიზი, მაგრამ ლეპონექსი უნდა მოიხსნას უკვე პირველი ანალიზის მიღებისას.

მკურნალობის შეწყვეტა, რაც დაკავშირებულია არაჰემოლოგიურ მიზეზებთან. – იმ პაციენტებს რომელთაც 18 კვირიანი ლეპონექსით მკურნალობა შეუწყდა 3 კვირაზე მეტი დროით (არანაკლებ 4 კვირისა), ენიშნებათ ლეიკოციტების რაოდენობის ყოველკვირეული შემოწმება და შესაძლებლობის ფარგლებში, სისხლში ნეიტროფილების შემოწმება დამატებითი 6 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ დროს არ შეიმჩნევა ჰემატოლოგიური ცვლილებები, ჰემატოლოგიური მაჩვენებლების შემდგომი შემოწმება უნდა ჩატარდეს არა უმეტეს 4 კვირაში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ ლეპონექსით მკურნალობა შეწყვეტილ იქნა 4 კვირით ან უფრო მეტად, მომდევნო 18 კვირიანი მკურნალობის დროს საჭიროა ყოველკვირეული ჰემატოლოგიური შემოწმების ჩატარება.

უსაფრთხოების სხვა ზომები:

– იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა ეოზინოფილია, რეკომენდებულია ლეპონექსის მოხსნა, თუ ეოზინოფილების რიცხვი აღემატება 3000/კუბ.მმ და მკურნალობა შეიძლება განახლდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწევს ეოზინოფილების რიცხვი 1000/ კუბ.მმ.

– იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა თრომბოციტოპენია, რეკომენდებულია ლეპონექსის მოხსნა, თუ თრომბოციტების რიცხვი დაიწევს 50000/კუბ.მმ.

– ლეპონექსის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს გულყრა. იშვიათ შემთხვევებში (დაახლოებით 3000 ავადმყოფიდან ერთს, რომელიც ღებულობს ლეპონექსს) შეიძლება განუვითარდეს მძიმე კოლაფსი, რომელსაც შეიძლება ახლდეს გულყის და/ან სუნთქვის გაჩერება. ასეთი გართულებების ალბათობა უფრო დიდია პრეპარატის დოზის პირველადი შერჩევის დროს, როდესაც ამ დოზას ადიდებენ მეტად სწრაფად. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს გართულებები ვითარდება პრეპარატის პირველად მიღების შემდეგაც. ამასთან დაკავშირებით ლეპონექსით მკურნალობის დასაწყისში საჭიროა ჩატარდეს ავადმყოფზე საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვება. იმ ავადმყოფებს, რომლებსაც აღენიშნებათ ანამნეზში კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს ან თირკმელების დაავადებებისას პრეპარატის დოზა, რომელიც ენიშნება პირველ დღეს უნდა შეადგენდეს 12.5 მგ ერთხელ დღეში; დოზის შემდგომი გაზრდა უნდა მოხდეს ნელა „ნაბიჯ-ნაბიჯ“.

(შენიშვნა: გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების და თირკმელების დაავადებების შემთხვევაში უკუნაჩვენებია ლეპონექსის დანიშვნა).

– ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ სტაბილურად მიმდინარე ღვიძლის დაავადებები, შეუძლიათ მიიღონ ლეპონექსი, მაგრამ მათ რეგულარულად უნდა ჩაიტარონ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გამოკვლევა მკურნალობის პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ ლეპონექსით მკურნალობის პროცესში ვითარდება ისეთი სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის ფუნქციის მოშლას (როგორიცაა გულისრევა, ღებინება და/ან უმადობა) საჭიროა დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ღვიძლის ზონდირებითი ანალიზი. იმ შემთხვევაში, თუ ეს მაჩვენებლები კლინიკურად საგრძნრობლად გაიზარდა, ან გაჩნდა სიყვითლის სიმპტომები, საჭიროა შეწყდეს ლეპონექსით მკურნალობა. მკურნალობა შეიძლება განახლდეს მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებელის ნორმალიზაციის პირობებში. მკურნალობის განახლების შემდეგ საჭიროა რეგულარულად შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები.

– ლეპონექსს გააჩნია ანტიქოლინერგული აქტივობა, რასთან დაკავშირებითაც ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ წინამდებარე ჯირკვლის გადიდება და დახურულკუთხოვანი გლაუკომა, უტარდებათ საგულდაგულო დაკვირვება.

– ლეპონექსით მკურნალობისას შესაძლებელია აღინიშნოს ტემპერატურის ზრდა 38 გრადუსამდე და მეტად, ამასთანავე ასეთი მოვლენის განმეორებითობა განსაკუთრებით მაღალია მკურნალობის პირველ 3 კვირაში. ტემპერატურის ეს გაზრდა შეიძლება იყოს „კეთილთვისებიანი“. ზოგჯერ მას შეიძლება ახლდეს სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება. საჭიროა საგულდაგულოდ გამოკვლეულ იქნას ციებ-ცხელებანი, აგზნებული ავადმყოფები, რათა გამოირიცხოს ინფექციური დაავადებების არსებობა აგრანულოციტოზის განვითარება. მაღალი აგზნებადობის (ციების) არსებობისას უნდა გვახსოვდეს ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სიმპტომების განვითარების შესაძლებლობა.

– რადგანაც ლეპონექსს შეუძლია გამოიწვიოს სედატიური ეფექტი და სხეულის წონის გაზრდა, რაც ამაღლებს თრომბოემბოლიის განვითარების რისკს, საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ავადმყოფთა იმობილიზაცია.

ჭარბი დოზირება:

ლეპონექსის დოზის მწვავე, განზრახ და შემთხვევით გადაჭარბების შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი შეადგენს დაახლოებით 12%-ს. უმეტესი ნაწილი ლეტალური გამოსავლისა განპირობებული იყო გულის უკმარისობით ან პნევმონიით, რომელსაც ადგილი ჰქონდა პრეპარატის დოზის მიღების შემდეგ, რომელიც აღემატებოდა 2000 მგ-ს. აღწერილია შემთხვევები, როდესაც ავადმყოფები გამოჯანმრთელდნენ დოზის გადაჭარბების შემდეგ, რაც გამოიწვია პრეპარატის 10 000 მგ-ზე მეტის მიღებამ, მაგრამ ზოგიერთ ასაკოვან ავადმყოფში, ძირითადად მათში, ვინც წინათ არ ღებულობდა ლეპონექსს, პრეპარატის მიღებამ მხოლოდ 400 მგ-ით გამოიწვია სიცოცხლისათვის საშიში კომატოზური მდგომარეობები, ხოლო ერთ შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი. მცირე ასაკის ბავშვებში 50-200 მგ ლეპონექსის მიღებას თან ახლდა ძლიერი სედატიური (დამამშვიდებელი) მოქმედება ან კომა, ლეტალური გამოსავლის გარეშე.

ჩივილები და სიმპტომები: ძილის შეგრძნება, ლეთარგია, არეფლექსია, კომა, ცნობიერების მოშლა, ჰალუცინაციები, აგზნებადობა, დელირიუმი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, რეფლექსების გაზრდა კრუნჩხვები, ნერწყვის მომატებული გამოყოფა, თვალის გუგების გაფართოება, მხედველობის დაბინდვა, სხეულის ტემპერატურის მერყეობა, ჰიპოტენზია, კოლაფსი, ტაქიკარდია, არითმიები, ასპირაციული პნევმონია, ხუთვა, სუნთქვის შეკავება ან დათრგუნვა.

მკურნალობა: პრეპარატის პირველად მიღების შემდეგ 6 საათში – კუჭის გამორეცხვა და/ან აქტივირებული ნახშირის შეყვანა (პერიტონიალური დიალიზი ან ჰემოდიალიზი არეფექტურია). სიმპტომური თერაპია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის უწყვეტი მონიტორირებისას, სუნთქვის შენარჩუნება, ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კონტროლი. არტერიული ჰიპოტენზიის მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ადრენალინის გამოყენება პარადოქსული ეფექტის განვითარების საფრთხის გამო. მოგვიანებითი რეაქციების განვითარების საფრთხის გამო, საჭიროა ჩატარდეს გულდასმითი სამედიცინო დაკვირვება სულ ცოტა 5 დღის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლეპონექსთან ერთად არ შეიძლება მიღებული იქნას ისეთი პრეპარატები, რომელთაც გააჩნიათ არსებული დამთრგუნველი მოქმედება ძვლის ტვინის ფუნქციაზე.

– ლეპონექსს შეუძლია გააძლიეროს ალკოჰოლის ცენტრალური მოქმედება, მაო ინჰიბიტორებისა და ისეთი პრეპარატებისა, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (როგორიცაა სანარკოზო საშუალება, ანტიჰისტამინური პრეპარატები და ბენზოდიაზეპინები).

– განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო იმ შემთხვევებში, სადაც ლეპონექსით მკურნალობას უწყებენ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც მიღებული აქვთ (ან ახლახანს მიიღეს) ბენზოდიაზეპინი, ან ნებისმიერი სხვა ფსიქოტროპული პრეპარატი, რადგანაც ამასთან ერთად იზრდება კოლაფსის განვითარების რისკი, რომელიც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს მძიმე და რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულის და/ან სუნთქვის შეჩერება.

– იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებსაც გააჩნიათ ანტიქოლინერგული ჰიპოტენზიური ეფექტები და აგრეთვე ისეთი პრეპარატები, რომლებიც ასუსტებენ და თრგუნავენ სუნთქვას.

– იმასთან დაკავშირებით, რომ კლოზაპინი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ლეპონექსის დანიშვნისას იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ რომელიმე სხვა პრეპარატს, ლეპონექსს ცილებთან მაღალი კავშირის გამო (მაგალითად: ვარფარინი), შეუძლია გამოიწვიოს სისხლში ამ პრეპარატების კონცენტრაციის გაზრდა, რის შედეგადაც მივიღებთ მისთვის დამახასიათებელ, გვერდით მოვლენებს და პირიქით, ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, რომელთა კავშირი პლაზმის ცილებთან მაღალი ხარისხისაა, კლოზაპინის გამოდევნის შედეგად ცილებთან კავშირიდან შეიძლება განვითარდეს მისთვის დამახასიათებელი არასასურველი ეფექტები.

– რადგანაც კლოზაპინი განიცდის მეტაბოლიზმს ძირითადად ციტოქრომ P450 1A2 და შესაძლებელია, ნაკლებად ციტოქრომით P450 2D6, ისეთი პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც ცვლიან ერთი ან ორივე ფერმენტის აქტივობას შეუძლია გამოიწვიოს კლოზაპინის კონცენტრაციის გაზრდა პლაზმაში. თუმცა კლოზაპინის გამოყენებისას ტრიციკლიურ ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიაზინებთან და I C კლასის ანტიარითმიულ საშუალებებთან ერთად, რომელთათვისაც დამახასიათებელია ციტოქრომ P450 2D6 დაკავშირება, ამ დრომდე არ აღნიშნულა კლინიკური, მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები, თუმცა, თეორიული თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ კლოზაპინს შეუძლია გაზარდოს ამ პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში, რასთან დაკავშირებითაც არ არის გამორიცხული, რომ საჭიროა ასეთ შემთხვევებში მათი გამოყენება ნაკლები დოზით, ვიდრე ეს რეკომენდებულია.

– ციმეტიდინის ან ერითრომიცინის გამოყენება ლეპონექსის მაღალ დოზებთან ერთად იწვევდა პლაზმაში კლოზაპინის გაზრდასა და გვერდითი მოვლენების განვითარებას.

აღნიშნული იყო კლოზაპინის დონის გაზრდა სისხლის შრატში იმ ავადმყოფებში, რომლებიც ლეპონექსს ღებულობდნენ ფლუვოქსამინთან ერთად (თითქმის 10-ჯერ) ან სხვა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან, როგორიც არის, პაროქსეტინი, სერტრალინი ან ფლუოქსეტინი (თითქმის 2-ჯერ).

– ისეთ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ციტოქრომ P450 სისტემების ფერმენტების აქტივობის გაზრდა, შეუძლიათ შეამცირონ და დაბლა დასწიონ პლაზმაში კლოზაპინის კონცენტრაცია. კარბამაზეპინის ერთდროული მიღების მოხსნა იწვევდა პლაზმაში კლოზაპინის დონის გაზრდას. ნაჩვენებია, რომ ფენიტოინის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია პლაზმაში კლოზაპინის კონცენტრაციის დაწევა, რასაც თან ახლდა ლეპონექსის ეფექტურობის შემცირება.

– ლითიუმის ან სხვა პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც ზემოქმედებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციაზე, შეუძლიათ გამოიწვიონ ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სიმპტომის განვითარების რისკი.

– ლეპონექსს, თავისი ადრენოლიზური მოქმედების წყალობით შეუძლია შეასუსტოს ნორადრენილინის ან სხვა პრეპარატების ჰიპერტენზიული მოქმედება, რომელთაც გააჩნიათ უპირატესად ალფაადრენერგული მოქმედება და მოხსნას ადრენალინის პრესორული ზემოქმედება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

Vairkoseti