მიტომიცინი – MITOMYCIN – МИТОМИЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია დნმ-ის სინთეზის სელექტიურ დათრგუნვასთან როგორც ბაქტერიულ, ასევე სიმსივნურ უჯრედებში, რაც დაკავშირებულია ამ უკანასკნელის ალკილირებასთან. იგი აქტივირდება ქიმიური ან ფერმენტული აღდგენითი პროცესის შედეგად, რომლის შემდეგ მოტომიცინი ქმნის კოვალენტურ კავშირებს ნუკლეოფილურ ჯგუფებთან სხვადასხვა მოლეკულებში რნმ-ისა და ცილების ჩათვლით.

ფარმაკოკინეტიკა

არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 50 წუთს, გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით უცვლელ მდგომარეობაში.

ჩვენებები

მიტომიცინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  • კარცინომა (კუჭის კარცინომა, კარცინომატოზული პერიტონიტის დროს, ძუძუს კიბო, ღვიძლის კიბო. ფილტვის კიბო, პანკრეასის კიბო, ინტესტინალური და კანის კიბო);
  • სარკომა (რეტიკულოსარკომა, ლიმფოსარკომა და მელანოსარკომა);
  • ლეიკემია: (მწვავე ლეიკემია და ქრონიკული ლეიკემია) ხოჯკინის დაავადება, ქორიოეპითელიომა, სანაღვლე გზების სიმსივნე.

დოზირების რეჟიმი

დოზირება ინდივიდუალურია. შეყავთ ინტრავენურად, საშუალო დოზა შეადგენს 10 მგ/კვ.მ ერთხელ დღეში 6-8 კვირის ინტერვალით.

დოზირების კორექცია დამოკიდებულია პერიფერიული სისხლის მდგომარეობაზე (ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობაზე).

დოზას 20 მგ/კვ.მ არ გააჩნია უფრო გამოხატული ეფექტი, და უფრო ტოქსიურია, ვიდრე დაბალი დოზები.

გვერდითი მოვლენები

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, ცელულიტი, სტომატიტი, ანორექსია, გულისრევა, პირღებინება, მშრალი ხველა, ინფილტრატი ფილტვებში, კრეატინინის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში, ჰემოლიზური სინდრომი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ალოპეცია, გამონაყარი კანზე, სიცხის მომატება, მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია.

უკუჩვენებები

* თრომბოციტოპენია, კოაგულოპათია, მომატებული სისხლდენა, თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ორსულობა, მომატებული მგრძნობელობა მიტომედისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს;

პრეპარატის მიღებისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მიტომიცინისა და იმ პრეპარატების კომბინირებამ, რომლებსაც გააჩნიათ მიელოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება, შეიძლება გამოიწვიონ ტოქსიურობის გაზრდა.

Facebook კომენტარები