Aviabiltebi
მთავარი მკურნალი ნანიპრუსი – NANIPRUS – НАНИПРУС

ნანიპრუსი – NANIPRUS – НАНИПРУС

საერთაშორისო დასახელება: SIDIUM NITROPRUSSIDE

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ნიტროპრუსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერიფერიული ვაზოდილატატორი არტერიოლებზე უპირატესი მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 30 მგ, გამსხნელთან (ამპულაში 5 მლ) ერთად კომპლექტში.

1 ფლ.

ნატრიუმის ნიტროპრუსიდი ……….30 მგ

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ციტრატი 61.7 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნანიპრუსი წარმოადგენს ძლიერ ვაზოდილატატორს. იგი ააქტიურებს გუანილატციკლაზას და ზრდის ციკლური გუანოზინმონოფოსფატის უჯრედშიდა კონცენტრაციას, რომელიც თრგუნავს კალციუმის და ქლორის უჯრედში მოხვედრას, ადუნებს სისხლძარღვის კედლის გლუვ კუნთებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს პრე- და პოსტდატვირთვას, აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას. ნანიპრუსი უშუალოდ მოქმედებს არტერიოლების გლუვ მუსკულატურაზე ნერვული სისტემისაგან დამოუკიდებლად.

ჩვენებები:

ჰიპერტონული კრიზი შემდეგი მდგომარეობის დროს:

  • ქირურგიული ჩარევის პროცესში ჰიპერტენზიის კონტროლირება;
  • ფეოქრომოციტომის ქირურგიული გზით მოცილების დროს პაროქსიზმული ჰიპერტონია;
  • ერგოალკალოიდების ჭარბი დოზირება;
  • მიოკარდიუმის ინფარქტის კარდიომიოპათიის, მიტრალური და აორტის პათოლოგიის დროს განვითარებული გულის შეგუბებითი უკმარისობა;
  • მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პაციენტის პოსტდატვირთვის შემცირება.

მიღების წესი და დოზირება:

ლიოფილიზირებული ფხვნილი ერევა გამხსნელს, შემდეგ იხსნება 500 მლ 5-10% მანიტოლის ან ფიზიოლოგიურ ხსნარში, ან 5% გლუკოზაში. უფრო ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენება საინფუზიო ტუმბო, არტერიული წნევის მუდმივი კონტროლით.

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურდ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის თანდათანობითი მატება სასურველი ეფექტის მიღებამდე.

რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0.3-1 მკგ/კგ/წთ; საშუალო დოზა შეადგენს 3 მკგ/კგ/წთ;

აქსიმალური დოზა მოზრდილებისთვის – 8 მკგ/კგ/წთ;

ბავშვებისთვის -10 მკგ/კგ/წთ.

თუ ჰიპოტენზიური ეფექტი არ ვლინდება 10-15 წუთში დოზით 8 მკგ/კგ/წთ (არა უმეტეს 500 მკგ/წთ), ინფუზიას წყვეტენ.

– მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 10-30 საათს.

– თუ ინფუზია გამოიყენებოდა 3 დღეზე მეტი ხნით, აუცილებელია თიოციანიდის კონცენტრაციის კონტროლი შრატში (არ უნდა აღემატებოდეს 6 მგ/100 მლ). თიოციანიდის ექსტრემალურად მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, მისი დაქვეითება შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.

გვერდითი მოვლენები:

დასაშვებია უფრო მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, რომელიც კორექტირდება 5 წუთში ინფუზიის დასრულებიდან; გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების სპაზმი, დიზართრია, ტაქიკარდია, ფსიქოზური რეაქციები.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

* აორტის კოარქტაცია;

* არტერიო-ვენოზური ანევრიზმა;

* ქალასშიდა წნევის მომატება;

* ჰიპოტენზია;

* ჰიპოვოლემია;

* მეთჰემოგლობინური რედუქტაზას აქტივობის დაქვეითება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნანიპრუსის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება დედისათვის თერაპიული სარგებლობის და ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკის განსაზღვრის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

* ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაზიანების, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, ნანიპრუსი ინიშნება უფრო მცირე დოზებით.

* ნანიპრუსით მკურნალობა იწყება დაბალი დოზით და ხდება მისი თანდათანობითი მომატება.

* თირკმლის უკმარისობის და ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში, ნანიპრუსით ხანგრძლივმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს თიოციანიდის (თრგუნავს ფარისებურ ჯირკვალში იოდის შეღწევას) კონცენტრაციის მომატება.

* ნანიპრუსს ახასიათებს მაღალი ფოტომგრძნობელობა, ამიტომ მზა ხსნარი დაცული უნდა იყოს სინათლის ზემოქმედებისგან. გამოიყენება მხოლოდ ახლადდამზადებული ხსნარი. თუ მისი შეფერილობა შეიცვალა წითლად ან ცისფრად, იგი აღარ გამოიყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული ნანიპრუსის გამოყენება ერთდროულად განგლიომაბლოკირებელ საშუალებებთან ან კლონიდინთან.

– ჰიპოტენზიური ეფექტი იზრდება ნანიპრუსის სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციის დროს.

– ავადმყოფებში გულის უკმარისობით და ფილტვებში შეგუბებით დასაშვებია ნანიპრუსის კომბინაცია დოპამინთან, რის შედეგადაც ხდება ფილტვის კაპილარებში წნევის დაქვეითება და მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარების დაქვეითება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები