მიგ 400 – MIG 400 – МИГ 400

საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE AG, გერმანია

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

10, 20, 30 და 50ც შემოგარსული ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება – იბუპროფენი.

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ იბუპროფენს.

სხვა ინგრედიენტები:

ტაბლეტის ბირთვი

კარტოფილის სახამებელი (ევრ.ფარმ.), მაღალდისპერსული სილიციუმის ორჟანგი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპის) (ევრ. ფარმ.), მაგნიუმის სტეარატი (ევრ.ფარმ.) [მცენარეული].

გარსი

ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, პოვიდონი K 30, ტიტანის ორჟანგი (E 171).

მიგ® 400, შემოგარსული ტაბლეტების არ შეიცავს ლაქტოზას. შესაბამისად, ის დასაშვებია პაციენტებისათვის ლაქტოზის აუტანლობით.

ჩვენებები:

მიგ® 400 წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი/ანალგეტიკი) სიცხის დამწევი მოქმედებით.

მიგ ® 400 გამოიყენება

– მსუბუქიდან ზომიერი სიმძიმის ტკივილის დროს

– ცხელებისას

მიღების წესები და დოზები:

 

წონა(ასაკი)

ერთჯერადი დოზა 
(ტაბლეტების რაოდენობა)

მაქს. საერთო დღიური დოზა 
(ტაბლეტების რაოდენობა)

ტკივილებისა და ცხელების დროს

20 – 29 კგ 6-9 წ.

½ შემოგარსული ტაბლეტი
(შეესაბამება 200 მგ იბუპროფენს)

1½ შემოგარსული ტაბლეტი 
(შეესაბამება 600 მგ იბუპროფენს)

30 – 39 კგ 10-12 წ.

½ შემოგარსული ტაბლეტი
(შეესაბამება 200 მგ იბუპროფენს)

2 შემოგარსული ტაბლეტი 
(შეესაბამება 800 მგ იბუპროფენს)

> 40კგ (ბავშვები და 
12 წელზეუფროსი მოზარდები, უფროსები)

½ – 1 შემოგარსული ტაბლეტი 
(შეესაბამება 200 – 400 მგ იბუპროფენს)

3 შემოგარსული ტაბლეტი 
(შეესაბამება 1200 მგ იბუპროფენს)

 

მიღების წესი

მაქსიმალური ერთჯერადი დოზის მიღების შემთხვევაში, საჭიროა მინიმუმ 6 საათი დაცდა შემდეგი დოზის მიღებამდე

. ხანდაზმული ავადმყოფები და პაციენტები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ცნობილი წყლულოვანი დაავადებით:

პაციენტთა ამ ჯგუფმა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით.

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა:

ავადმყოფებისათვის თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქიდან საშუალომდე შეზღუდვით დოზის შემცირება საჭირო არ არის.

მითითება ტაბლეტების გაყოფის შესახებ:

ტაბლეტი დაიჭირეთ ორივე ხელის საჩვენებელი და დიდი თითებით ნაზოლით ქვევით და, ნაზოლის გასწვრის დიდი თითების დაწოლით გატეხეთ ტაბლეტი.

გამოყენების ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისათვის.

პრეპარატის გამოყენება ოთხ დღეზე ხანგრძლივად ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

მიმართეთ ექიმს თუ გგონიათ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

გამოყენების წესი

მიგ® 400-ის შემოგარსული ტაბლეტები მიიღეთ დაუღეჭავად, დიდი რაოდენობა სითხის მიყოლებით (მაგალითად ერთი ჭიქა წყალი), არამშიერ კუჭზე. თუ მგრძნობიარე კუჭი გაქვთ, მიგ ® 400 მგ-ის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მიგ® 400 მგ-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. თუ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლინება, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგი მკურნალობის შესახებ.

გვერდითი მოვლენების შეფასების საფუძველს სიხშირის შემდეგი კრიტერიუმები წარმოადგენს:

ძალიან ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე მეტი.

ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, თუმცა 100 პაციენტიდან 1-ზე მეტი.

ზოგჯერ: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, თუმცა 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტი.

იშვიათად: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, თუმცა 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტი.

ძალიან იშვიათად: 10000 პაციენტიდან 1 ან 1-ზე ნაკლები ან შემთხვევები

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

შემდეგი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი შეიცავს ყველა გვერდით მოქმედებას, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ იბუპროფენით მკურნალობისას, მ.შ. როდესაც ჩატარდა მკურნალობა მაღალი დოზებით რევმატიზმით დაავადებულ პაციენტებში. დადგენილი სიხშირე თითქმის ძალიან იშვიათ შემთხვევებამდე განეკუთვნება ხანმოკლე მკურნალობას ან დღიური დოზის მიღებას მაქს. 1200 მგ-მდე იბუპროფენი პერორალური წამლის ფორმისათვის (=3 ტაბლეტი) და მაქს. 1800 მგ-მდე სუპოზიტორიებისათვის.

მედიკამენტების მიღების შემდეგ უარყოფით მოვლენებთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი დოზირებისა და პაციენტების ინდივიდუალური თავისებურებანის შესაბამისად ვარირებენ.

ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლულები), პერფორაციები ან სისხლდენები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პრეპარატის გამოყენების შემდეგ არსებობს გულისრევის, ღებინების, ფაღარათის, მეტეორიზმის, შეკრულობის, საჭმლის მონელების დარღვევის, მუცელში ტკივილის, ცვილისებრი განავალის, სისხლიანი პირღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავების შესახებ მონაცემები.

ნაკლები სიხშირით აღინიშნებოდა კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება(გასტრიტი).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია შეშუპების, არტერიული წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევები.

მიგ® 400 მგ ტიპის სამკურნალო პრეპარატებს, შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეთ გულის შეტევების (“გულის ინფარქტი”) ან ინსულტების განვითარების მომატებულ რისკთან.

გულის დაავადებები

ძალიან იშვიათად: გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა), მიოკარდიუმის ინფარქტი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები

ძალიან იშვიათად: სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი).

პირველი ნიშნები შეიძლება იყოს: ცხელება, ტკივილი ყელში, ეროზიები პირის ღრუში, გრიპოზული სიმპტომები, ძლიერი დათრგუნვა, ცხვირიდან სისხლდენა, კანიდან სისხლდენები.

ამ შემთხვევებში აუცილებელია სასწრაფოდ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებით დაუშვებელია.

ნერვული სისტემის დაავადებები

ზოგჯერ, მაღალი დოზირების დროს ხშირად: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუ, უძილობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, დაღლილობა.

თვალების დაავადებები

ზოგჯერ: მხედველობის დარღვევა.

ყურისა და შიდა ყურის ლაბირინთის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დარღვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

ძალიან იშვიათად: კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები, როგორიცაა: გულძმარვა, ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ფაღარათი, შეკრულობა და კუჭ-ნაწლავიდან უმნიშვნელო სისხლდნები, რომლებმაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.

ხშირად: კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები (პეპტიური წყლულები), ზოგიერთ შემთხვევებში სისხლდენებითა და პერფორაციებით, პირის ლორწოვანი გარსის ანთება წყლულებით (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება.

ძალიან იშვიათად: საყლაპავი მილისა (ეზოფაგიტი) და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტი) ანთება, წვრილ და მსხვილ ნაწლავში შეხორცებითი შევიწროებების წარმოქმნა (ნაწლავის სტრიქტურები).

მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილების, სისხლიანი პირღებინების, სისხლიანი განავალის და/ან განავალის გაშავების დროს აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტირება.

თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები

ზოგჯერ: სითხის შეკავების გახშირება შეშუპების წარმოქმნით, განსაკუთრებით პაციენტებში ჰიპერტონიით ან თირკმლების შეზღუდული ფუნქციით: ნეფროზული სინდრომი (ორგანიზმში სითხის დაგროვება [შეშუპებები] და შარდთან ერთად ცილის მნიშვნელოვანი გამოყოფა); თირკმლების ანთებითი დაავადებები (ინტერსტიციალური ნეფრიტი), რომელსაც შეიძლება თან ახლდეს თირკმლების ფუნქციის მწვავე დარღვევა.

ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ქსოვილის დაზიანებები (თირკმლის დვრილების ნეკროზი) და სისხლში შარდმჟავას მომატებული კონცენტრაციები.

შარდის რაოდენობის შემცირება, ორგანიზმში სითხის დაგროვება (შეშუპება) და ზოგადი ცუდი განწყობილება შეიძლება თირკმლების დაავადებაზე მეტყველებდეს თირკმლების უკმარისობამდე.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას ან გამწვავებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ წამლის მიღება და მიმართოთ ექიმს.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

ძალიან იშვიათად: კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა: კანზე გამონაყარი შეწითლებითა და ბუშტუკების წარმოქმნით (მაგალითად სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი). თმების ცვენა (გამელოტება).

გამონაკლის შემთხვევებში, ჩუტყვავილის და წითელი ქარის/შემომსალტველი ლიქენის დროს შესაძლებელია კანის მძიმე ინფექციები და რბილი ქსოვილების მხრივ გართულებების განვითარება (იხ. ასევე “ინფექციური პარაზიტული

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ძალიან იშვიათად: აღინიშნებოდა ინფექციური წარმოშობის ანთებითი პროცესების გამწვავება (მაგალითად, მანეკროზებელი ფასციტის განვითარება), რაც დაკავშირებული იყო გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (მათ შორის მიგ® 400 მგ) გამოყენებასთან. ინფექციის პირველი ნიშნების (მაგალითად, შეწითლება, შესიება, ცხელება, ტკივილი) გამოვლენისას ან მათი გამწვავებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. იბუპროფენის გამოყენებისას აღინიშნებოდა თავის ტვინის გარსების ანთების სიმპტომები (ასეპტიური მენინგიტი), როგორებიცაა: თავის ძლიერი ტკივილები, გულისრევა, ღებინება, ცხელება, კეფის კუნთების რიგიდულობა ან ცნობიერების დაბინდვა. მომატებული რისკი დამახასიათებელია სავარაუდოდ პაციენტებისათვის გარკვეული აუტოიმუნური დაავადებებით (დისკოიდური წითელი მგლურა, შერეული კოლაგენოზი).

სისხლძარღვების დაავადებები

ძალიან იშვიათად: სისხლის მომატებული წნევა (არტერიული ჰიპერტონია).

იმუნური სისტემის დაავადებები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები)

ზოგჯერ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია კანზე გამონაყარითა და ქავილით, ასევე ასთმური შეტევებით (ზოგიერთ შემთხვევაში არტერიული წნევის დაქვეითებით).

ამ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს და შეწყვიტოთ მიგ ® 400 მგ-ის მიღება.

ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის ზოგადი მძიმე რეაქციები. გამოვლინებების შესაძლო ფორმები: სახის, ენისა და ხორხის შესიება სასუნთქი გზების შევიწროებით, ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება სიცოცხლისათვის საშიშ შოკამდეც კი.

ამ სიმპტომთაგან ერთ-ერთის გამოვლენისას, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ ექიმს და შეწყვიტოთ მიგ® 400 მგ-ის მიღება.

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე ანთება (ჰეპატიტი).

ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ღვიძლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

ფსიქიატრიული დაავადებები

ძალიან იშვიათად: ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია. გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან აფთიაქის ფარმაცევტს ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში.

გაგრძელება

Facebook კომენტარები