Aviabiltebi

მოვალისი 7.5მგ #20ტ

მოვალისი

 

შემადგენლობა 
აქტიური ნივთიერება
1 ტაბ . შეიცავს 7.5 მგ და 15.0 მგ მელოქსიკამს ;
დამხმარე ნივთიერებები
ნატრიუმის ციტრატი , ლაქტოზა , მიკროკრისტალური ცელულოზა , პოლივიდონი , სილიციუმისკოლოიდური დიოქსიდი , კროსპოვიდონი , მაგნიუმის სტეარატი .
1 სანთელი შეიცავს 7.5 მგ და 15.0 მგ მელოქსიკამს .
დამხმარე ნივთიერებები : სანთლის მასა ( სუპოცირი BP) , მაკროგოლის გლიცერილსტეარატი (პოლიეთილენგლიკოლის გლიცერილჰიდროქსი – სტეარატი ).
აღწერილობა : სანთლები – გლუვი , მოყვითალო – მომწვანო ფერის სანთლები ფუძეზე ჩაღრმავებით .
ტაბლეტები – მრგვალი , ღია ყვითელი ფერის ტაბლეტები . ერთი მხარე გამობერილი , დამრეცი კიდეებით, გამობერილ მხარეს ფირმის ლოგოტიპი ; მეორე მხარეს – ჩაღრმავებული ნაზოლი , რომლის ორივემხარეს აღინიშნება გრავიურა “59 D ” 7.5 მგ – იანი ტაბლეტებისთვის ან “77 C ” 15 მგ – იანიტაბლეტებისთვის .  

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება .

ფარმაკოლოგიური თვისებები 
მოვალისი ანთების საწინააღმდგო არასტეროიდული პრეპარატია , რომელიც განეკუთვნება ენოლონის მჟავასწარმოებულებს . იგი ავლენს ანთების საწინააღმდეგო , ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას .მელოქსიკამის გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დადგენილია ანთების ყველა სტანდარტულ მოდელზე. მელოქსიკამის მოქმედების მექნიზმს პროსტაგლანდინების   – ანთების ცნობილი მედიატორების სინთეზისინჰიბირების მისი უნარი წარმოადგენს .
In vivo მელოქსიკამი პროსტალგანდინების სინთეზის ინჰიბირებას ანთების კერაში უფრო მეტად , ვიდრე კუჭისლორწოვან გარსში ან თირკმელებში .
ეს განსხვავება დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა -2- ის ( ცოგ -2) შედარებით სელექტიურ ინჰიბირებაზეციკლოოქსიგენაზა -1- თან ( ცოგ -1) შედარებით . ითვლება , რომ ცოგ -2- ის ინჰიბირება უზრუნველყოფს ასაპ – ისთერაპიულ ეფექტს , მაშინ , როდესაც მუდმივად არსებული იზოფერმენტის ცოგ -1- ის ინჰიბირება შეიძლება იყოსკუჭისა და თირკმელების მხრივ გვერდითი მოქმედების მიზეზი .
მელოქსიკამის სელექტიურობა ცოგ -2- ის მიმართ დადასტურებულია სხვადასხვა ტესტ – სისტემებით , როგორც in vitro, ასევე  in vivo . მელოქსიკამის ცოგ -2- ის ინჰიბირების სელექტიური უნარი , მოახდინოს ცოგ -2- ის ინჰიბირება ,  ნაჩვენებია in vitro ადამიანის სისხლის ტესტ – სისტემების კვლევისთვის .  in vivo დადგენილია , რომ მელოქსიკამი (დოზებში 7.5 და 15 მგ )   აქტიურად ახდენს ცოგ -2- ის ინჰიბირებას , ახდენს ლიპოპოლისაქარიდებითსტიმულირებულ პროსტალგანდინი E 2 – ს პროდუქციის ინჰიბირებას ( რეაქცია , რომელიც კონტროლდება ცოგ -2- ით) და შედარებით ნაკლებად თრომბოქსანის ინჰიბირებას , რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში ( ცოგ-1 კონტროლირებადი რეაქცია ). ეს ეფექტები დამოკიდებული იყო დოზის სიდიდეზე .  in vivo ნაჩვენებია , რომმელოქსიკამი რეკომენდებულ დოზებში არ მოქმედებდა თრომბოციტების აგრეგაციაზე და სისხლდენისხანგრძლივობაზე ინდომეტაცინის , დიკლოფენაკის , იბუპროფენისა და ნაპროქსენისაგან განსხვავებით , რომელთამოქმედება იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას და   სისხლდენის დროის გაზრდას , არ იცვლება .
კლინიკურ კვლევებში გვერდითი ეფექტები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვითარდებოდა უფრო იშვიათად 7.5 და 15მგ მელოქსიკამის მიღებისას , სხვა ასაპ – ების გამოყენებასთან შედარებით . ეს განსხვავება გვერდითი ეფექტების ხშირგამოვლენასთან დაკავშირებით ძირითადად დამოკიდებულია იმაზე , რომ მელოქსიკამის მიღებისას იშვიათია ისეთიმოვლენები , როგორიცაა დისპეფსია , ღებინება , გულისრევა და აბდომინური ტკივილი .

ფარმაკოკინეტიკა
მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან , რაც მიუთითებს მის მაღალ , აბსოლუტურბიოშეღწევადობაზე პერორალური მიღებისას (89%).
ერთჯერადი მიღებისას ტაბლეტების სახით საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 5-6საათის შემდეგ . მრავალჯერადი მიღებისას ფარმაკოკინეტიკის მდგრადი მდგომარეობა მიიღწევა 3- დან 5 დღემდე .
P პრეპარატის მაქსიმალურ (Cmax) და ბაზალურ კონცენტრაციებს (Cmax)
შორის დიაპაზონი ფარმაკოკინეტიკის მდგრადი მდგომარეობის პერიოდში მისი დღეში ერთჯერადი მიღების შემდეგშედარებით მცირეა და შეადგენს 0.4-1.0 მკგ / მლ _7.5 მგ – იანი დოზისთვის და 0.8-2.0 მკგ / მლ – 15 მგ – იანიდოზისთვის . მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მდგრადი ფარმაკოკინეტუკური მდგომარეობის დროს მიიღწევა 5-6 საათის შემდეგ ტაბლეტების მიღებიდან .
პრეპარატის კონცენტრაცია მუდმივი მიღების შემდეგ 1 წლის განმავლობაში   ემსგავსება იმ კონცენტრაციას , რომელიცაღინიშნება ფარმაკოკინეტიკის პირველი მდგრადი მდგომარეობის მიღწევისას .
საკვების ერთდროული მიღება   არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე .
სანთლები
ნაჩვენებია , რომ სანთლები ტაბლეტების ბიოექვივალენტურია . P პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაშიფარმაკოკინეტიკური   მდგრადი მდგომარეობის პერიოდში მიიღწევა დაახლოებით   5 საათში   პრეპარატისმიღებიდან . პრეპარატის მაქსიმალურ (Cmax) და ბაზალურ კონცენტრაციებს (Cmax) შორის დიაპაზონი ტაბლეტებისმსგავსია .  
განაწილება
მელოქსიკამი კარგად უკავშირდება   პლაზმის ცილებს ( ალბუმინებს 99%).   იგი აღწევს სინოვიურ სითხეში , სადაცმისი კონცენტრაცია   შეადგენს პლაზმაში კონცენტრაციის დაახლოებით 50%.
განაწილების მოცულობა მცირეა , საშუალოდ 11 ლ . ინდივიდუალური ამპლიტუდა – 30-40%.
მეტაბოლიზმი
მელოქსიკამი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ქმნის 4 ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტს. ძირითადი მეტაბოლიტი 5’- კარბოქსიმელოქსიკამი ( დოზის სიდიდის 60%) წარმოიქმნება შუალედური მეტაბოლიტის5’- ჰიდროქსიმელოქსიკამის დაჟანგვით ; ეს უკანასკნელი ექსტრაგირდება ,   მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით (დოზის 9%). in vitro კვლევებმა აჩვენა , რომ ამ მეტაბოლურ გარდაქმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს CYP 2C9 ,დამატებითი მნიშვნელობა აქვს იზოფერმენტ CYP   3A4. ორი სხვა მეტაბოლიტის წამოქმნაში ( რომლებიც შეადგენსშესაბამისად დოზის 16% და 14%) მონაწილეობს პეროქსიდაზა , რომლის აქტივობა , როგორც სჩანს ,ინდივიდუალურად ვარირებს .
გამოყოფა
თანაბრად გამოიყოფა შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად , უპირატესად მეტაბოლიტების სახით . უცვლელისახით ფეკალურ მასებთან ერთად გამოიყოფა სადღეღამისო დოზის 5%- ზე ნაკლები , ხოლო შარდში პრეპარატისძალიან მცირე რაოდენობაა . M მელოქსიკამის საშუალო ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი 20 საათს შეადგენს .
პლაზმის კლირენსი საშუალოდ 8 მლ / წთ შეადგენს . M მელოქსიკამი , დოზებში – 7.5-15 მგ , ავლენს პირდაპირფარმაკოკინეტიკას პერორალური მიღებისას .
ღვიძლის და / ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა , ასევე , მცირედ ან საშუალოდ გამოხატული თირკმლის უკმარისობა მელოქსიკამისფარმაკოკინეტიკაზე არსებით ზეგავლენას არ ახდენს . თირკმლის ტერმინალური უკმარისობისას , განაწილებისგაზრდილი მოცულობა   შეიძლება თანხლებული იყოს თავისუფალი მელოქსიკამის   შედარებით მაღალიკონცენტრაციით . A ამიტომ , ასეთ პაციენტებში სადღეღამისო დოზა 7.5 მგ – ს არ უნდა აღემატებოდეს .
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში საშუალო კლირენსი ფარმაკოკინეტიკური მდგრადობის მდგომარეობის პერიოდში ,შედარებით მცირე აქვთ , ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებს .

ჩვენება
სიმპტომური მკურნალობა :
რევმატოიდული ართრიტი , ოსტეოართროზი , მაალკილოზებელი სპონდილიტი ,

უკუჩვენება 
მომატებული მგრძნობელობა მელოქსიკამის ან მის შემადგენლობაში არსებული სხვა კომპონენტების მიმართ . A არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის   შესაძლებლობა აცეტილსალიცილის მჟავის   და სხვაარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო   პრეპარატების მიმართ .  
პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის , რომელთაც აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვაარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ადრე გამოყენებისას , აღენიშნებოდათ ბრონქულიასთმის , ცხვირის პოლიპოზის , ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების გამოვლინება .
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში ;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობა ;
თირკმლის მძიმე   უკმარისობა ( თუ არ ტარდება ჰემოდიალიზი );
კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენა , ცერებროვასკულური სისხლდენა ან სხვა სისხლდენა ;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ;
ორსულობა და ლაქტაცია .
სანთლები არ გამოიყენება იმ პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათ სწორი ნაწლავის ან უკანა ტანისანთებითი დაავადებები ან სისხლდენა .
სიფრთხილით : ხანდაზმულ ასაკში , კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ – წყლულოვანი დაზიანების დროს .

ორსულობა და ლაქტაცია
მოვალისი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს . P პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება შეიძლებააღმოჩნდეს არასასურველი გვერდითი მოვლენების მიზეზი ნაყოფის განვითარების მხრივ . Eეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს თვითნებური აბორტების და გულის მანკების განვითარებაზენაყოფში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების მიღების შემდეგ . G გულის მანკის განვითარებისაბსოლუტური რისკი   იზრდება 1%- დან 1.5%- მდე . ასეთი რისკი იზრდება დოზის და მკურნალობისხანგრძლივობის პროპორციულად .
ორსულობის III ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება შეიძლებათანხლებული იყოს ნაყოფის განვითარების დარღვევით :
– არტერიული ნაკადის ადრეული დახურვით ან ფილტვის ჰიპერტენზიით გულ – ფილტვის სისტემაზეტოქსიკური მოქმედების გამო .
 თირკმელების დისფუნქცია , შემდგომში თირკმლის უკმარისობის განვითარებით და ამნიონური სითხისრაოდენობის შემცირებით ;
დედას , მშობიარობის დროს შეიძლება აღენიშნოს სისხლდენის გახანგრძლივება   და საშვილოსნოსკუმშვადობის შემცირება და ამის შედეგად მშობიარობის დროის გახანგრძლივება .
ცნობილია , რომ   არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები აღწევს ლაქტატში , რის გამოცმოვალისი არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში .

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილეა საჭირო ( ისევე , როგორც სხვა აასპ – ს ) მიღებისასკუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონეპაციენ ტებში და ანტიკოაგულანტებზე მყოფ პაციენტებში . პაციენტები , რომლებიც აღნიშნავენ კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომებს , რეგულარულად უნდა იქნენ გამოკვლეული . კუჭ – ნაწლავის ტრაქტისწყლულოვანი დაზიანების წარმოქმნისას , აუცილებელია მოვალისის მოხსნა .
კნტ – დან სისხლდენა , წყლულები და პერფორაცია , პოტენციურად საშიშია ავადმყოფისთვის და შესაძლოააღმოცენდეს მკურნალობის პროცესში ნებისმიერ დროს , როგორც საგანგაშო სიმპტომების ან ანამნეზში კუჭ -ნაწლავის მხრიდან სერიოზული გართულებების არსებობისას , ასევე , უსიმპტომო პაციენტებში . უფროხშირად აღნიშნული გართულებები ვლინდება ხამდაზმულ ასაკში .
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პაციენტებში , რომლებსაც გააჩნიათ კანის და ლორწოვანი გარსებისმხრივ გვერდითი მოვლენები . ამ შემთხვევაში უნდა განიხილოს საკითხი მოვალისის მოხსნის თაობაზე .
აასპ ახდენს თირკმელში პროსტაგლანდინების ინჰიბირებას . ეს უკანასკნელნი კი , მონაწილეობენთირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში . აასპ – ს გამოყენებამ თირკმლის სისხლის მიმოქცევის დაქვეითებისპირობებში , შესაძლებელია ხელი შეუწყოს ფარულად მიმდინარე თირკმლის უკმარისობის დეკომპენსაციას .  აასპ – ს მოხსნისას , თირკმლის ფუნქცია , როგორც წესი , აღდგება საწყის დონემდე .   უპირატესიხარისხით ამ რეაქციის განვითარების   რისკი არის მოხუცებულთა ასაკში , ასევე , ავადმყოფები , რომელთაცაღენიშნებათ დეჰიდრატაცია , გულის შეგუბებითი უკმარისობა , ღვიძლის ციროზი , ნეფროზული სინდრომიან თირკმლის გამოხატული დაავადებები და პაციენტები , რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს , აგფ -ს ინჰიბიტორებს , ანგიოტენსინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს , ასევე სერიოზული ქირურგიული ჩარევისშემდეგ , რომელიც თანდართულია ჰიპოვოლემიით . ასეთ პაციენტებს თერაპიის დასაწყისში , აუცილებელიაჩაუტარდეთ დიურეზის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი .
იშვიათ შემთხვევებში , აასპ შეიძლება გახდეს ინტერსტიციული ნეფრიტის , გლომერულონეფრიტის ,მედულარული თირკმლის ნეკროზის ან ნეფროზული სინდრომის განვითარების მიზეზი .
თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში , რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე , პრეპარატმოვალისის დოზა არ უნდა აჭარბებდეს   7.5 მგ – ს .   თირკმლის საშუალო ან მცირედ გამოხატულიუკმარისობისას ( ანუ როდესაც კრეატინინის კლირენსი მეტია 25 მლ / წთ – ზე ) დოზის შემცირება არ არისაუცილებელი .
მოვალისის გამოყენებისას ( ისევე , როგორც აასპ – ს უმრავლესობა ) აღინიშნება ტრანსამინაზების ანღვიძლის სხვა მაჩვენებლების ფუნქციის მომატება სისხლში . უმრავლეს შემთხვევაში ეს მატება მცირეა დაგარდამავალი . თუ გამოვლენილი ცვლილებები მნიშვნელოვანია ან არ მცირდება დროთა განმავლობაში ,საჭიროა მოვალისის მოხსნა და დაკვირვების წარმოება შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით .
დასუსტებული ან გამოფიტული პაციენტები შეიძლება უარესად იტანდნენ გვერდით მოვლენებს , ამიტომასეთ პაციენტებში აუცილებელია გულმოდგინე დაკვირვება . სიფრთხილე უნდა დავიცვათ ხანდაზმულიპაციენტების მკურნალობისას , რომლებსაც აქვთ თირკმლის და ღვიძლის      ფუნქციის დარღვევის დაგულის დაავადებების განვითარების მომატებული რისკი .
აასპ – ს გამოყენება დიურეზულებთან ერთად , შეიძლება გახდეს ნატრიუმის , კალიუმის და სითხისშეკავების მიზეზი და გავლენა იქონიოს შარდმდენების ნატრიურეზულ ეფექტზე . ამის შედეგად ,მიდრეკილ პაციენტებში მძიმდება გულის უკმარისობა ან ჰიპერტენზია .
მელოქსიკამმა შეიძლება შენიღბოს   ინფექციური დაავადებების სიმპტომები .
მელოქსიკამის გამოყენება , ისევე , როგორც პროსტაგლანდინების ციკლოოქსიგენაზის სინთეზის სხვაინჰიბიტორების გამოყენება , შეიძლება მოქმედებდეს ქალის ფერტილურ ფუნქციაზე .   ამიტომ არ არისრეკომენდებული ორსულობის სურვილის შემთხვევაში , ჩასახვის უნარის დარღვევის დროს ან უნაყოფობისგამოკვლევის პერიოდში აუცილებელია მელოქსიკამის მოხსნის საკითხის განხილვა .

