მარასლავინი – MARASLAVIN – МАРАСЛАВИН

მწარმოებელი: SOPHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი: ფლაკონში 100 მლ

100 მლ

აბზინდას ღერო ………….       4.196 მგ

ქონდრის ღერო …………..       0.728 მგ

მიხაკის ხის ბუტონი ……..      3.646 მგ

შავი წიწაკის ნაყოფი ……….    1.199 მგ

ზინგიბერის ფესვები ……..     4.196 მგ

ჩვენებები:

• დამტკიცებული ქრონიკული პაროდონტიტის ყველა ფორმა;

• პაროდონტალური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა;

• ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

მიღების წესი და დოზები

მოზრდილები:

ადგილობრივი გამოყენებისათვის, ამ დროს ექიმი დაწყების წინ ატარებს კბილების მთელი რიგის სრულ მექანიკურ კაუზალურ თერაპიას, რომელიც მოიცავს ღრძილსზედა და რღძილსქვედა კბილის ქვის მოცილებას, გაპრიალება და კიურეტაჟი ლამბოს გარეშე პაროდონტალური ჯიბეების სიღრმისას 5.5 მმ-მდე. კორეგირდება იატროგენული ფაქტორები, ჩვენებების მიხედვით ხდება შერჩევითი გაქლიბვა არსებული ტრავმული ოკლუზიის მოსაშორებლად. რეკომენდებულია არასაიმედო კბილების ამოღება. პროდუქტის დოზირება ხდება 10-15 მლ პირის ღრუს გამორეცხვისათვის 2-3 თვის განმავლობაში ინტერვალებით. თვეში უნდა ჩატარდეს 17-20 სეანსი. აქტიური მკურნალობის დასრულების შემდეგ ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია საკონტროლო გამოკვლევებით ყოველ 5-6 თვეში. ბოლო დათვალიერება ხორციელდება 12 თვის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან.

ბავშვები:

არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო ბავშვთა ასაკში პროდუქტის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენებები:

პროდუქტის დანიშვნა უკუნაჩვენებია პროდუქტის ცალკე კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

* მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში აქტიური აბცესით და ჩირქიანი ექსუდაციის არსებობის დროს.

* მისი თვითნებური გამოყენება რეკომენდებული არ არის ძვლების სტრუქტურების დამტკიცებული დარღვევისას სიღრმეში პათოლოგიურად შეცვლილ პაროდონტალურ ქსოვილებზე ზემოქმედების შეუძლებლობის გამო.

გაფრთხილებები:

გასათვალისწინებელია, რომ დიდი რაოდენობით ორგანული მაჟავების შემცველობის გამო ხსნარი ახდენს სუსტ მადემინერალიზებელ მოქმედებას კბილის მყარ ქსოვილებზე და მისი რეკომენდება არ შეიძლება კარიესის და კბილების არარეზისტენტული რიგის დროს.

თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ტარდება კბილების საერთო სანაცია ორთოპედიული მეთოდებით. ავადმყოფისათვის რეკომენდებულია ვიტამინებით მდიდარი საკვები და A  და C  ვიტამინების დამატებითი მიღება.

მკურნალობის დროს აკრძალულია მწვავე და გამაღიზიანებელი საკვების მიღება (ნიორი, ხახვი, თხილი და სხვ.), არ შეიძლება კბილების გამოხეხვა კბილის ჯაგრისითა და პასტით ან პირში გამოსავლები მადეზინფიცირებელი სითხეების გამოყენება.

პირში გამოივლება გრილი წყალი დილას და საღამოს. არ შეიძლება მზეზე დიდხანს გაჩერება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დადგენილი არ არის.

გვერდითი რეაქციები;

შესაძლებელია გვერდითი რეაქციების გამოვლინება. ტამპონების ძალიან მყარად დადებისას შესაძლებელია სუბფებრილიტეტი, განპირობებული ჩირქიანი ექსუდაციით. ეს მოვლენები ტამპონების მოხსნის შემდეგ ქრება.

ჭარბი დოზირება:

გართულებები, გამოწვეული პრეპარატის ჭარბი დოზით, დაუდგენელია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. არ გაყინოთ!

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე

Facebook კომენტარები

Vairkoseti