მეგადინი პრონატალი – MEGADYN PRONATAL – МЕГАДИН ПРОНАТАЛ

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac.San, თურქეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინებისა და მინერალების კომბინაცია ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

ვიტამინები

ვიტამინი A ………………4000სე
ვიტამინი B1………………1.6 მგ
ვიტამინი B2 ……………..1.8 მგ
ვიტამინი B6 ……………..2.6 მგ
ვიტამინი B12 …………….4.0 მგ
ვიტამინი C ………………100.0 მგ
ვიტამინი D2 ……………..500 სე
ვიტამინი E ……………….15.0 მგ
ბიოტინი D ………………0.2 მგ
კალციუმის
D-პანთოტენატი ………….
10.0 მგ
ფოლის მჟავა …………….0.8 მგ
ნიკოტინამიდი …………..19.0 მგ

მინერალები

კალციუმი ……………125.0 მგ
მაგნიუმი …………….100.0 მგ
ფოსფორი …………..125.0 მგ
რკინა ………………..60.0 მგ

ოლიგოელემენტები

სპილენძი ……………1.0 მგ
მანგანუმი ……………1.0 მგ
თუთია ………………7.5 მგ

საღებავებად გამოყენებულია ტიტანის დიოქსიდი და რკინის ყვითელი ოქსიდი;

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეგადინი პრონტალი ორსულებისათვის სპეციალურად შექმნილი პრეპარატია და გამოიყენება პრეგესტაციურ (ორსულობის წინა), გესტაციურ (ორსულობის) და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდებში.

პრეგესტაციური პერიოდი: მეგადინი პრონატალი აკმაყოფილებს მომავალი დედების მოთხოვნას ვიტამინებისა და მინერალებზე; უზრუნველყოფს ორგანიზმში მათი ბალანსის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი: მეგადინი პრონატალი ამცირებს ჩანასახის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკსა და ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ორსულობის არასასურველი სიმპტომების სიხშირეს, როგორიციაა სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის რევა, ღებინება.

როგორც წესი, ჩანასახის ნერვული ღეროს დეფექტი ორსულობის პირველ კვირებში ვითარდება. ამიტომ ორსულობისწინა პერიოდი მნიშვნელოვანია ამ მხრივ და მეგადინი პრონატალის მიღება რეკომენდებულია ამ პერიოდში ყველა ქალისთვის, რომელიც გეგმავს ორსულობას.

ორსულობის მეორე ტრიმესტრი: მეგადინი პრონატალი აკმაყოფილებს ამ პერიოდში ვიტამინებსა და მინერალებზე მომატებულ მოთხოვნილებებს და ხელს უშლის ორგანიზმის რეზერვების გამოფიტვას ორსულებში.

ორსულობის მესამე ტრიმესტრი: მეგადინი პრონატალი უზრუნველყოფს ვიტამინების, მინერალებისა და ოლიგო-ელემენტების ოპტიმალურ ბალანსს ორგანიზმში, რითაც ამზადებს ორსულს მშობიარობისათვის.

მშობიარობის შემდეგ მეგადინი პრონატალი ასევე სწრაფად აღადგენს დედის ორგანიზმში რკინის მარაგს (როგორც წესი, რკინის აღნიშნული დოზა ხასიათდება კარგი ტოლერანტობით), რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტნატალურ პერიოდში.

ლაქტაცია: მეგადინი პრონატალი აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს და ხელს უწყობს ახალშობილის უფრო სრულყოფილ განვითარებას.

მეგადინი პრონატალში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ვიტამინი A (რენიტოლი): წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს. ის აუცილებია თვალის ბადურა გარსის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე მონაწილეობს ძვლების განვითარებაში, სათესლეებისა და საკვერცხეების ფუნქციონირებაში, ჩანასახის (ემბრიონის) განვითარებაში, ეპითელიუმის წარმოქმნასა და დიფერენციაციაში. ვიტამინი A ნაკლებობისას კერატომალაცია, ქსეროფთალმია და “ღამის სიბრმავე’ ვითარდება.

