ნაზოლი კიდსი – NAZOL KIDS – НАЗОЛ КИДС

საერთაშორისო დასახელება: PHENYLEPRINE; EUCALIPTOL

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი+ევკალიპტოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირში შესასხურებელი ხსნარი 0.25%: ფლაკონში 15 მლ

1 მლ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი …….     25 მკგ

ევკალიპტოლი ……………………………..      4 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცერინი, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი კალიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტს, რომელიც ახდენს სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებას ალფა-რეცეპტორების სტიმულირების ხარჯზე სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში.

კლინიკური თვალსაზრისით ფენილეფრინი ამცირებს ლორწოვანი გარსების შუშეპებას და ქსოვილების ჰიპერემიას, ამსუბუქებს შეშუპებისა და შეგუბების მოვლენებს ცხვირის ღრუში, ასევე აუმჯობესებს ცხვირის სასუნთქი გზების გამტარობას.

ევკალიპტოლს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. იგი ხელს უწყობს სქელი, პათოლოგიური სეკრეტის გათხელებას. აძლიერებს მოციმციმე ეპითელიუმის დრენაჟის ფუნქციას, რაც აადვილებს ცხვირის ღრუდან პათოლოგიური სეკრეტის გადინებას. პრეპარატში შემავალი გლიკოლები არბილებენ ცხვირის ღრუს ლორწოვანს და იცავენ მას გამოშრობისაგან.

ჩვენებები:

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება გაციების გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, ალერგიული რინიტის, სინუსიტების (ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი, ფრონტიტი) დროს. აგრეთვე,
  • გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება მწვავე ოტიტისა და ევსტაქიტის მკურნალობისას.

მიღების წესი და დოზირება:

ძლიერად მოუჭირეთ ფლაკონს და შეისხურეთ ყოველ ნესტოში.

ბავშვებში 4-დან 6 წლამდე 1-2 შესხურება (წვეთი) ყოველ ნესტოში 3-ჯერ დღეში;

6-დან 12 წლამდე 2-3 შესხურება 3-ჯერ დღეში.

პრეპარატი გამოიყენება როგორც სპრეის ასევე წვეთების (ფლაკონის გადმობრუნების შემთხვევაში) სახით.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ ცხვირის ლორწოვანის წვა და სიმშრალე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

* მაღალი არტერიული წნევა;

* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

* შაქრიანი დიაბეტი;

* შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის გამო.

განსაკუთრებული მითითებები:

* არ არის საჭირო თავის უკან გდაწევა და ფლაკონის გადაბრუნება, თუ პრეპარატს ვიყენებთ სპრეის სახით.

* ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია პრეპარატის ინდივიდუალურად გამოყენება.

* არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე მეტი ხნის მანძილზე.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებული დოზის გადაჭარებბამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ან წვა, ცემინება და ცხვირიდან გამონადენის მატება.

დიდი დოზებით, განსაკუთრებით ხანგრძლივად გამოყენებისას, შესაძლებელია გამოვლინდეს ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ გამოიყენოთ ერთდროულად სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ პრეპარატებთან და მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები