მულტი – ტაბს ბ-კომპლექსი – MULTI -TABS B-COMPLEX – МУЛТИ -ТАБС В-КОМРЛЕКС

მწარმოებელი: FERROSAN , დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება, პოლივიტამინური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60  და 100 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ……………….15 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ……………………15 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ………………..
15 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ……………….5 მგ
ნიკოტინამიდი ……………………………………60 მგ
პანთოტენის მჟავა
(კალციუმის პანთოტენატი) ………………………
30 მგ
ფოლის მჟავა ……………………………………..200 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში: ჰიპრომელოზა, მელტოდექსტრინი, ნატრიუმის  ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი;

შემავსებლები: კალციუმის სულფატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, გლიცეროლი 85%, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინის მჟავა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, სილიციუმის ორჟანგი, ქლორწყალბადის კონცენტრირებული მჟავა, გამოხდილი წყალი.

გარსი: ჰიპრომელოზა 3, ჰიპრომელოზა 15, ტალკი, რკინის ჟანგი (II); რკინის ჟანგი (III); გამოხდილი წყალი, ეთანოლი 96%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პოლივიტამინური კომპლექსი. პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების თვისებებით.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის, ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ვიტამინი B12: აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათივს. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვენ ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

ვიტამინი PP: ნიკოტინამიდი წარმოადგენს კომპონენტს, რომელიც მონაწილეობს წყალბადური იონის გადატანაში ცხიმოვანი მჟავების სინთეზისას, გლიკოლიზისა და ქსოვილების სუნთქვის დროს. ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს უჯრედული მეტაბოლიზმისას. ნიკოტინამიდი ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზაციას; მისი გამოყენება სასურველია ასევე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევისას, რომლებიც  დაკავშირებულია ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

ჩვენებები:

  • ჰიპორვიტამინოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა, B ჯგუფის ვიტამინების გაძლიერებული მოთხოვნის მდგომარეობა:
  • მძიმე სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი;
  • “ქრონიკული დაღლილობის სინდრომი”;
  • ასტენური და ნევროტიკული მდგომარეობების, სტრესის პროფილაქტიკა;
  • სხვადასხვა ეთიოლოგიის პოლინევრიტები, ნევრალგიები;
  • სხვადასხვა ეთიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები.

მიღების წესი და დოზირება:

იმ შემთხვევაში, თუ დოზირების სხვა სქემა არ არის დანიშნული, რეკომენდებულია:

მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის 12 წლის ასაკის ზევით – თითო ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

დიაბეტური პოლინეიროპათიის პროფილაქტიკისათვის და მკურნალობისათვის, სხვადასხვა ეთიოლოგიის პოლინევრიტებისას, ნევრალგიებისას 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მინიმალური კურსი შეადგენს 2-3 თვეს.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* B-კომპლექსის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური კომპლექსების მიღება.

* ჯგუფი- B ვიტამინების კომპლექსი ამცირებს ლევოდოპას ანტიპარკინსონურების ეფექტურობას.

* ალკოჰოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვადობას.

* არ არის რეკომენდებული აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები