მეგესტროლი – MEGESTROL – МЕГЕСТРОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

მეგესტროლი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო პროგესტენს, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პრეპარატის ანტილუთეინურ ეფექტთან და სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებზე მის ზემოქმედებასთან.

ჩვენებები

  • პალიატიური მკურნალობის სახით გამოიყენება სარძევე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული კიბოს  მოგვიანებით სტადიაში და მისი მარეციდივირებელი ფორმების დროს ქალებში მენოპაუზის პერიოდში.
  • ენდომეტრიუმის მარეციდივირებელი და/ან მეტასტაზური კიბოს დროს დამატებით და/ან პალიატიური მკურნალობის სახით.

დოზირების რეჟიმი

სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს ინიშნება 160 მგ დღეში (40 მგ 4-ჯერ დღეში). ენდომეტრიუმის კარცინომის დროს – 40-320 მგ 4-ჯერ დღეში.

ეფექტური მკურნალობის საკმარის პერიოდად ითვლება პრეპარატით უწყვეტი მკურნალობა არანაკლებ 2 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

სხეულის წონაში მომატება, იშვიათად – თრომბოფლებიტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ალოპეცია, გულისრევა და ღებინება, შეშუპებები, საშვილოსნოდან პროფუზული სისხლდენები, ქოშინი, სიმსივნის ადგილას ჰიპერემია, ჰიპერგლიკემია, გამონაყარი.

უკუჩვენებები

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენება ქირურგიული, ქიმიოთერაპიული ან სხივური მკურნალობის ნაცვლად, აგრეთვე ორსულობის ტესტის დასადგენად ნებადართული არ არის.

Facebook კომენტარები

Vairkoseti