ვიტამინი B1 (თიამინი): წყალში ხსნადი ვიტამინია; მონაწილეობს ნახშირწყლოვან მეტაბოლიზმში. მისი ნაკლებობისას დაავადება ბერიბერი ან ვერნიკეს ენცეფალოპათია ვითარდება.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი): წყალში ხსნადი ვიტამინია. ის აუცილებელია ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენითი პროცესებისათვის, აგრეთვე მონაწილეობს პირიდოქსინის აქტივაციაში, ტრიპტოფანის ნიაცინად გარდამოქმნასა და ერითროციტების მემბრანის მთლიანობის შენარჩუნებაში.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი): წყალში ხსნადი ვიტამინია. მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწყლოვან და ლიპიდურ ცვლაში, აგრეთვე ხელს უწყობს ტრიპტოფანის ნიაცინად ან სეროტონინად გარდაქმნას,  გლიკოგენის დაშლას, გლიცინის წარმოქმნას და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გამა-ამინოერბოს მჟავის წარმოქმნას.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი): წყალში ხსნადი ვიტამინია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილოვან, ნახშიორწყლოვან და ლიპიდურ ცვლაში, აგრეთვე ორგანიზმის ზრდაში, უჯრედთა პროლიფერაციაში, ჰემოპოეზში და ნუკლეოპროტეინებისა და მიელინის სინთეზში.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა): წყალში ხსნადი ვიტამინია. აუცილებელია კოლაგენის სინთეზისათვის და ქსოვილების რეგენერაციისათვის. ასევე მონაწილეობს ნახშირწყლოვან ლიპიდურ და ცილოვან ცვლაში, კარნიტინის სინთეზში. იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, სეროტონინის მეტაბოლიზმსა და არტერიების სტრუქტურის დაცვაში. ვიტამინი C აგრეთვე ზრდის არა-ჰემური რკინის შეწოვას ორგანიზმში. ვიტამინი C დეფიციტისას ვითარდება სურავანდი.

ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი): ცხიმში ხსნადი ვიტამინია. ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას წვრილი ნაწლავებიდან და მონაწილეობს მათ მეტაბოლიზმში, აუცილებელია ძვლების კალციფიკაცისისათვის. ვიტამინი D2 პარათირეოიდული ჰორმონთან და კალციტონინთან ერთად არეგულირებს კალციუმის დონეს პლაზმაში და განაპირობებს კალციუმის გადასვლას ძვლებიდან პლაზმაში. ვიტამინი D2 დეფიციტი ბავშვებში იწვევს რაქიტს და მოზრდილებში – ოსტეომალაციას.

ვიტამინი E (ტოკოფეროლი): ცხიმში ხსნადი ვიტამინია. წარმოადგენს რა ანტიოქსიდანტს, იცავს უჯრედული მემბრანის პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს და სხვა სტრუქტურებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. ასევე უზრუნველყოფს ერითროციტების ჰემოლიზისაგნ დაცვას.

ბიოტინი ვიტამინი H: წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინია; მონაწილებოს ცილოვან, ნახშრიწყლოვან და ლიპიდურ ცვლაში.

პანთოტენის მჟავა წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინია; წარმოადგენს კოენზიმ A-ს წინამორბედს და მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწყლოვან და ლიპიდურ მეტაბოლიზმში. აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტეროიდების პორფირინების, აცეტილქოლინისა და სხვა სუბსტანციების სინთეზში. ითვლება, რომ პანთოტენის მჟავა აუცილებელია ეპითელიუმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ფოლის მჟავა: წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინია; ორგანიზმში გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლის მჟავად და მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწყლოვან, ლიპიდურ ცვლასა და ერითროპოეზში.

ნიკოტინამიდი (ნიაცინი): წყალში ხსნადი B  ჯგუფის ვიტამინია; აუცილებელია ქსოვილებში ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებისთვის, გლიკოგენოლიზისთვის, პურინის მეტაბოლიზმისთვის. მისი დეფიციტი იწვევს პელაგრას განვითარებას;

კალციუმი: მინერალი, რომელიც მონაწილეობს ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციური სტაბილურობის შენარჩუნებაში. აუცილებელია გულისა და თირკმელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სუნთქვის აქტისთვის, სისხლის შედედებისათვის, უჯრედული მემბრანებისა და კაპილარების განვლადობისათვის. კალციუმი ასევე მონაწილეობს სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერებისა და ჰორმონების სინთეზსა და დეპონირებაში. ამინომჟავების მეტაბოლიზმში ვიტამინის B12 შეწოვასა და გასტრინის სეკრეციაში.

რკინა: მინერალი, რომელიც ძირითად როლს ასრულებს ორგანიზმში ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში, როგორც კოფაქტორი მონაწილეობს მრავალრიცხოვან ფერმენტულ რეაქციებში. ამის გარდა, რკინა მონაწილეობს კატექლოამინების მეტაბოლიზმსა და ნეიტროფილების ნორმალურ ფუნქციონირებაში.

მაგნიუმი: აუცილებელია ძვლების და კბილების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის. ასევე მონაწილეობს კუნთების შეკუმშვისა და ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში და გულის რიტმის რეგულაციაში.

ფოსფორი: აუცილებელია ძვლებისა და კბილების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის. ასევე მონაწილეობს კუნთების შეკუმშვისა და ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში და გულის რიტმის რეგულაციაში.

სპილენძი: აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისათვის და თმის, კანისა და თვალების ნორმალური პიგმენტაციისათვის; სპილენძი ასევე ხელს უწყობს რკინის შეწოვას და გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი; თუთიასა და მანგანუმთან ერთად ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.

მანგანუმი: აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდის, განვითარებისა და რეპროდუქციისათვის, მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში და გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედებაც; სპილენძსა და თუთიასთან ერთად ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.

თუთია: აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდის, განვითარებისა და რეპროდუქციისათვის, მონაწილეოს იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და ჭრილობის შეხორცებაში, გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტიც, მანგანუმთან და სპილენძთან ერთად ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

მეგადინი პრონატალში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ვიტამინი A (რეტინოლი) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით 12-გოჯა და მლივი ნაწლავიდან შეწოვისათვის აუცილებელია ნაწლავის სანათურში ნაღვლის მჟავების, პანკრეატული ლიპაზას, ცილებისა და ცხიმების არსებობა. ვიტამინი A ჭარბი რაოდენობა, რომლის შეწოვაც არ მოხდა, გამოიყოფა განავალთან ერთად. ვიტამინი A განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალისა და შარდის საშუალებით.

ვიტამინი B1 (თიმინი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით 12-გოჯა ნაწლავიდან. ალკოჰოლი ხელს უშლის თიამინის შეწოვას. ვიტამინი B1 ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდის საშუალებით. ორგანიზმში ვიტამინი B1 განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით 12-გოჯა ნაწლავიდან. ალკოჰოლი ხელს უშლის რიბოფლავინის შეწოვას. ვიტამინი B2 ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა შარდის საშუალებით. ვიტამინი B2 განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლები გამოიყოფა განავლისა და შარდის საშუალებით.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით მლივი ნაწლავიდან. ვიტამინის B6 ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდის საშუალებით. ვიტამინი B6 განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან, განსაკუთრებით თეძოს ნაწლავიდან. ვიტამინი B12 ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდის საშუალებით. ორგანიზმში ვიტამინი B12 განიცდის ბიოტრანსფოომაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალთან ერთად.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით მლივი ნაწლავიდან. მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა შეწოვა შემცირდეს. ვიტამინი C ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდის საშუალებით. ვიტამინი C განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი): შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. ვიტამინი D2 განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლსა და თირკმელებში. ორგანიზმიდან გამოიყოფა განავლისა და შარდის საშუალებით.

ვიტამინი E (ტოკოფეროლი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით 12-გოჯა ნაწლავიდან. ტოკოფეროლის შეწოვისათვის აუცილებელია ნაღვლის მარილები, ცხიმები და პანკრეასის ნორმალური ფუნქციონირება. ვიტამინი E განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავლისა და შარდის საშუალებით.

ბიოტინი (ვიტამინი H): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოტინის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით. განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

პანთოტენის მჟავა: შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ორგანიზმში არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. გამოიყოფა შარდით.

ფოლის მჟავა: შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით 12-გოჯა ნაწლავიდან. ფოლის მჟავის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით. ფოლის მჟავა განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ნიკოტინამიდი (ნიაცინამიდი): შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნიკოტინამიდის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით. ნიკოტინამიდი განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და მისი მეტაბოლები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

კალციუმი: კალციუმი ძირითადად შეიწოვება წვრილი ნაწლავში. მისი ოპტიმალური აბსორბციისათვის აუცილებელია ვიტამინი D არსებობა. კალციუმის შეწოვა მატულობს ჰიპოკალცემიისა და კალციუმის დაბალი შემცველობის საკვების მიღების დროს. კალციუმი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად განავლით და აგრეთვე შარდითაც.

რკინა: ძირითადად შეიწოვება 12-გოჯა და მლივი ნაწლავიდან. რკინის აბსორბცია მაქსიმალურია მისი ორვალენქტიანი (Fe++) ფორმების მიღებისას და აგრეთვე უზმოზე. როგორც წესი, რკინის შეწოვა იზრდება ორგანიზმში მისი დეფიციტის დროს; რკინა ორგანიზმში აკუმულირდება ღვიძლში, ელენთაში, ძვლის ტვინსა და მოცირკულირე სისხლში. ორგანიზმიდან რკინის გამოყოფა ხდება სხვადასხვა გზით, როგორიცაა განავალი, შარდი და ოფლი.

მაგნიუმი: კარგად შეიწოვება მლივ და თეძოს ნაწლავში. გამოიყოფა განავლისა და შარდის საშუალებით.

ფოსფორი: გასტროინტესტინური ტრაქტიდან ფოსფორის შეწოვისათვის აუცილებელია ვიტამინი D არსებობა. გამოიყოფა განავლისა და შარდის საშუალებით.

სპილენძი: უმთავრესად აბსორბირდება კუჭიდან და 12-გოჯა ნაწლავიდან. როგორც წესი, სპილენძის შეწოვა იზრდება ორგანიზმში მის დეფიციტის დროს.

ორგანიზმიდან სპილენძის გამოყოფა ხდება სხვადასხვა გზით, როგორიცაა განავალი, შარდი და ოფლი.

მანგანუმი: შეწოვის ინტენსივობა არ არის მაღალი, რადგან, მანგანუმი ენეტეროჰეპატური ცირკულაციის სუბსტრატს წარმოადგენს.

თუთია: თუთია ძირითადად შეიწოვება 12-გოჯა და თეძოს ნაწლავიდან. ორგანიზმიდან გამოიყოფა განავლითა და შარდით.

ჩვენებები:

  • ვიტამინებისა და მინერალების ზოგადი დეფიციტის პრევენცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ამ დროს მათზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო და აღნიშნული დეფიციტით განპირობებული არასასურველი მოვლენების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

თუ არ არსებოს ექიმის განსაკუთრებული მითითება მოზრდილებმა უნდა მიიღონ ერთი ტაბლეტი დღეში საუზმის დროს.

ორსულებს, რომლებსაც დილის საათებში აღენიშნებათ გულისრევა და ღებინება, მეგადინი პრონატალი უნდა მიიღონ სადილობის დროს.

გვერდითი მოვლენები:

მეგადინი პრონატალი ხასიათდება მაღალი ამტანობით. მისი გამოყენების დროს იშვიათად შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები, მაგალითად ყაბზობა. აღნიშნული მოვლენების განვითარების დროს წამლის მიღების შეწყვეტა არ არის საჭირო. არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები:

* A და D ჰიპერვიტამინოზი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები;

* რკინის დეპონირებისა და უტილიზაციის დარღვევების მქონე პირები;

* ჰიპერკალციემიისა და/ან ჰიპერკალციურიის მქონე პაციენტები;

* პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის მქონე პირები.

ორსულობა და ლაქტაცია:

მეგადინი პრონატალი გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში, გესტაციური კატეგორია – B.

განსაკუთრებული მითითებები:

* მეგადინი პრონატალი უნდა გამოვიყენოთ რეკომენდებული დოზით.

* პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზის განვითარება.

* მეგადინი პრონატალი არ უნდა გამოვიყენოთ სხვა ვიტამინურ-მინერალურ პრეპარატებთან ერთად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ჭარბი დოზირება:

მეგადინი პრონატალის რეკომენდებული დოზით გამოყენების შემთხვევაში ინტოქსიკაციის განვითარება არ არის მოსალოდნელი.

თუმცა მეგადინი პრონატალის ძალიან მაღალი ერთჯერადი ან მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაციის ნიშნები მასში ცხიმში ხსნადი ვიტამინების A და D შემცველობის გამო.

ვიტამინი A ერთჯერადი დოზის მიღება, 1 500.000 სე მოზრდილებში და 75.000-350.000 სე ბავშვებში, იწვევს მწვავე ინტოქსიკაციის განვითარებას.

ვიტამინი A გამოიყენება, დღიური დოზით 25.000 სე მოზრდილებში და 18.000-50.000 სე ბავშვებში, რამდენიმე თვის განმავლობაში იწვევს ქრონიკული ინტოქსიკაციის განვითარებას.

ვიტამინი A ჭარბი დოზირების დამახასიათებელი ნიშნებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნება, გაბრუება, მადის დაკარგვა, ღებინება, დიარეა, კანის სიმშრალე, მხედველობის დარღვევები.

ვიტამინი D გამოიყენება, დღიური დოზით 2000 სე მოზრდილებში და 1800 სე ბავშვებში, ზრდის ინტოქსიკაციის განვითარების რისკს.

ვიტამინი D ჭარბი დოზირების დამახასიათებელი ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კალციუმის ჩალაგება შინაგან ორგანოებში (თირკმელებში).

დოზის გადაჭარბების დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომური მკურნალობის დაწყება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– რკინის შემცველი პრეპარატების გამოყენება ტეტრაციკლინებთან ერთად არ არის მიზანშეწონილი შესაძლო ურთიერთქმედების გამო.

– თუ მეგადინი პრონატალი და ტეტრაციკლინები თანადროულად გამოიყენება, ამ ორი მედიკამენტის მიღებას შორის ინტერვალი 2 სთ მაინც უნდა იყოს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti