Aviabiltebi

ლივერსანი 3გ/5გ 5გფხვ #10პაკ

ლივერსანი

(L-ორნიტინის, L-ასპარტატის მარილი) ფხვნილი

 

შემადგენლობა: ერთი პაკეტი (5გ) შეიცავს:

L-ორნიტინის-L-ასპარტატის ჰიდრატი (DAB)…..3გ

დამხმარე ნივთიერებები:

D-მანიტოლი, ლიმონმჟავა, ლიმონის ნაზი არომატი, ფორთოხლის ნაზი არომატი, Sunset Yellow FCF, ასპარტამი

აღწერა: ნარინჯისფერი ფხვნილი

გამოყენების ჩვენებები:

დამხმარე თერაპია ღვიძლის შემდეგი მწვავე დაავადების დეტოქსიკაციისთვის: ციროზი, ქრონიკული ჰეპატიტი.

დოზირება და გამოყენების წესი:

1.ქრონიკული ჰეპატიტი:

1 პაკეტი, 1-2 ჯერ დღე-ღამეში, ჭამის შემდეგ, მწვავე სიმპტომების დროს.

2 .ციროზი:

წყალში გახსნილი 2 პაკეტი, 2-ჯერ დღე-ღამეში, ჭამის შემდეგ მსუბუქი სიმპტომებისას

უსაფრთხოების ზომები:

1.გაფრთხილება

პაციენტმა, რომელსაც აქვს მემკვიდრული დაავადება ფენილკეტონურია და ესაჭიროება ფენილალანინის კონტროლი, ლივერსანი ფხვნილი არ უნდა მიიღოს, მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ასპარტამი ორგანიზმში მეტაბოლიზდება ფენილალანინად.

2.ლივერსანი ფხვნილი შეიცავს Sunset Yellow FCF-ს, პაციენტმა, რომელსაც აქვს ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა Sunset Yellow FCF-ს მიმართ ლივერსანი სიფრთხილით უნდა მიიღოს.

3.პაციენტმა, რომელსაც აქვს თირკმლის მწვავე უკმარისობა (შრატში კრეატინინის კლირენსი 3მგ/100მლ-ზე მეტი), ლივერსანი ფხვნილი არ უნდა მიიღოს.

4.პაციენტმა, რომელსაც ალერგია აქვს აცეტილსალიცილის მჟავაზე ლივერსანი ფხვნილის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, რადგან შეიძლება განვითარდეს ასთმის შემცველი ალერგია აცეტილსალიცილის მჟავაზე.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა L-ორნიტინზე, L-ასპარტატზე ან რომელიმე ექსციპიენტზე.

სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:

ბავშვებში გამოყენებისთვის დღეისათვის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

უცნობია.

ორსულობა  და ლაქტაცია:

ორსულობა: ორსულობის დროს ლივერსანი ფხვნილის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველების რეპროდუქციის ექსპერიმენტული კვლევები არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე უნდა მოერიდონ ორსულობის დროს ლივერსანი ფხვნილის გამოყენებას. მიუხედავად ამისა თუ ლივერსანის გამოყენება აუცილებელია, უნდა გაკეთდეს რისკი/სარგებლის ბალანსის ფრტხილი შეფასება.

ლაქტაცია: ლივერსანი ფხვნილის გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. მიუხედავად ამისა თუ ლივერსანი ფხვნილის გამოყენება აუცილებელია უნდა გაითვალისწინონ რისკი/სარგებელი.

ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:

L-ორნიტინის L-ასპარტატის გამოყენებისას უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას და მექანიზმების გამოყენებას.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, მეტეორიზმი და დიარეა და ძალიან იშვიათად შეიმჩნევა კიდურების ტკივილი, მარგამ ზოგადად წარმავალი ხასიათის და საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას საჭიროა სიმპტომური თერაპია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

L-ორნიტინი, L-ასპარტატი ასტიმულირებს ამონიუმის დეტოქსიკაციას, შარდოვანას სინთეზის და გლუტამინის სინთეზის გაძლიერებით. შარდოვანას სინთეზი პერიპორტულ ჰეპატოციტებში. ამ უჯრედებში ორნიტინი მოქმედებს როგორც ორი ენზიმის ორნიტინის აქტივატორი-კარბარმოილ ტრანსფერაზა. კარბარმოლის ფოსფატის სინთეტაზა აგრეთვე მოქმედებს შარდოვანას სინთეზის სუბსტრატის სახით. გლუტამინის სინთეზი ხდება პერიპორტულ ჰეპატოციტებში. კერძოდ პათოლოგიურ პირობებში ასპარტატი და სხვა დიკარბოქსილატი, აგრეთვე ორნიტინის მეტაბოლური პროდუქტები გამოიყენება უჯრედებში და აქედან გამომდინარე იკავშირებს ამონიუმს, გლუტამინის სახით. გლუტამინი მოქმედებს როგორც პათოფიზიოლოგიური ამონიუმი, უკავშირდება ამინომჯავებს რომელიც არის არამარტო ამონიუმის ტოქსიურო ფორმა, არამედ შარდოვანას ციკლის  მთავარი აქტივატორი (ინტრაცელულური უჯრედშიდა ცვლა). ფიზიოლოგიურ პირობებში ორნიტინი და ასპარტატი არ ზღუდავს შარდოვანას სინთეზს.  ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს გლუტამის სინთეტაზას ზრდას, როგორც ამონიუმის დამაქვეითებელ ეფექტს. ინდივიდუალურ კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა შეკავშირებული და არომატული ამინომჟავების თანაფარდობის   გაუმჯობესება.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები: L-ორნიტინი, L-ასპარტატი სწრაფად შეიწოვება და იყოფა ორნიტინად და ასპარტატად. ორივე ამინომჟავას გააჩნია მოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდი-0.3-0.4 საათი. ასპარტატის ნაწილი უცვლელი რჩება შარდში.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები: კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები დაფუძნებულია ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიურობის და მუტაგენობის კვლევებზე. ადამიანისთვის განსაკუთრებული საფრთხე ცნობილი არ არის. რეპროდუქციულ ტოქსიურობაზე L-ორნიტინის ,L-ასპარტატის დოზის ეფექტის ადექვატური კვლევა არ ჩატარებულა.

ფარმაცევტული მახასიათებლები: შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები: კარგად დახურულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე (1-30°C).

შენახვის ვადა: 3 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: 10 პაკეტი/კოლოფში.

მწარმოებელი:

კორეა ფარმა კო ლტდ

87, ჯეიაკგონდგან 3-გილ, ჰიანგან-ეუპ, ჰუასეონგ-სი

გიეონგი-დო, კორეა

Facebook კომენტარები