ლიპრიმარი (გაგრძელება) – LIPRIMAR – ЛИПРИМАР

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მიოპათიის რისკი ამავე კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს მატულობს ციკლოსპორინის, ფიბრინის მჟავის, ერითრომიცინის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, რომლებიც განეკუთვნება აზოლებს და ნიკოტინს მჟავის ერთდროული გამოყენების დროს (იხ. „განსაკუთრებული მითითებები“- „მოქმედება ჩონჩხის კუნთებზე“).

– ანტაციდები: ერთდროულად მიღება სუსპენზიებთან, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდებს ამცირებდა ატორვასტატინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში დაახლოებით 35%-ით, თუმცა ამასთან არ იცვლებოდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის  შეკავების შემცირების ხარისხი.

– ანტიპირინი: ლიპრიმარი არ ახდენს ზემოქმედებას ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ ურთიერთქმედება სხვა პრეპრატებთან, რომლებიც მეტაბოლირდება ციტოქრომის იგივე იზოფერმენტებით, მოსალოდნელი არ არის.

– ქოლესტიპოლი: ქოლესტიპოლთან ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდებოდა დაახლოებით 25%-ით; თუმცა ჰიპოლიპიდემიური ეფექტი კომბინაციისა ატორვასტატინი და ქოლესტიპოლი აღემატებოდა სათითაოდ აღებულ ყველა პრეპარატს.

– დიგოქსინი: დიგოქსინის განმეორებით მიღების დროს, ლიპრიმართან დოზით 10 მგ, დიგოქსინის კონცენტრაციის წონასწორობა სისხლის შრატში არ იცვლებოდა თუმცა დიგოქსინის გამოყენებისას კომბინაციაში ლიპრიმართან დოზით 80 მგ/დღე-ღამეში დიგოქსინის კონცენტრაცია იზრდებოდა დაახლოებით 20%-ით. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიგოქსინს ლიპრიმართან ერთად მოითხოვენ შესაბამის დაკვირვებას.

– ერითრომიცინ/კლარიტომიცინი: ლიპრიმარისა და ერითრომიცინის (500 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში) ან კლარიტომიცინის (500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ ციტოქრომი P450 3A4-ის ინჰიბირებას აღინიშნებოდა ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”- “მოქმედება ჩონჩხის კუნთებზე”).

აზიტრომიცინი: ლიპრიმარის (10 მგ ერთხელ დღე-ღამეში) და აზიტრომიცინის (500 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში არ იცვლებოდა.

ტერფენადინი: ლიპრიმარისა და ტერფენადინის ერთდროული გამოყენების დროს ტერფენადინის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად საყურადღებო ცვლილებები არ აღმოჩენილა.

პერორალური კონტრაცეპტივები: ლიპრიმარისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენების დროს, რომლებიც შეიცავენ ნორეტინდრონს და ეტინილესტრადოლს, აღინიშნებოდა ნორეტინდრონისა და ეტინილესტრადოლის AUC-ს საგრძნბობი მომატება დაახლოებით 30% და 20% შესაბამისად. ეს ეფექტი უნდა იქნეს გათვალისწინებული პერორალური კონტრაცეპტივების შერჩევის დროს ქალებისათვის, რომლებიც ღებულობენ ლიპრიმარს.

ვარფარინი: ვარფარინისა და ლიპრიმარის ურთიერთქმედებაში კლინიკურად საყურადღებო ნიშნები არ აღმოჩენილა.

ციმეტიდინი: ციმეტიდინისა და ლიპრიმარის ურთიერთქმედებაში კლინიკურად საყურადღებო ნიშნები არ აღმოჩენილა.

ამლოდიპინი: ლიპრიმარი 80 მგ-ისა და ამოლოდიპინი 10 მგ-ის ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა.

პროთეაზის ინჰიბიტორები: ლიპრიმარისა და პროთეაზის ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენების დროს, რომლებიც ცნობილია როგორც ციტოქრომი P250 3A4-ის ინჰიბიტორები, მიმდინარეობდა სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის გაზრდით.

სხვა თანმდევი თერაპია: კლინიკური კვლევების დროს ლიპრიმარს იყენებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებთან და ესტროგენებთან შეთავსებით, რომლებიც ინიშნებოდა ჩანაცვლებითი მიზნით; ურთიერთქმედებისას კლინიკურად საყურადღებო ნიშნები არ აღმოჩენილა; ურთიერთქმედების გამოკვლევა რაიმე სპეციფიკურ პრეპარატზე არ ჩატარებულა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

Vairkoseti