მიკროგინონი – MICROGINON – МИКРОГИНОН

საერთაშორისო დასახელება:

ეთინილესტრადიოლ+ლევონოგესტრელი (Ethinylestradiol+Levonorgestrel )

ჯგუფური მიკუთვნება:

კონტრაცეპტული საშუალება

მოქმედი ნივთიერების აღწერა:

ეთინილესტრადიოლ+ლევონოგესტრელი

სამკურნალწამლო ფორმა:

დრაჟე, აბები, აბები დაფარული გარსით

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კონტრაცეპტიული კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატი. შიგნით მიღებისას თრგუნავს გონოდოტროპული ჰორმონების ჰიპოფიზურ სეკრეციას. კონტრაცეპტული ეფექტი დაკავშირებულია რამდენიმე მექანიზმთან.

გესტაგენურ კომპონენტად (პროგესტინად) შეიცავს 19-ნორტესტოსტეროლ – ლევონოგესტრელის წარმოებულს, პროგესტერონს, რომელიც აქტივობით ჯობნის ყვითელი სხეულის ჰორმონს (და ამ უკანასკნელის სინთეტურ ანალოგს – პრეგნინს), მოქმედებს რეცეპტორების დონეზე წინასწარი მეტაბოლური გარდაქმნების გარეშე.

ესტროგენულ კომპონენტს წარმოადგენს ეთინილასტრადიოლი. ლევონოგესტრელის ზემოქმედებით ხდება ჰიპოთალამუსის რილიზინგ ფაქტორების გამოთავისუფლების ბლოკადა, ჰიპოფიზით გონოდოტროპული ჰორმონების სეკრეციის დათრგუნვა, რასაც მივყევართ განაყოფიერებისთვის მზა კვერცხუჯრედის მომწიფებისა და გამოსვლის დამუხრუჭებასთან (ოვულაცია). კონტრაცეპტული მოქმედება ძლიერდება ეთინილესტრადიოლით. ინარჩუნებს ყელის ლორწოს მაღალ სიბლანტეს (ართულებს სპერმატოზოიდების მოხვედრას საშოს ღრუში). კონტრაცეპტულ ეფექტთან ერთად, რეგულარული მიღების შემთხვევაში, ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაციას და ხელს უწყობს რიგი გინეკოლოგიური დაავადებების განვითარების პრევენციას, მათ შორის სიმსივნურის.

ჩვენებები:

კონტრაცეპცია, მენსტრუალური ციკლის ფუნქციური მოშლა (მათ შორის დისმენორეა ორგანული მიზეზის გარეშე, დიფუნქციური მეტრორაგია, წინამენსტრუალური სინდრომი).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, თირკმლების უკმარისობა, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემიები (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები, ღვიძლის სიმსივნე (ჰემანგიომა, ღვიძლის კიბო). ავთვისებიანი სიმსივნეები (პირველ რიგში სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის კიბო).

მძიმე გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებები, თრომბოემბოლია ან მათდამი განწყობა (იშემიური ან ჰემორალგიური ინსულტი, გაფანტული ათეროსკლეროზი, მიოკარდიტი, დეკომპენსირებული გულის ქრონიკული უკმარისობა ან მათი ჩვენება ანამნეზში, გულის მანკი, არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმები).

შაქრიანი დიაბეტი მძიმე მიმდინარეობით (რომელიც თანხლებულია რეტინოპათიიტა და მიკროანგიოპათიით).

ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, ქრონიკული ჰემოლიტური ანემია, უცნობი ეტიოლოგიის საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, შაკიკი.

ოტოსკლეროზი; ოტოსკლეროზი სმენის გაუარესებით, იდიოპათური სიყვითლე ან ქავილი – წინა ორსულობის დროს. თანდაყოლილი ჰიპერლიპიდემია, ქალები, რომელთაც დიდი დატვირთვა აქვთ ხმის იოგებზე ( დიქტორები, ლექტორები), მარფანის სინდრომი, 40 წელზე მეტი ასაკი.

სიფრთხილით: ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ეპილეფსია, დეპრესია, წყლულოვანი კოლიტი, საშვილოსნოს მიომა, მასტოპათია, ტუბერკულოზი, თირკმლების დაავადებები, მოზარდის ასაკი (რეგულარული ოვულაციური ციკლების გარეშე).

