Aviabiltebi
მთავარი მკურნალი მირენა – MIRENA – МИРЕНА

მირენა – MIRENA – МИРЕНА

საერთაშორისო დასახელება:

LEVONORGESTREL

მწარმოებელი: Schering OY (Associated company of Schering), ფინეთი

მოქმედი ნივთიერება: ლევონორგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპციული სისტემა.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საშვილოსნოსშიდა სისტემა (სშს) აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლების სიჩქარე 20 მკგ/24 სთ.

1 სშს

ლევონორგესტრელი …………    52 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ჩასახვის საწინააღმდეგო მექანიკური საშუალებაა, რომელიც წარმოადგენს T-ს ფორმის პოლიეთილენის სპირალს. იგი შეიცავს ლევონორგესტრელის კონტეინერს, რომელიც დაფარულია სპეციალური მემბრანით. მემბრანის მეშვეობით განუწყვეტლივ ხდება დღეში 20 მკგ ლევონორგესტრელის ლიფუზია. ლევონორგესტრელი, რომელიც უშუალოდ აღწევს საშვილოსნოში, ენდომეტრიუმზე ავლენს პირდაპირ ლოკალურ ზემოქმედებას, ხელს უშლის მასში პროლიფერაციულ ცვლილებებს, რის გამოც მცირდება ენდომეტრიუმის იმპლანტაციური ფუნქცია. პრეპარატი აგრეთვე ზრდის ცერვიკალური არხის ლორწოს სიბლანტეს, რაც აფერხებს საშვილოსნოში სპერმატოზოიდების შეღწევას.

ლევონორგესტრელს გააჩნია უმნიშვნელო სისტემური მოქმედება, რომელიც ვლინდება ოვულაციის ზოგიერთი ციკლის დათრგუნვით. მირენა ამცირებს მენსტრუალური ციკლის დროს სისხლდენას. ამსუბუქებს ტკივილებს მენსტრუალური ციკლის წინა და შემდგომ პერიოდში. სისტემის ჩადგმიდან 2-3 თვის გასვლის შემდეგ მენორაგიის მქონე ქალებში მენსტრუალური სისხლდენის მოცულობა შემცირდა 88%-ით, რამაც შეამცირა რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი.

ფარმაკოკინეტიკა:

ლევონორგესტრელი უშუალოდ აღწევს საშვილოსნოში. პრეპარატის უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება სისტემურ ნაკადში. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სტაბილურია და შეადგენს 100-200 პგ/მლ-ში (0.3-0.6 ნმოლ/ლ).

ჩვენებები:

  • კონტრაცეპცია;
  • იდიოპათიური მენორაგია;
  • დისმენორეა;
  • ენდომეტრიუმის დაცვა ჰიპერპლაზიისაგან ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

სისტემის ჩადგმა რეკომენდებულია:

მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 7 დღის პერიოდში.

ხელოვნური აბორტის შემდეგ პირველივე მენსტრუაციისთანავე; ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ არაუადრეს 6 კვირისა.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი.

ენდოკრინული და გინეკოლოგიური სტატუსი: სარძევე ჯირკვლის დაჭიმულობა, სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოდან.

კანის მხრივ: აკნე.

გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად, რომლებიც, როგორც წესი, დამატებით თერაპიას არ საჭიროებენ და რამდენიმე თვის განმავლობაში ქრებიან.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოდან უცნობი ეტიოლოგის სისხლდენის, ღვიძლის მწვავე დაავადების, თრომბოემბოლური დაავადებების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენება ეფექტურია 5 წლის განმავლობაში.

ზოგიერთ ქალს მირენას გამოყენებისას უვითარდება ოლიგომენორეა ან ამენორეა, რასაც მენორაგიის დროს აქვს სამკურნალო ეფექტი.

სისტემის ამოღების შემდეგ მენსტრუალური ფუნქცია აღდგება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფენიტოინის, ბარბიტურატების, ბენზოდიაზეპინების და რიფამპიცინის რეგულარული გამოყენება იწვევს პრეპარატის კონტრაცეპტული მოქმედების შემცირებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები