მანტი – MANTI – МАНТИ

მწარმოებელი: US PHARMACIA, აშშ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტაციდური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც., ბოთლში 50 ც.

1 ტაბ.

ალუმინის ჰიდროქსიდი …………  200 მგ

მაგნიუმის ჰიდროქსიდი ……….    200 მგ

სიმეთიკონი ………………………..    25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ანეიტრალებს კუჭის წვენის მჟავიანობას, იცავს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს, მისი დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, ამცირებს აბდომინალურ დისკომფორტს მეტეორიზმის დროს.

ჩვენებები:

  • პრეპარატი ამცირებს კუჭის წვენის ჭარბი მჟავიანობის სიმპტომებს, როგორიცაა: დისპეფსია და გულძმარვა;
  • მას იყენებენ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების;
  • გასტროეზოფაგული ან დუოდენოგასტრალური რეფლუქსის;
  • გასტროენტერიტის;
  • საყლაპავის თიაქარის დროს;
  • პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, აგრეთვე
  • სტრესული წყლულის პროფილაქტიკის მიზნით;
  • შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება მეტეორიზმის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1-3 ტაბ. საკვების მიღებებს შორის შუალედებში. ძილის წინ და სიმპტომების გამწვავებისას (მაქსიმალურად 8 ტაბ. დღეში).

ტაბლეტის დაღეჭა შესაძლებელია.

გვერდითი მოვლენები;

– გვერდითი მოვლენები იშვიათია ფაღარათის ან ყაბზობის სახით.

– თირკმელების ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია ჰიპერმაგნიემიის განვითარება ან ალუმინის აბსორბციის გაზრდა.

– არ არის სასურველი მისი შემდეგ პრეპარატებთან კომბინაცია: ანტიობიოტიკები, იზონიაზიდი, კეტოკონაზოლი, ნიტროფურანტოინი, პროპრანოლოლი, ატენოლოლოლი, კაპტოპრილი. ან სხვა კარდიოვასკულური პრეპარატები, სალიცილატები, რანიტიდინი, რკინის ან ფოსფორის შემცველი საშუალებები, ნატრიუმის პოლისტირენ  სულფონატი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

* თირკმელების მძიმე ხასიათის უკმარისობა, დიალიზი;

* ალცჰაიმერის დაავადება;

*, ფენილკეტონურია;

* სკელეტური სისტემის დაავადება;

* ბავშვებში 6 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

უსაფრთხოა თერაპიული დოზის ფარგლებში.

განსაკუთრებული მითითებები:

* თირკმელების დაავადების დროს საჭიროა ექიმის მხრივ მონიტორინგი. მისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია პრეპარატის მიღება 2 კვირაზე მეტი ხნით.

* ციტრუსების და მათი წვენის მიღება ხელს უწყობს ალუმინის შეწოვას.

ჭარბი დოზირება:

იშვიათად შესაძლებელია ღებინება და გულისრევა.

პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას თირკმელების უკმარისობის დროს შესაძლებელია ალუმინის კუმულაციის რისკის გაზრდა (განსაკუთრებით ძვლებში და ცნს-ში).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– დაუშვებელია ტეტრაციკლინის და ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან მისი კომბინირება.

– პრეპარატის მიღებამდე, ან მის შემდეგ 1-2 საათის განმავლობაში სხვა პერორალური პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლის, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები

Vairkoseti