მერკაზოლილი – ზდოროვიე – Merkazolil-Zdorovie – МЕРКАЗОЛИЛ -Здоровье

საერთაშორისო დასახელება:

Thiamazole
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება:  მეთიმაზოლი ( თიამაზოლი ).

1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ მეთიმაზოლს ( თიამაზოლს ).

დამხმარე ნივთიერებები : კარტოფილის სახამებელი , კალციუმის სტეარატი , რაფინირებული შაქარი , ტალკი .

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტითირეოიდული საშუალება , ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის წარმოქმნას .

ფარმაკოლოგიური თვისებები . თირეოსტატული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის წარმოქმნაში მონაწილე ფერმენტის აქტივობის ინჰიბირებით , თიროქსინის სეკრეციის შემცირებით .

პრეპარატი აწესრიგებს მეტაბოლურ პროცესებს ფარისებრ ჯირკვალში , ამცირებს ძირითად ცვლას ( რომელიც მომატებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას),  აჩქარებს ფარისებრი ჯირკვლიდან იოდიდების გამოყოფას , ზრდის ჰიპოფიზში თირეოტროპული ჰორმონის სინთეზს და გამოყოფას . ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს თირეომასტიმულირებელი იმუნოგლობულინების გაქრობას .

ფარმაკოლოგიური მოქმედების ეფექტურობით აღემატება პროპილთიოურაცილს .

ფარმაკოლოგიური ეფექტი გამოვლინებას იწყებს 5 დღეში 40 მგ დოზის მიღებიდან.

შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან . ბიოშეღწევადობა 93%- ს შეადგენს . მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 0.4-1.2 საათის განმავლობაში. სისხლის ცილებს პრაქტიკულად არ უერთდება. კუმულირდება ფარისებრი ჯირკვალში. აღწევს დედის რძეში და მასში შეიძლება მიაღწიოს კონცენტრაციას, რომელიც შეესაბამება სისხლში არსებულ კონცენტრაციას. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 3-6 საათი. გამოიყოფა შარდით და ნაღვლის წვენთან ერთად. თირკმელებით 24-48 საათის განმავლობაში მოქმედი ნივთიერების 70% გამოიყოფა, თანაც 7-12% უცვლელი სახით.

ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლები არ არის დამოკიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე.

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება .

გამოყენების ჩვენებები:

დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, თირეოტოქსიკური კრიზი, ჰიპერთირეოზი ( ბაზედოვის დაავადება ); თირეოიდექტომიისათვის მომზადება; ჰიპერთირეოზის ოპერაციის შემდგომი რეციდივები; წინასწარი და შუალედური მკურნალობა რადიოაქტიური იოდით მკურნალობის დროს .

უკუჩვენებები:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას მის ან თიოშარდოვანას წარმოებულების მიმართ, ჰიპოთირეოზის ( თირეოსტაზულებით მკურნალობის პროცესში განვითარებულის გარდა ), აგრანულოციტოზის დროს კარბიმაზოლით ან თიამაზოლის პრეპარატებით ადრე ჩატარებული თერაპიის დროს, გრანულოციტოპენიის ( მ . შ . ანამნეზში ), გამოხატული ლეიკოპენიის, ჩიყვის ძალიან დიდი ზომების , ფარისებრ ჯირკვალში კვანძების არსებობის ( დაავადების მძიმე პროგრესირებადი მიმდინარეობის შემთხვევების გარდა , როდესაც ოპერაცია დროებით შეუძლებელია ), ჩიყვის მკერდის უკან მდგომარეობის , მკურნალობის დაწყებამდე ქოლესტაზის , ორსულობის , ლაქტაციის დროს . 3 წლამდე ასაკის ბავშვები .

სიფრთხილე:

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

შეზღუდვას პრეპარატის გამოყენებისათვის წარმოადგენს ღვიძლის უკმარისობა , ფარისებრი ჯირკვლის მსხვილი სტრუმები ტრაქეის სანათურის შევიწროვებით . ბოლო შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ხანმოკლე დროით და ლევოთიროქსინთან კომბინაციაში პაციენტის მდგომარეობის კონტროლით ( თირეოტროპული ჰორმონის დონის,  ტრაქეის სანათურის კონტროლი ).

ოპერაციისათვის მომზადებისას , როგორც პრეპარატის გამოყენების შედეგი , გამორიცხული არ არის ფარისებრი ჯირკვლიდან სისხლდენის განვითარება . ამის პრევენციისათვის ( რემისიის მიღწევისას ან მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისას ) პრეპარატის გამოყენება წყდება და ინიშნება იოდის პრეპარატები. ოპერაცია 2-3 კვირაში ტარდება .

რადიოაქტიური იოდის დაგეგმილ მიღებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე დიაგნოსტიკის ან თერაპიის მიზნით პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს .

ჰიპოთირეოზის პროფილაქტიკისათვის ეუთირეოზის მიღწევისას დამატებით ინიშნება ლევოთიროქსინი ( სქემა ” დააბლოკირე და ჩაანაცვლე “); ამ დროს რეკომენდებულია თავისუფალი თიროქსინის დონის კონტროლი .

ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი . მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი .

ორსულობა . პრეპარატის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის . ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება მინიმალურ ეფექტურ დოზებში , რომლებიც შესაძლებელს ხდის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ნორმის ზედა ზღვარზე შენარჩუნებას .

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

მონაცემები არ არსებობს .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატის კომბინირება არ შეიძლება ლეიკოპენიის გამომწვევ პრეპარატებთან : ამიდოპირინი და მისი ანალოგები, სულფანილამიდები.

პრეპარატის ეფექტურობას ზრდიან: ორგანიზმში იოდის უკმარისობა , ლითიუმის პრეპარატები , β – ადრენობლოკატორები ( განსაკუთრებით სუბტოტალური თირეოიდექტომიისათვის მომზადების პერიოდში ), რეზერპინი , ამიოდარონი , გენტამიცინი ; ამცირებენ – კალიუმის იოდიდი , იოდი ( საჭიროა მერკაზოლილ – ზდოროვიეს დოზის გაზრდა ). პრეპარატი ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მგრძნობელობას სხივური თერაპიის მიმართ , ანტიკოაგულანტების ეფექტურობას ( კუმარინი , ინდანდიონის წარმოებულები ); ზრდის β – ბლოკატორების კლირენსს . ლეიკოპენიის განვითარების რისკი მცირდება ლეიკოგენთან და ფოლის მჟავასთან ერთად გამოყენებისას .

იმ პაციენტებში , რომლებიც მერკაზოლილი – ზდოროვიეს იღებენ თირეოტოქსიკოზის სამკურნალოდ , ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ერთდროულად მიღებული პრეპარატების დოზების შეცვლა : საგულე გლიკოზიდების , ამინოფილინის დოზების შემცირება ; ვარფარინისა და სხვა ანტიკოაგულანტების დოზის მომატება ( კუმარინისა და ინდანდიონის წარმოებულები ). ამიოდარონთან ერთად დანიშვნისას შეიძლება საჭირო გახდეს მერკაზოლილ – ზდოროვიეს დოზის შემცირება .

გასათვალისწინებელია ის , რომ თირეოტოქსიკოზის დროს ჩქარდება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმი და ელიმინაცია , რამაც შეიძლება საჭირო გახადოს დოზირების რეჟიმის კორექცია .

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტმა უნდა იცოდეს , რომ თერაპიის პერიოდში ყელის ტკივილის , ჩაყლაპვის გაძნელების , სხეულის ტემპერატურის მომატების , სტომატიტის , ფურუნკულოზის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან მიმართვა .

მკურნალობის დროს კანქვეშა სისხლჩაქცევების ან გაუგებარი გენეზის სისხლდენების , კანზე გენერალიზებული გამონაყარისა და ქავილის , ძლიერი ღებინებისა ან გულისრევის , სიყვითლის , ეპიგასტრიუმში ძლიერი ტკივილების და გამოხატული სისუსტის განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა .

მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი.

გამოყენების წესი და დოზები:

ინიშნება შიგნით , ჭამის შემდეგ , დაუღეჭავად , სითხის დაყოლებით .

საწყისი და ინდივიდუალური დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა . სადღეღამისო დოზა ინიშნება 1 მიღებად ან იყოფა 2-3 ერთჯერად დოზად . მკურნალობის დასაწყისში ერთჯერადი დოზები მიიღება დღის განმავლობაში მკაცრად განსაზღვრულ დროს .

შემანარჩუნებელი დოზა მიიღება 1 მიღებად საუზმის შემდეგ .

ჰიპერთირეოზი . მოზრდილებში მსუბუქი და საშუალო ფორმებისას ინიშნება 5 მგ (1 ტაბლეტი ) 3-4- ჯერ დღეში;

თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმებისას – 10 მგ (2 ტაბლეტი ) 3-4- ჯერ დღეში . რემისიის დადგომის შემდეგ ( ჩვეულებრივ 3-6 კვირის შემდეგ ) სადღეღამისო დოზა 5-10 მგ – ით მცირდება ყოველ 5-10 დღეს და თანდათან შეირჩევა მინიმალური შემანარჩუნებელი დოზა მდგრადი თერაპიული ეფექტის მიღებამდე – 5 მგ (1 ტაბლეტი ) დღეში ერთხელ , დღეგამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ .

უმაღლესი დოზები მოზრდილებისათვის : ერთჯერადი – 10 მგ (2 ტაბლეტი ), სადღეღამისო – 40 მგ (8 ტაბლეტი ). მკურნალობის კურსი 1-2 წელი .

თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმებისას შეიძლება დოზის გაზრდა 60 მგ – მდე დღეში 3-4 მიღებად , მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ( ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევა ) შემანარჩუნებელი დოზა – 5-20 მგ / დღე .

მომზადება თირეოიდექტომიისათვის: მოზრდილებში ინიშნება 20-40 მგ (4-8 ტაბლეტი ) დღეში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სიმპტომების აღმოფხვრამდე ( ჩვეულებრივ – 3-4 კვირა , ცალკეულ შემთხვევებში – უფრო ხანგრძლივად ); მიღება წყდება 1 დღით ადრე ოპერაციამდე . ოპერაციისათვის მომზადების დროის შემცირების მიზნით დამატებით ინიშნება ß – ადრენობლოკატორები და იოდის პრეპარატები .

მომზადება რადიოაქტიური იოდით მკურნალობისათვის: მოზრდილებში ინიშნება 20-40 მგ (4-8 ტაბლეტი ) დღეში ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევამდე .

რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტური პერიოდი ( სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი ). მოზრდილებში ინიშნება დოზით 1.25-10 მგ დღეში და ლევოთიროქსინი მცირე დოზით .

იოდის პრეპარატის დანიშვნისას თირეოტოქსიკოზის პროფილაქტიკა ( იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებების გამოყენების შემთხვევების ჩათვლით ) ლატენტური თირეოტოქსიკოზის , ავტონომიური ადენომების ან ანამნეზში   თირეოტოქსიკოზის დროს . მოზრდილებში ინიშნება დოზით 10-20 მგ (2-4 ტაბლეტი ) დღეში და კალიუმის პერქლორატი დოზით 1 გ / დღე 8-10 დღის განმავლობაში იოდის შემცველი საშუალებების გამოყენებამდე .

13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება იმავე დოზებით , როგორც მოზრდილებში .

3-13 წლის ბავშვებში ინიშნება საწყისი დოზით 0.3-0.5 მგ / კგ / დღე , შემანარჩუნებელი დოზები – 0.2-0.3 მგ / კგ / დღე ( ერთჯერადად , დილით ჭამის შემდეგ ).

მაქსიმალური დოზა ბავშვებისათვის – 15 მგ დღეში (3 ტაბლეტი ). საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინიშნება ლევოთიროქსინი .

ორსულობის დროს ( მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის ) ინიშნება მინიმალურ დოზებში 2.5-10 მგ დღეში . სადღეღამისო უმაღლესი დოზა – 10 მგ (2 ტაბლეტი ).

პრეპარატის ქრონიკული ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში ვითარდება ჰიპოთირეოზი . სიმპტომები :

ღებინება , გულისრევა , ყაბზობა , სისუსტე , კანის სიმშრალე , თავის ტკივილი , ძილიანობა, აპათია , ასკეტიზმი , კუნთების ტკივილი , ქალებში მენსტრუალური ციკლის შეცვლა , სხეულის წონის მომატება , ფარისებრი ჯირკვლის გადიდება . რაიმე არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა .

მკურნალობა : პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა . როგორც წესი , პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სპონტანური აღდგენა . ზოგიერთ შემთხვევაში ექიმს შეუძლია დანიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია .

გვერდითი ეფექტები . ნივთიერებათა ცვლის მხრივ : ჰიპოთირეოზი , ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზია , ცხელება ; იშვიათად – ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირებით .

კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ღებინება , გულისრევა , იშვიათად – გემოს შეგრძნების შექცევადი შეცვლა ; ძალიან იშვიათად – სანერწყვე ჯირკვლების ძლიერი გადიდება , ღვიძლის ფუნქციის დარღვევა , ქოლესტაზური სიყვითლე , ჰეპატიტი . სისხლის სისტემის მხრივ : ლეიკოპენია , აგრანულოციტოზი ; იშვიათად – აპლასტიური ანემია , ჰიპოპროთრომბინემია , თრომბოციტოპენია ასიმპტომატური . ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი , თავბრუსხვევა ; ძალიან იშვიათად – ნევრიტი , პოლინეიროპათია . ალერგიული რეაქციები : ქავილი , ჰიპერემია , გამონაყარი კანზე , იშვიათ შემთხვევებში – კვინკეს შეშუპება .

სხვა : ართრალგია , სისუსტე , სხეულის წონის მომატება ; იშვიათად – ოპერაციის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლიდან სისხლდენის მომატება , სხეულის ტემპერატურის მომატება ; ძალიან იშვიათად – ლიმფადენოპათია , მგლურასმაგვარი სინდრომი , ნეფრიტი .

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება . გვერდითი ეფექტების უმეტესობა დამოკიდებულია დოზაზე და ვითარდება მკურნალობის პირველი 4-8 კვირის განმავლობაში,  გვერდითი ეფექტების განვითარებისას საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა .

რაიმე არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა ( განსაკუთრებით ბავშვების მკურნალობისას ).

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი . შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება .

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ , სინათლისაგან დაცულ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 8-25 0C ტემპერატურაზე .

გამოშვების ფორმა:

50 ან 100 ტაბლეტი პლასტმასის კონტეინერში და კოლოფში .

გაცემის წესი:

რეცეპტით .

მწარმოებელი:

შპს ” ფარმაცევტული კომპანია ” ზდოროვიე “

უკრაინა , ხარკოვი ,

Facebook კომენტარები