მეგა B 500 SR – MEGA B 500SR – МЕГА Б 500SR

B ვიტამინების კომპლექსი

გამოშვების ფორმა: №20 ტაბლეტი

ვიტ. B1 (თიამინის ნიტრატი) ………….. 250მგ

ვიტ. B2 (რიბოფლავინი) …………………  15მგ

ვიტ. B6 (პირიდოქსინი)  ………………… 200მგ

ვიტ. B9 (ფოლიუმის მჟავა) ……………… 500მკგ

ვიტ. B12 (ციანკობალამინი) …………….. 250მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშრწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში და ასევე ნერვულ ქსოვილში, გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში. იგი გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარებაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველსაყოფად. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არის მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი): მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესებში. იგი არეგულირებს მხედველობით ფუნქციას, ჰემოგლობინის სინთეზს, აუცილებელია ერთროციტების წარმოქმნისათვის და დნმ–ის ფორმირებაში. ხელს უწყობს ქსოვილებში (მ.შ. კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას. აუმჯობესებს მეხსიერებას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი): აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ფოლის მჟავის გარდაქმნას მის აქტიურ ფორმად, ზრდის დიურეზს, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლაში, ამინომჟავების (ტრიპტოფანი, მეთიონინი, ცისტეინი, გლუტამატი და სხვა), მეტაბოლიზმსა და ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და სხვა) ბიოსინთეზში. ათეროსკლეროზის დროს B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.

ვიტამინი B9(ფოლის მჟავა): აუცილებელია ზრდა–განვითარების პროცესების, ქსოვილების პრილიფერაციასა  და ემბრიოგენეზის ნორმალური მიმდინარეობისათვის, მეგალობლასტების მომწიფებისა და მათი ნორმობლასტებად გარდაქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, ადრენალინის სინთეზში, ხელს უწყობს ვიტამინ B12–ს შეწოვას ნაწლავიდან. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისათვის, ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის (ხერხემლის თიაქარი, ანენცეფალია) თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი): კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი – აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის, ასევე დნმ–ს, კრეატინის, მეთიონინის, ქოლინის და მიელინის სინთეზში. ციანკობალამინი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. მისი გამოყენებისას უმჯობესდება ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება.

ჩვენებები:

  • ნერვული სისტემის სხვადასხვა გენეზის დაავადებები: პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, პერიფერიული ნერვული ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;
  • სხვადასხვა გენეზის ანემია;
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
  • კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;
  • სახსრის დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა.
  • ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;
  • ორსულთა ტოქსიკოზები;
  • თვალის დაავადებები კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;
  • ანტიბიოტიკების, იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;

დოზირება:

1–2 კაფსულა დღეში ერთხელ.

მწარმოებელი: აშშ, „ამვილაბი:–ის მიერ, სერთიციფირებულია აშშ–ს წამლისა და საკვების FDA-–ს მიერ.

Facebook კომენტარები

Vairkoseti