ლიდაზა 64პე #10ა (თბ)

ლიდაზა 64 პე ამპულაში

ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

Lydase 64 CU lyophilized powder for preparation of solution for injection

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ლიდაზა 64 პე ამპულაში ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახალება: Hyaluronidase

სამკურნალო ფორმა: ლიოფილიზატი ამპულებში საინექციო ხსნარის მოსამზადებალდ და ადგილობრივი მოხმარებისთვის.

შემადგენლობა: ყოველი ამპულა პრეპარატი შეიცავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათესლეებიდან მიღებულ ჰიალურონიდაზას ჯამური აქტივობით 64 პე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფერმენტული პრეპარატი.

ATC კოდი: B06AA03

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ლიდაზა წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათესლე ჯირკვლებიდან გამოყოფილ ფერმენტულ პრეპარატ ჰიალურინიდაზას. იგი შლის შემაერთებელი ქსოვილის შუალედური ნივთიერების (უჯრედშორისი მატრიქსი) ძირითადად კომპონენტს ჰიალურონის მჟავას (აცეტილგლუკოზამინის და გლუკოურონის მჟავის კოპოლიმერი მასით ძირითადად 105-107 დალტონის ფარგლებში). ჰიალურონიდაზა ამცირებს შემაერთებელი ქსოვილის სიბლანტეს, ზრდის ქსოვილურ და ძარღვოვან გამტარებლობას, ხელს უწყობს სითხის მოძრაობას ქსოვილთშორის სივრცეებში, ამცირებს ქსოვილების შეშუპებას, არბილებს და ათხელებს ნაწიბურებს, ზრდის სახსრებში მოძრაობის ამპლიტუდას, ამცირებს კონტრაქტურებს და ეწინააღმდეგება მათ ფორმირებას.

პრეპარატის მოქმედება გრძელდება კანქვეშ შეყვანიდან 48 სთ განმავლობაში.

ჩვენებები:

დამწვრობითი, ტრავმატული და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები; ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები (მ.შ. სხივური); სახსრების და დიუპიუიტრენის კონტრაქტურები; ოსტეოფოროზი; ანკილოზიური სპონდილოართრიტი; ხერხემლის, წელის უბნის, დისკების მძიმე დაავადებები; რბილი ქსოვილების ზედაპირული ლოკაციის ჰემატომები; სკლეროდერმია; სხვადასხვა წარმოშობის კანის ნაწიბურებიანი ცვლილებები; ნერვის წნურის და პერიფერიული ნერვების ტრავმატული დაზიანება; რევმატოიდული ართრიტი; ფილტვების ტუბერკულოზი (გართულებული ბრონქების არასპეციფიური დაზიანებებით);

ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში (კერატიტები, რეტინოპათიები);

ამის გარდა, პრეპარატი გამოიყენება სამკურნალო საშუალებების შეწოვის გაუმჯობესებისთვის (ადგილობრივი ანესთეთიკები, იზოტონური ხსნარები, მიორელაქსანტები) მათი ქანქვეშ ან კუნთში შეყვანის დროს.

მიღების წესი და დოზები:

ზედაპირული ნაწიბურების დროს – კანქვეშ, კანზე ნაწიბურებიანი ცვლილებების ქვეშ ან კუნთში, დაზიანების ადგილის მახლობლად. შეჰყავთ 64 პე ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით, სულ 10 – 20 ინექცია.

ნერვის წნურის და პერიფერიული ნერვების ტრავმატული დაზიანების დროს, შეჰყავთ კანქვეშ დაზიანებული ნერვის მახლობლად, 64 პე ნოვოკაინის ხსნარში, დღეგამოშვებით. კურსი 12 – 15 ინექცია, აუცილებლობის შემთხვევაში კურს იმეორებენ.

ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში შეჰყავთ სუბკონიუნკტივალურად – 0,3 მლ, პარაბულბარულად – 0,5 მლ.

ელექტროფორეზის მეთოდით აპლიკაციის დროს 1 ამპლულა პრეპარატს (64 პე ჰიალურონიდაზა) ხსნიან 60 მლ დისტილირებულ წყალში, ამატებენ 2 – 3 წვეთ 0,1 % ქლორწყალბადმჟავას და დაზიანებულ უბანზე შეჰყავთ ანოდიდან 20 – 30 წთ განმავლობაში. მკურნალობის კურსი 15 – 20 სეანსი.  

უკუჩვენებები:

მოქმედი ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ავთვისებიანი ახალი წარმონაქმნები; მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესები; ფილტვის სისხლდენა სისხლხველება; ესტროგენების გამოყებნება; ჰემატომების მწვავე სტადია; ტუბერკულოზი გამოხატული ფილტვის უკმარისობით.

გვერდითი მოქმედებები:

ორგანიზმის ზოგადი რეაქციები: სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ციებ-ცხელება, ოფლიანობა.

ნერვული სისტემის მიმართ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ანგიონევროზული შეშუპება.

ადგილობრივი რეაქციები: კუნთში ან კანქვეშ შეყვანის დროს შესაძლებელია გამონაყარის, ჰიპერემიის, სიწითლის, ქავილის, შეშუპების, ტკივილის, ინექციის ადგილზე ცხელების შეგრძნების გამჟღავნება,

ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში: სუბკონიუქტივალური ან რეტრობულბარული ხერხით შეყვანის დროს შეშუპება, ქუთუთოების პარაორბიტალური უბნის, სახის კანის ჰიპერემია, სკლერების ჰიპერემია.  

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსული ქალებისთვის. მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

მოხმარება ბავშვებში: მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ ბავშვებში არ არის, ამიტომ პრეპარატის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში არ შეიძლება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება: პრეპარატი აჩქარებს სხვა სამკურნალო პრეპარატების შეწოვას (ადგილობრივი ანესთეტიკები, იზოტონური ხსნარები, მიორელაქსანტები და ა.შ.).

სიფრთხილე:

დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა ინფექციური ანთების ან სიმსივნური წარმონაქმნების ახლოს, მწვავე სისხლჩაქცევების დროს.

ოფთალმოლოგიაში გამოიყენება მხოლოდ პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობიელობის არ არსებობის შემოწმების შემდეგ. სუბკონიუქტივალურად და ადგილობრივად თვალის რქოვანა ზეგამოყენების დროს შესაძლებელია დროებითი შემღვრევა და მხედველობის სხვა დარღვევები. საინექციო ხსნარებს ამზადებენ ნოვოკაინის 0,5% ხსნარზე ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარზე, ელექტროფორეზისთვის დისტილირებულ წყალზე.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვაზე ან სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე არ არის შესწავლილი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ციებ-ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია ან ართერიული ჰიპოტენზია, ადგილობრივი შეშეპება, ჭინჭრისცხელება, ერითემა.

მკურნალობა: ადრენალინის, გლუკოკორტიკოიდების შეყვანა, ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებების გამოყენება.

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ან ალერგიული რეაქციების გაჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

შეფუთვა:

64 პე პრეპარატი ამპულაში, 5 ამპულა პოლივინილქლორიდის ბლისტერში, 2 ბლისტერი (სულ 10 ამპულა) მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, 20C – 80C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II, გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ. 3, 0160, თბილისი, 

e-mail: [email protected]  

Facebook კომენტარები