მეთოტრექსატი – ებევე (გაგრძელება) – METOTREXAT EBEWE – МЕТОТРЕКСАТ ЭБЕВЕ

(გაგრძელება)

უკუჩვენებები:

მეთოტრექსატი არ გამოიყენება ორსულობის დროს და ცუდი კვებითი სტატუსის მქონე პაციენტებში. ასევე მეთოტრექსატი უკუნაჩვენებია თირკმლის და ღვიძლის სერიოზული დარღვევეის, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიის, ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის, ანემიის, ალკოჰოლიზმის, მეთოტრექსატისადმი ჰიპერმგრძნობე-ლობის და მეთოტრექსატით გამწვეული ფილტვის ტოქსიკური მოვლენების დროს. მეთოტრექსატი არ ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ცნობილია, რომ მეთოტრექსატი ტოქსიკურად მოქმედებს ადამიანის ნაყოფზე: აბორტი, ნაყოფის სიკვდილი და თანდაყოლილი დეფექტები გამოვლინდა ქალებში, რომლებიც ორსულობის დროს, განსაკუთრებით კი ორსულობის პირველი 3 თვე ღებულობდნენ მეთოტრექსატს. მეთოტრექსატით მკურნალობისას ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

ციტოსტატური პრეპარატი – მეთოტრექსატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ონკოლოგიაში გამოცდილების მქონე ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ჰოსპიტალში, სადაც ტარდება ქიმიოთერაპია. ფსორიაზისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ დერმატოლოგიაში და რევმატოლოგიაში გარკვეული გამოცდილების მქონე ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

მეთოტრექსატის მიღებისას ზოგადად რეკომენდირებულია შემდეგი ლაბორატორიული ტესტების ჩატარება: ჰემოგრამა, ჰემატოკრიტი და თრომბოციტების მაჩვენებლების შემოწმება, თირკმლის ფუნქციური ტესტები და შარდის ანალიზი; ღვიძლის ფერმენტების განსაზღვრა; რეკომენდირებულია გულ-მკერდის რენტგენის გადაღება. ფსორიაზის მკურნალობის დროს რეკომენდირებულია რეგულარულად გადამოწმდეს აღნიშნული ტესტები: ჰემატოლოგია – ყოველთვიურად, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია ყოველ 1-3 თვეში. ჩვეულებრივ ანტინეოპლაზური მკურნალობის დროს უფრო ხშირად არის საჭირო საკონტროლო პროცედურების ჩატარება. მკურნალობის დაწყებისას, დოზის ცვლილებისას ან ისეთი პერიოდებისას, როდესაც იზრდება პლაზმაში მეთოტრექსატის დონის მომატების რისკი (მაგ. დეჰიდრატაციის დროს) საჭიროა უფრო ხშირი კონტროლის ჩატარება. არ არის დადგენილი ურთიერთკავშირი ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებებსა და ღვიძლის ფიბროზსა ან ციროზს შორის. ღვიძლის ფუნქციური ტესტების გარდამავალი ცვლილება ხშირად ვლინდება მეთოტრექსატის შეყვანის შემდეგ, რაც ჩვეულებრივ არ იწვევს დოზის მოდიფიცირებას. თუ პრეპარატის შეყვანამდე აღინიშნება ღვიძლის ფუნქციური ტესტების პერმანენტული ცვლილება და/ან შრატის ალბუმინის დონის შემცირება, ეს შესაძლებელია მიანიშნებდეს ღვიძლის სერიოზულ ტოქსიკურ მოვლენებზე და საჭიროებდეს დამატებით გამოკვლევას.

ფილტვის ფუნქციური ტესტების შეფასება შესაძლებელია საჭირო იყოს მაშინ, როდესაც ეჭვი არის მეთოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადების შესახებ. განსაკუთრეით კი, როდესაც ცნობილია მკურნალობამდე არსებული მაჩვენელები. მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრეული სიფრთხილით ინფექციის, პეპტიური წყლულის, წყლულოვანი კოლიტის, დასუსტების დროს და ასევე ძალიან ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტეში.

მკურნალობის დროს გამოვლენილი მძიმე ლეიკოპენიის შემთხვევაში მოსალოდნელია ბაქტერიული ინფექციის განვითარება. ინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მეთოტრექსატის შეყვანის შეწყვეტა და ადექვატური ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარება.

ნეფროტოქსიური მოვლენების დაწყებისას ასევე რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა.

ძვლის ტვინის ძლიერი სუპრესიის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის ან თრომბოციტების გადასხმა.

მეთოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადება წარმოადგენს პოტენციურად საშიშ მდგომარეობას, რაც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ მომენტში იმ შემთხვევაში თუ ყოველკვირეულად მიიღება 7.5 მგ-ზე მეტი დოზა. მდგომარეობა ყოველთვის არ არის შექცევადი. პულმონოლოგიური სიმპტომების გამოვლენისას (განსაკუთრებით მშრალი და არა-პროდუქტიული ხველა) შესაძლებელია საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა და საფუძვლიანი გამოკვლევის ჩატარება. მეთოტრექსატით გამოწვეული (ინტერსტიციული) პნევმონიტის შემთხვევაში მკურნალობის დაუყოვნებელი შეწყვეტის შემდეგ უნდა ჩატარდეს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა. ფილტვის ტოქსიკური მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობის განახლება უკუნაჩვენებია.

დიარეა და წყლულოვანი სტომატიტის განვითარება საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას, რადგან ასეთ შემთხვევაში არსებობს ჰემორაგიული ენტერიტისა და ნაწლავთა პერფორაციით გამოწვეული სიკვდილის რისკი.

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო თირკმლის შემცირეული ფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობისას, მიუხედავად დაბალი დოზების გამოყენებისა, რადგან თირკმლის დისფუნქციის დროს მცირდება მეთოტრექსატის ელიმინაციის დრო.

არ არსებობს მითითებები, რომ პრეპარატი ზრდის კანცეროგენულ რისკს იმ პაციენტებში, რომელთაც ხანგრძლივი პერიოდის შემთხვევაში უტარდებათ მკურნალობა, მაგალითად ფსორიაზიან პაციენტებში. რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში მონაცემები მეთოტრექსატის მიერ გამოწვეული კანცეროგენული რისკის შესახებ შეზღუდულია.

მეთოტრექსატის ინექციის მომზადებისას საჭიროა დამცავი ხელთათმანების, ნიღბის და დამცავი სათვალეების გაკეთება. მეთოტრექსატის, ისევე როგორც სხვა ციტოსტატური პრეპარატების მომზადება უნდა მოხდეს ისეთ ადგილას, რომელიც აღჭურვილი იქნება ვერტიკალური ჰაერგამტარი მილით. მეთოტრექსატის დაღვრის შემთხვევაში საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანა.

მეთოტრექსატით მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან სულ მცირე 3 თვის განმავლობაში საჭიროა კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენება როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ფსორიაზისა და რევმატიული ართრიტის მკურნალობის დროს ზოგადად გამოიყენება მეთოტრექსატის დაბალი დოზები, შედარებით სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობასთან, ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელია ინტოქსიკაციისა და სიკვდილის განვითარება.

პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული მეთოტრექსატით მკურნალობასთან დაკავშირეული რისკის შესახებ და გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ტოქსიკური ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

ფსორიაზიან და რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში მთლიანი კუმულაციური დოზის – 1,5 გ შეყვანის შემდეგ რეკომენდირებულია ჩატარდეს ღვიძლის ბიოფსია. საშუალო ხარისხის ფიბროზის ან ნებისმიერი ხარისხის ციროზის დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერი ხარისხის ცვლილებების დროს არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა, მეთოტრექსატი მაინც სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში.

მეთოტრექსატის და სხვა პოტენციურად ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების და ალკოჰოლის კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

მეთოტრექსატის დაბალი დოზების მიღებისას მოსალოდნელია ავთვისებიანი ლიმფომას განვითარება. მეთოტრექსატით მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას მოსალოდნელია სპონტანური რეციდივის განვითარება. შესაბამისად ონკოლიზურებით მკურნალობის ჩატარება არ არის აუცილებელი. მსგავსი გვერდითი ეფექტის განვითარებისას პირველ რიგში აუცილებელია შეწყდეს მეთოტრექსატით მკურნალობა. თუ არ განვითარდება რემისია, შესაბამისად შესაძლებელია ადექვატური მკურნალობის დაწყება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:

რადგან მეთოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, პარეზი და ჰემიპარეზი, შესაბამისად ამან შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებისას ვლინდება ერთი ან მეტი გვერდითი ეფექტი, მხოლოდ უფრო სერიოზული სახით. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ტოქსიკური ეფექტები უფრო მეტად იქნება გამოხატული. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს ფოლის მჟავა, სულ მცირე 15 მგ ყოველ 3 საათში ინტრავენურად. ფოლის მჟავას დოზის სიხშირე და სიდიდე უნდა განისაზღვროს მიღებული მეთოტრექსატის დოზით და მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციის მიხედვით (იხ. ასევე მეთოტრექსატის მაღალი დოზა). ინტრათეკალურად შეყვანილი მეთოტრექსატის დოზის გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ლუმბალური პუნქცია შემდგომი ვენტრიკულო-ლუმბალური პერფუზიით და ფოლის მჟავას სისტემური დანიშვნით. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება და სისხლის ტრანსფუზიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ შეიძლება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება მეთოტრეაქსატის მაღალი დოზის მიღებამდე (>10 მგ მეთოტრექსატი კვირაში) ან მიღების დროს. გამოვლინდა, რომ მეთოტრექსატის შრატის მაჩვენებლები იზრდებოდა, როდესაც ზოგიერთი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი მიიღებოდა მეთოტრექსატის მაღალ დოზებთან ერთად, რაც შედეგად იწვევდა სიკვდილს სერიოზული ჰემატოლოგიური და კუჭ-ნაწლავის ტოქსიკური მოვლენების გამო.

