ლორინდენი A – LORINDEN A – ЛОРИНДЕН А

საერთაშორისო დასახელება:

FLUMETHASONE; SALICYLIC ACID

მწარმოებელი: Pharmaceutical Company

მოქმედი ნივთიერება: ფლუმეტაზონი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანთების საწინააღმდეგო და კერატოლიზური მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 15 გ

1 გ

ფლუმეტაზონის პივალატი …….. 200 მკგ

სალიცილის მჟავა …………………   30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

თეთრი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, უწყლო ლანოლინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლორინდენი A წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდის შემცველ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური თვისებების მქონე ადგილობრივი მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს.

სალიცილის მჟავა არბილებს კანს და აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდის შეღწევის პროცესს მეტად გარქოვანებულ ეპიდერმისში, ამავე დროს იგი იწვევს კანის ქსოვილის გაფაშრებას და ახასიათებს სუსტად გამოხატული სადეზინფექციო მოქმედება.

ჩვენებები:

სხვა სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობის შედეგად რეზისტენტული კანის ქრონიკული, განსაკუთრებით ძლიერი ან არასწორი გარქოვანებით მიმდინარე დაავადებები, როგორიცაა:

  • ლიქენით გამოწვეული გეზემა;
  • კანის შეზღუდული გამკვრივებით და გაუხეშებით მიმდინარე პრურიგო;
  • ფსორიაზი;
  • კანის თმიანი ნაწილის ფსორიაზი;
  • ერითროდემია, ბრტყელი და მეჭეჭიანი ლიქენი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად, მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.

მალამოს მცირე რაოდენობას შეიზელენ კანის დაზიანებულ ნაწილებში 1-2-ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის განმეორებითი გამოყენება 1-2-ჯერ დღეში, მხოლოდ 3-4 დღის შემდეგ.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე ოკლუზიური ნახვევის სახით.

პრეპარატის გამოყენება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის ნებადართული.

გვერდითი მოვლენები:

კონტაქტური ეკზემის სხვადასხვა რეაქციები, ალერგიის სიმპტომები, განსაკუთრებით ალერგიული დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში. არსებული ვულგარული ან ვარდისფერი ფერიმჭამელების და პერიორალური დერმატიტის გამწვავება. შესაძლებელა აგრეთვე პოსტსტეროიდული ფერიმჭამელები, კანის ატროფია და სტრიები, კანის წვა, ქავილი, კანის გაღიზიანება. ზოგჯერ შესაძლებელია დეპიგმენტაციით მიმდინარე კანის სიმშრალე. აღნიშნული გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* ჩირქოვანი გართულებებით მიმდინარე კანის ინფექციები, კანის ვირუსული და მიკოზური დაავადებები, კანის ტუბერკულოზი, ათაშანგით გამოწვეული კანის ცვლილებები, ჩუტყვავილა ახალწარმონაქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით მიმდინარე წვივების გაშიშვლება, კორტიკოსტეროიდების მიმართ, ან მალამოს ფუძის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირზე.

განსაკუთრებული მითითებები:

* კანის შესაძლო გართულებების წარმოქმნის გამო, პრეპარატის გამოყენება სახის კანზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

* პრეპარატს განსაკუთრებული სიფრთხილით იყენებენ თვალის ღია- და დახურულკუთხოვანი გლაუკომით და კატარაქტით შეპყრობილ ავადმყოფებში.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით და ხანმოკლე დროით ინიშნება ბავშვებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები

Vairkoseti