მულტი -ტაბს ეკოლოჯიკ® – MULTI -TABS EcoLogic® – МУЛЬТИ -ТАБС ЭКОЛОДЖИК®

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინები მაკრო- და მიკრო ელემენტებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბლეტი, შეფუთვაში 1 ან 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლი აცეტატი) ………………267 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) …………….5 მკგ
ვიტამინი E
(D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) …………………..
10 მგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ………………1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) …………………..1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ……………….
2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ………………18 მგ
პანტოტენის მჟავა 
(კალციუმის პანთოტენატი) ……………………..
6 მგ
ფოლის მჟავა ……………………………………..200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ………………..60 მგ
ბეტაკაროტინი …………………………………..3.2 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ჟანგი) …………………….75 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ……………………..14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) …………………………15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ……………….2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ……………….2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) …………………….50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) …………………50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) …………………….150 მკგ
ნიკოტინამიდი …………………………………..18 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორაგნიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის. იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების ძვლების, ხრტილის, კბილებსა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს. აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას, გარდა ამისა, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლებდის, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი  მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ვიტამინი B12: აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათივს. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვენ ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

ბეტაკაროტინი: მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას. ამცირებს ათეროსკლეროზის და იბს-ს ყველა ფორმის განვითარების საშიშროებას, აჩერებს თვალის მიერ სინათლის მგრძნობელობის ცვლილებებს, ამცირებს ინტოქსიკაციის დონეს, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოწევითა და დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში, უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას, აადვილებს სტრესული სიტუაციისა და დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივი და უჯრედული იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისათვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას. არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

რეკომენდებულია როგორც ვიტამინების (კაროტინოიდების ჩათვლით) და მინერალური ნივთიერების უკმარისობის შემავსებელი დამატებით წყარო.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 11 წლიდან – 1 ტაბლეტი დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* საკვები დანამატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები