ლორინდენი C – LORINDEN C – ЛОРИНДЕН С

საერთაშორისო დასახელება:

FLUMETAZON; CLIOQUINOL

მწარმოებელი: Pharmaceutical Company

მოქმედი ნივთიერება: ფლუმეტაზონი+ კლიოქინოლი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 15 გ

1 გ

ფლუმეტაზონის პივალატი ……….           200 მკგ

კლიოქინოლი ……………………………….    30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

თეთრი ცვილი, თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლორინდენი C წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდის შემცველ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტექსუდაციური თვისებების მქონე ადგილობრივი მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს.

კლიოქინოლი ხასიათდება ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური თვისებებით. იგი აძლიერებს აგრეთვე გლუკოკორტიკოსტეროიდის ანტიექსუდაციურ ეფექტს.

ჩვენებები:

კანის ალერგიული დაავადებების ჩირქოვანი გართულებები ან ძლიერი ანთებითი რეაქციებით მიმდინარე კანის საფარის ბაქტერიული ინფექციები:

  • ლიქენი;
  • ერითემა;
  • ერითროდერმია;
  • ურტიკარია;
  • ვულგარული იმპეტიგო.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, მეორადი ალერგიული რეაქცებით მიმდინარე კანის შეზღუდული მიკოზური ინფექციების დროს, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმ დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.

მალამოს მცირე რაოდენობას შეიზელენ კანის დაზიანებულ ნაწილებში 1-2-ჯერ დღეში. 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული.

მალამოს გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე ოკლუზიური ნახვევის სახით.

გვერდითი მოვლენები:

კონტაქტური ეგზემის სხვადასხვა რეაქციები, ალერგიის სიმპტომები ალერგიული დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში. არსებული ვულგარული ან ვარდისფერი ფერიმჭამელების და პერიორალური დერმატიტის გამწვავება. შესაძლებელია აგრეთვე პოსტსტეროიდული ფერიმჭამელები, კანის ატროფია და სტრიები, კანის წვა, ქავილი, გაღიზიანება. ზოგჯერ შესაძლებელია დეპიგმენტაციით მიმდინარე კანის სიმშრალე. აღნიშნული გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* კანის აქტიური ვირუსული ინფექციები (ჰერპესი, შემომსალტველი ლიქენი, ჩუტყვავილა). კანის ტუბერკულოზი, კანის ათაშანგი  და გაურთულებელი დერმატომიკოზები. კანის საფარის ახალწარმონაქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა, წვივების ტროფიკული წყლულები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, განსკუთრებით კანის დიდ ზედაპირზე.

განსაკუთრებული მითითებები:

* კანის შესაძლო გართულების წარმოქმნის გამო, პრეპარატის გამოყენება სახის კანზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

* პრეპარატს განსაკუთრებული სიფრთხილით იყენებენ თვალის ღია- და დახურულკუთხოვანი გლაუკომით და კატარაქტით შეპყობილ ავადმყოფებში.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით და ხანმოკლე დროით ინიშნება ბავშვებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები

Vairkoseti