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, სალიცილატები და სხვა სუსტი ორგანული მჟავეები, მაგალითად პრობენეციდი ამცირებენ მეთოტრექსატის ტუბულარულ სეკრეციას, რაც იწვევს ტოქსიკური მოვლენების გაზრდას. აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მეთოტრექსატის პოტენციური ტოქსიკურობა განსაკუთრებით იზრდება არა-სტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან და დიურეზულებთან ერთად კომინირებული მიღებისას. მეთოტრექსატის დაბალი დოზებისა და არა-სტეროიდულია ნათებისსაწინააღმდეგო პრეპარატების კომბინაცია ხშირად გამოიყენება რევმატოლოგიაში.

მეთოტრექსატი შესაძლებელია მიუერთდეს შრატის ცილებს და ჩაანაცვლოს სალიცილატები, არა-სტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, სულფონამიდები, ფენიტოინი, ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი, პ-ამინო-ბენზოის მჟავა, დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, ციკლოფოსფამიდი, ამინოგლიკოზიდები, ალოპურინოლი, ვინკრისტინი, ჰიდროკორტიზონი, პრედნიზონი, ასპარაგინაზა და ციტოზინ არაბინოზიდი, რაც შესაბამისად გამოიწვევს მეთოტრექსატის თავისუფალი ფრაქციის მომატებას პლაზმაში.

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო მეთოტრექსატის მაღალი დოზების და პოტენციურად ნეფროტოქსიკური პრეპარატების (მაგ. ცისპლატინი) კომბინირებული მიღებისას.

შიგნით მისაღებმა ანტიბიოტიკებმა (მათ შორის ტეტრაციკლინებმა, ქლორამფენიკოლმა და არა-აბსორბირებადმა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებმა) შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ფლორას შეცვლა და მეთოტრექსატის (რე)აბსორბციის დაინჰიბირება.

ასევე შესაძლებელია ურთიერთქმედების განვითარება სამკურნალო მიზნით ჩატარებული დასხივების დროსაც. სხვა ციტოსტატურ პრეპარატებთან ერთად კომინირებული მიღებისას მოსალოდნელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების განვითარება, რაც გამოიწვევს თერაპიული ეფექტისა და გვერდითი მოვლენების გაზრდას.

არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება ცოცხალი ვირუსების საშუალებით იმ პაციენტეში, რომლებიც მკურნალობენ მეთოტრექსატით. ნაწილობრივი ან სრული იმუნიზაციის მიღწევა შესაძლებელია ინაქტივირებული ვაქცინების საშუალებით. ვიტამინებმა, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ფოლის მჟავა ან ფოლის მჟავას დერივატი, შესაძლებელია შეამციროს მეთოტრექსატით გამოწვეული სისტემური ეფექტები. ცხოველებზე და ადამიანებზე წინასწარ ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ კალციუმის ფოლინატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ მხოლოდ მცირე ნაწილი გადადის თავ-ზურგ-ტვინის სითხეში, ძირითადად 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის სახით. ეს რაოდენობა 1-3-ჯერ ნაკლებია ინტრათეკალურად შეყვანილი მეთოტრექსატის ნორმალურ კონცენტრაციასთან შედარებით. მიუხედავად ამისა, კალციუმის ფოლინატის მაღალმა დოზებმა შესაძლებელია შეამციროს ინტრათეკალურად შეყვანილი მეთოტრექსატის ეფექტურობა. ფოლატის დეფიციტმა შესაძლებელია გაზარდოს მეთოტრექსატის ტოქსიკურობა. ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა ძვლის ტვინის სუპრესიის გაძლიერება იმ პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულად ღებულობდნენ მეთოტრექსატსა და ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლს, რაც სავარაუდოდ დამატებით გამოწვეული იყო ფოლის მჟავასთან ანტაგონიზმით. შესაბამისად მეთოტრექსატისა და სულფონამიდების კომბინირებული მიღება რეკომენდირებულია

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25oC) კარგად დახურულ შეფუთვაში და სინათლიგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები

Vairkoseti