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე გავლენის შესახებ სპეციალურიგამოკვლევები არ ჩატარებულა . სიფრთხილე მართებთ იმ პაციენტებს , რომლებსაც აღენიშნებათმხედველობის დარღვევები , ძილიანობის ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა რაიმე სიმპტომები .    

გვერდითი მოვლენები
კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ :  
პაციენტების 1%- ზე მეტს – დისპეფსია , გულისრევა , ღებინება , ტკივილი მუცლის არეში , ყაბზობა ,მეტეორიზმი , დიარეა ;
პაციენტების 0.1-1%- ს – ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ტრანზიტორული ცვლილებები ( მაგ .ტრანსამინაზების ან ბილირუბინის მაჩვენებლების მომატება ), ეზოფაგიტი , კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავისწყლული , კუჭიდან და ნაწლავებიდან ფარული და ღია სისხლდენები ;
პაციენტების კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა , ეროზიულ – გასტრიტული დაზიანება და კუჭის წყლულისპერფორაცია , პოტენციურად შეიძლება საშიში გახდეს სიცოცხლისათვის .
ჰემატოლოგიური :
პაციენტების 1%- ზე მეტს – ანემია ;
პაციენტების 0.1-1%- ს – პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები , მათ შორის ლეიკოპენია დათრომბოციტოპენია . მიელოტოქსიკური პრეპარატების , კერძოდ მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნაიწვევს ციტოპენიას .
კანის და ლორწოვანი გარსების მხრივ :
პაციენტების 1%- ზე მეტს – ქავილი , კანზე გამონაყარი ;
პაციენტების 0.1-1%- ჭინჭრის ციება ;
პაციენტების 1%- ზე ნაკლებს – ფოტოსენსიბილიზაცია . იშვიათად შესაძლებელია ბულოზური რეაქციები ,მულტიფორმული ერითემა , სტივენს – ჯონსის სინდრომი , ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი .
 სასუნთქი სისტემის მხრივ :
პაციენტების 1%- ზე ნაკლებს – ასპირინის და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს ,მოვალისის ჩათვლით , ცალკეულ შემთხვევებში აღენიშნება ბრონქული ასთმის მწვავე შეტევები .
გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრივ :
პაციენტების 1%- ზე მეტს – შეშუპება .
პაციენტების 0.1-1%- არტერიული წნევის მომატება , ტაქიკარდია , სახის ჰიპერემია .
 ც . ნ . ს – ის მხრივ :
პაციენტების 1%- ზე მეტს – თავის ტკივილი , გაბრუება
პაციენტების 0.1-1%- თავბრუსხვევა , ყურებში შუილი , ძილიანობა .
შარდ – სასქესო სისტემის მხრივ :
პაციენტების 0.1-1%- თირკმელების მაჩვენებლების ცვლილებები ( კრეატინინის   და ან სისხლში შარდოვანასმაჩვენებლების მომატება ).
პაციენტების 0.1%- ზე ნაკლებს – თირკმელების მწვავე უკმარისობა .
შეიძლება განვითარდეს ინტერსტიციული ნეფრიტი , ალბუმინურია და ჰემატურია , თუმცა ამ ცვლილებების კავშირიმელოქსიკამის გამოყენებასთან დადგენილი არ არის .
 ალერგიული რეაქციები :
პაციენტების 0.1%- ზე ნაკლებს – ანგიონევროზული შეშუპება , დაუყოვნებლივი ტიპის ალერგიული რეაქციები ,ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით .
მხედველობის ორგანოების მხრივ :
კონიუნქტივიტი , მხედველობის დარღვევა , მათ შორის მხედველობის სიმახვილის დაქვეითება .

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
მოვალისის და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის . არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან პრეპარატისკომბინაციით მოსალოდნელია სისხლის შედედების საწინააღმდეგო ეფექტის გაძლიერება .
მოვალისი ლითიუმთან კომბინაციით , იწვევს ამ უკანასკნელების კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში .
მოვალისი აძლიერებს მეტოტრექსატის ჰემატოლოგიურ აქტივობას . ამ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის სურათისპერიოდული კონტროლი .
მოვალისის და კალიუმის შემცველი დიურეტიკების ერთდროული დანიშვნით , შესაძლებელია სისხლში კალიუმისკონცენტრაციის მომატება .
მოვალისის და კონტრაცეპტივების კომბინაციით ქვეითდება ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტი .
მოვალისის და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას , პროსტაგლანდინ -ვაზოდილატატორების ბლოკირებით ქვეითდება მათი ანტიჰიპერტენზიული მოქმედების ეფექტი .
ქოლესტირამინი კუჭ – ნაწლავის ტრაქტში   იწვევს მელოქსიკამთან შეკავშირებას , რაც იწვევს ორგანიზმიდან მისიგამოყოფის პროცესის დაჩქარებას .
მოვალისის და ციკლოსპორინების ერთდროული დანიშვნით , ადგილი აქვს ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიურობისგაძლიერებას , რის გამოც საჭიროა თირკმელების ფუნქციის პერიოდული კონტროლი .
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს ნატრიუმის , კალიუმის , სითხის გამოყოფისშეფერხებას და სალურეზული საშუალებების მოქმედების შესუსტებას , რაც ხელს   უწყობს გულის უკმარისობის დაარტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას .

მიღების წესი და დოზირება
რევმატოიდული ართრიტი :
15 მგ დღეში . თერაპიული ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება 7.5 მგ – მდე დღეღამეში .
ოსტეოართროზი -7.5 მგ დღეში . აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 15 მგ – მდე დღეღამეში .
მაალკილიზირებელი სპონდილიტი -15 მგ დღეღამეში . თერაპიული ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზისშემცირება 7.5 მგ – მდე დღეღამეში .
გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის   და თირკმელების გამოხატული უკმარისობის დროს , როდესაც ტარდება   ჰემოდიალიზი , სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ – ს .
მოზარდებში
მაქსიმალური დოზა შეადგენს 0.25 მგ / კგ – ზე .
მოვალისის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს   15 მგ – ს .
ტაბლეტებს იღებენ ჭამის დროს წყალთან ან სხვა სითხეებთან ერთად .
რექტალური სანთლები რეკომენდებულია 7.5 მგ დოზით ერთხელ დღეში . მძიმე შემთხვევებში შეიძლება სანთლებისდოზის გაზრდა 15 მგ – მდე .
რექტალურად პრეპარატი გამოიყენება რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში და გასათვალისწინებელიაადგილობრივი ტოქსიკურობის და სისტემური მოქმედების სუმირება .
კომბინირებული გამოყენება :
მოვალისის სუმარული დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ – ს .

ჭარბი დოზირება
ამ დროს საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა .
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს .
დადგენილია , რომ ქოლესტირამინი აჩქარებს ორგანიზმიდან მელოქსიკამის გამოყოფის პროცესს .

შენახვის ვადა 
ტაბლეტები -5 წელი
სანთლები -3 წელი

შენახვის პირობები 
ტაბლეტები : მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C – მდე ტემპერატურაზე .
სანთლები : არაუმეტეს 300 C – ტემპერატურაზე .
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას .

შეფუთვ
N10 პვქ / ალ ფოლგის ბლისტერში . 1 ან 2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .
N6    ან N12 სანთელი ალუმინის ფოლგაში 7.5 მგ და 15 მგ . მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფი .

გაცემის რეჟიმი
რეცეპტის გარეშე

Facebook კომენტარები