მენთოლი – MENTOL – МЕНТОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ახასიათებს გვირგვინოვანი სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება. იწვევს სისხლძარღვთა ზომიერ რეფლექსურ გაფართოებას, პირის ღრუს ლორწოვანი გარის მგრძნობიარე რეცეპტორების („სიცივის რეცეპტორები“) გაღიზიანებით. რეცეპტორების სტიმულაციას თან ახლავს კორონარო დილატაციური ეფექტი. პრეპარატი ავლენს ასევე სედატიურ მოქმედებას და ზომიერად გამოხატულ ზოგად ვაზოდილატაციურ ეფექტს.

ჩვენებები

  • ფუნქციური კარდიალგია, ანგიონევროზული ხასიათის სტენოკარდიული შეტევა.
  • პრეპარატი როგორც დამხმარე საშუალება გამოიყენება გულის იშემიური დაავადების დროს, სტენოკარდიის არახანგრძლივი შეტევის კუპირებისათვის;
  • ნევროზების, ისტერიების, „ზღვის“ დაავადებების შეტევის კუპირებისათვის;
  • ეფექტურია ნევროზული წარმოშობის მსუბუქი გულისრევის დროს.

დოზირების ჟიმი

პრეპარატი მიიღება სუბლინგვალურად ერთი ტაბლეტის ოდენობით მისი სრული გაწოვით. პრეპარატის მიღების სადღეღამისო სიხშირე და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის ეფექტზე.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში აღინიშნება მსუბუქი გულისრევის შეგრძნება, ცრემლდენა, თავბრუსხვევა, რომლებიც თავისთავად ქრება.

უკუჩვენებები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

Facebook კომენტარები