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, სხეულის მასის მომატება, ლიბიდოსა და განწყობის დაქვეითება, ხმის გაუხეშება, მენსტრუათაშორისი სისხლდენა, ცალკეულ შემთხვევებში – ქუთუთოების შეშუპება, კონიუქტივიტი, მხედველობის დარღვევა, კონტაქტური ლინზების ტარებისას დისკომფორტი, (ამ მოვლენებს აქვთ დროებითი ხასიათი და ქრება დამატებითი თერაპიის გარეშე მედიკამენტის შეწყვეტით). ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, სმენის დაქვეითება, გენერალიზებული ქავილი , სიყვითვლე,  წვივის კუნთის კრუნჩხვა, ეპილეპტიკური მოვლების სიხშირის გაზრდა. იშვიათად აღინიშნება ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, არტერიული წნევის მომატება, თრომბოზები და ვენური ტრობოემბოლიები, კანის გამონაყარი, საშოს სეკრეციის ცვლილება, საშოს კანდიდოზი, მომატებული დაღლილობა, დიარეა.

მიღების წესები და დოზირება:

შიგნით, თითო დრაჟე ერთხელ დღეში, მენსტრუაციის ციკლის დაწყების პირველი ან მეხუთე დღიდან (დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის სახეობაზე: მონოფაზური, 2 ან 3 ფაზური) 21 დღის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი ინტერვალით. კალენდარულ შეფუთვაში 28 დრაჟის არსებობის შემთხვევაში უნდა მიიღოთ უწყვეტი რეჟიმით.

ერთი კალენდარული შეფუთვა შეიცავს სხვადასხვა (ორ- და სამ-ფაზიანი პრეპარატები) ან ერთდაიგივე ფერის (მონოფაზური) დრაჟეებს. დრაჟე არ უნდა დაიღეჭოს. უნდა მიაყოლოთ მცირე რაოდენობის სითხე. მიღების დროს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა შემდგომი მიღებები ერთი და იმავე საათზე უნდა დანიშნოთ, უმჯობესია საუზმის ან ვახშმის შემდეგ (პლაზმაში ჰორმონების მუდმივი კონცენტრაციის უზრუნველსაყოფად, მიღებებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს, იგი უნდა შევინარჩუნოთ 22-26 სთ-ის დონეზე).

თუ მიღება დაწყებული იყო კვირის მეორე ნახევარში, პირველი მენსტრუალური ციკლი შეიძლება გამოვიდეს 4 კვირაზე ნაკლები. პრეპარატის მიღების დასრულების შემდეგ უნდა გააკეთოთ 7-დღიანი შესვენება, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს ტიპური მენსტრუალური სისხლდენა. იმისგან დამოუკიდებლად დაიწყო თუ არა ან რა ხანგრძლივობის იყო სისხლდენა, შემდეგი პრეპარატის მიღების 21-დღიანი კურსი უნდა დავიწყოდ 7-დღიანი შესვენების შემდეგ (ანუ მე-8-ე დღეს). ჩვეულებრივ პირველი მენსტრუალური ციკლი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ გახანგრძლივებულია 1 კვირით. პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში აუცილებელია მივიღოთ პრეპარატი შემდგომი 12 საათის განმავლობაში. 36 საათზე მეტი ინტერვალით მიღებისას საიმედო კონტრაცეპტიული მოქმედება არ არის გარანტირებული (ამის მიუხედავად, საჭიროა მკურნალობის გაგრძელება, იმისათვის, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი მენსტრუაციის დადგომა, რაც დაკავშირებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან). ამ პერიოდში რეკომენდებულია სხვა არაჰორმონალური კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენება (გარდა კალენდარული

ან ტემპერატურის გაზომვის მეთოდისა).

სამკურნალო მიზნებისთვის დოზებს არჩევენ ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ ღებულობენ 2-3 დრაჟეს დღეში 10 დღის განმავლობაში (ან სისხლდენის შეჩერებამდე).

 

განსაკუთრებული მითითებები:

2-ფაზიანი პრეპარატის გამოყენებისას საიმედო კონტრაცეპციული ეფექტი დგება მხოლოდ პრეპარატის მიღების მეორე ციკლში. მოზარდი გოგონებისა და 35 წელზე ახალგაზრდა ქალებითვის რეკომენდებულია 3-ფაზიანი დაბალდოზირებული პრეპარატი. 2-ფაზიანი პრეპარატი უფრო მეტად ესადაგება ზომიერი გესტაგენური ფენოტიპის ქალებს, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალგაზრდა არანამშობიარები ქალებისთვის, რამდენადაც უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანი გარსის ტრანსფორმაციას.

სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით რეკომენდებულია მონოფაზური პრეპარატის გამოყენება.. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ფერტილობა საკმაოდ მალე აღდგება 1-3 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.

მშობიარობისა ან აბორტის შემდეგ პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია არაუადრეს ვიდრე პირველი ნორმალური მენსტრუალური ციკლი არ გაივლის. კონტრაცეპციის დაწყების წინ და ყოველ 6 თვეში რეკომენდებულია ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა (რომელიც მოიცავს სარძევე ჯირკვლებს, ღვიძლის ფუნქციას, არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტერინის კონტროლს, შარდის ანალიზს).

მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. ჩვეულებრივ პერორალური კონტრაცეპტივის მიღება ნაჩვენებია მხოლოდ ხანგრძლივი ლაქტაციის პერიოდში, რადგან მოკლე პერიოდის განმავლობაში ძუძუთი კვებისას მენსტრუალური ციკლი, როგორც წესი, არ აღდგება.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

მწეველ ქალებს, რომლებიც ღებულობენ ჰორმონალურ კონტრაცეპციულ საშუალებებს, აქვთ მომატებული რისკი სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარებისა, რომელთაც შეიძლება მოჰყვეს სერიოზული შედეგები (მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი). რისკი იზრდება ასაკთან ერთად და მოწეული სიგარეტების რაოდენობაზეა დამოკიდებული (განსაკუთრებით 35-ზე მეტი ასაკის ქალების შემთხვევაში).

დიარეისა და პირღებინების შემთხვევაში კონტრაცეპციული ეფექტი სუსტდება (პრეპარატის მიღების შეწყვეტის გარეშე საჭიროა სხვა არაჰორმონალური კონტრაცეპციის მეთოდების დამატება). მკურნალობა მყისიერად უნდა შეწყდეს, ორსულობის დადგომის შემთხვევაში, შაკიკისმაგვარი თავისტკივილის შემთხვევაში (თუ ის მანამდე არ აწუხებდა პაციენტს), ფლებიტის ან ფლებოთრომბოზის (ეხებზე ვენების უჩვეულო ტკივილები ან მათი შებერვა) ადრეული ნიშნების გაჩენისას, სიყვითლის გაჩენისას, მხედველობის დარღვევისას, ცერებროვასკულარული მოშლილობისას, სუნთქვის ან ხველების დროს გაუგებარი ეტიოლოგიის მჩხვლეტავი ტკივილებისას, გულმკერდის არეში ტკივილების ან უხერხულობის შეგრძნების გაჩენისას, არტერიული წნევის მომატებისას, ასევე დაგეგმილ ორსულობამდე 3 თვით ადრე და საორიენტაციოდ 6 კვირით ადრე ქირურგიულ ჩარევამდე, ხანგრძლივი იმობილიზაციისას.

ზომიერი სისხლიანი გამონადენი კურსის დროს არ საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

ურთიერთქმედება:

ბარბიტურატებს, ზოგიერთ ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალწამლო საშუალებას (კარბამაზეპინი, ფენიტოინი), სულფანილამიდებს, პირაზოლონის წარმოებულებს შეუძლიათ გააძლიერონ მეტაბოლიზი სტეროიდული ჰორმონების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების. კონტრაცეპტიული ეფექტის შემცირება აღინიშნება ასევე ზოგიერთი ანტიმიკრობული სამკურნალო საშუალებების ერთდროული დანიშვნისას (ამპიცილინი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი, ნეომიცინი, პოლიმიქსინი В , სულფანილამიდები ტეტრაციკლინი) რაც დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორის შეცვლასთან. გესტაგენ-ესტროგენის მიღებისას საჭიროა ჰიპოგლიკემიური საშუალებისა და არაპირდაპირი სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია.

Facebook კომენტარები