მებერიქსი – MEBERIX – МЕБЕРИКС

საერთაშორისო დასახელება:

MEBENDAZOLE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: მებენდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მებენდაზოლი ………….       100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის საქარინი, საღებავი Sunset Yellow FCF (E110), ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ვანილინი, ფორთოხლის არომატიზატორი.

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 30მლ.

მებენდაზოლი …………….100მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, თხევადი სორბიტოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი,ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა,ფორთოხლის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, ქლორწყალბადმჟავა, საღებავი პიტნის არომატიზატორი, ქლორწყალბადმჟავა, საღებავი Sunset Yellow FCF (E110), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

მებერიქსი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთურ პრეპარატს. მებენდაზოლის ანტიჰელმინთური მოქმედების ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს მისი მოქმედება ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე. იგი ხელს უშლის უჯრედული ტუბულინის წარმოქმნას ჰელმინთებში, რაც აბლოკირებს გლუკოზის უტილიზაციის პროცესს და თროგუნავს ორგანიზმში ატფ-ის სინთეზს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მებენდაზოლის მცირე რაოდენობა ხვდება სისხლში, რომლის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს და მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატი არათანაბრად ნაწილდება ორგანოებში: გროვდება ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ჰელმინთების ლარვებში.

მებენდაზოლის 90%-ზე მეტი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეუცვლელი სახით, დაახლოებით 2% ელიმინირდება თირკმელების საშუალებით (უცვლელი ან მეტაბოლიტების სახით).

ჩვენებები:

მებერიქსი გამოიყენება ჰელმინთოზების სამკურნალოდ:

• ენტერობიოზი:               Enterobius vermicularis;

• ასკარიდოზი:                 Ascaris lumbricoides;

• ანკილოსტომიდოზი:      Ancylostoma duodenale, Necator americanus;

• სტრონგილოიდოზი:      Strongyloides stercoralis;

• ტრიქოცეფალოზი:         Trichuris trichiura;

• ტენიოზი:                     Taenia spp.;

• შერეული ფორმები, გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით.

მიღების წესები და დიზირება:

ტაბლეტები

ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება 100 მგ (1 ტაბ.) ერთჯერდად. განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა.

ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და შერეული ინვაზიები: 100 მგ (1 ტაბ.) 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 3 დღის განმავლობაში.

ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზრდილებში – 200 მგ (2 ტაბ.) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში; ბავშვებში – 100 მგ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

სუსპენზია

მიღების წინ შეანჯღრიეთ!

ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება სუსპენზის 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ერთჯერადად. განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის განმეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით, სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა.

ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და შერეული ინვაზიები: სუსპენზიის 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 3 დღის განმავლობაში.

ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზრდილებში – სუსპენზიის  10 მლ (2 ჩაის კვზი) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში; ბავშვებში – 5 მლ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: მებერიქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, მებერიქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

* ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

* მებერიქსით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის.

* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კვების პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაზე.

ჭარბი დოზირება:

მებერიქსის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარით (20 მგ/100 მლ კონცენტრაციით). საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მებერიქსის ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ღვიძლში მებენდაზოლის მეტაბოლიზმის ინაქტივაციისა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების გამო.

– კარბამაზეპინთან და ჰიდანტოინებთან კომბინირებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის შესუსტება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირების გამო.

– პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზით აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C  ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები  3 წელი;

სუსპენზია – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

Facebook კომენტარები

Vairkoseti