ნანო ომეგა-3 500მგ#100კაფს

ნანოომეგა 3 / Nano Omega 3

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ჰერბალ პრეპარატი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა 500მგ N100
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ომეგა 3
მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3, წარმოადგენენ ჯანსაღი კვების საფუძველს გულის ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად და დადებითად მოქმედებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3, აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავები არიან ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა – 3 მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.

კოენზიმ Q10– კოენზინორმ Q10 მონაწილეობს ყველაზე მნიშვნელოვან ქიმიურ რეაქციებში, როგორიც არის ატფ – ის სინთეზი. ხოლო ორგანიზმს ატფ – ის გარეშე არ შეუძლია ფუნქციონირება. 

BCAA-(ამინომჟავები განშტოებული ჯაჭვებით) – კომპლექსი, რომელიც შედგება 3 შეუცვლელი ამინომჟავისაგან: ლეიცინი, იზოლეიცინი, ვალინი

BCAA-ს როლი ორგანიზმისთვის: კუნთოვანი ცილის სინთეზის სუბსტრატი. ენერგიის საწარმოებელი სუბსტრატი. სხვა ამინომჟავების სინთეზის პრეკურსორი. თრგუნავს კატაბოლიზმს და კუნთის დაშლას.

სტიმულს აძლევს ინსულინის გამომუშავებას.

წვავს ცხიმს. მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში.

ლეიცინის ნაკლებობა  საკვებ პროდუქტებში აფერხებს ბავშვების ზრდას.ეს  ამინომჟავა გამოიყენება ღვიძლის დაავადებათა, ანემიისა და ზოგიერთი ფსიქიკური სნეულების სამკურნალოდ. მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ლეიცინის როლს, როგორც ორგანიზმის მთავარ ენერგეტიკულ სუბსტრატს, ატფ-ის წყაროს. ამ ამინომჟავის დაჟანგვით უფრო მეტი ატფ-ის მოლეკულა მიიღება, ვიდრე იმავე რაოდენობის გლუკოზის დაჟანგვით,  თუ გავითვალისწინებთ, რომ ლეიცინის და გლუკოზის დაჟანგვა მიმდინარეობს სხვადასხვა გზით, მაშასადამე ადამიანის ორგანიზმი იღებს ატფ-ის 2 მძლავრ წყაროს, ანუ აღადგენს საკუთარ ძალებს გაცილებით სწრაფად.

იზოლეიცინი – ეს ის ამინომჟავაა, რომელიც ენერგიაზე და ჰემოგლობინის კვლავ სინთეზზეა პასუხისმგებელი, რომლის მუდმივი ნაკლებობის დროსაც თავს მოშვებულად და დაღლილად ვგრძნობთ. ენერგიას აწარმოებს მაშინ, როდესაც ნახშირწყლების დეფიციტია ორგანიზმში და ამ პროცესს გლუკონეოგენეზი ეწოდება.

ვალინი  – ერთერთი მთავარი კომპონენტია ქსოვილების ზრდისა და სინთეზისათვის. მისი მთავარი წყარო ცხოველური პროდუქტებია. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვალინი ზრდის კუნთების კოორდინაციას და ამცირებს მგრძნობელობას ტკივილის, სიცივის და სიცხის მიმართ.

კოენზიმ Q10-ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედებში, იცავს ლიპიდებს, ცილებს, დნმ-ს ჟანგვითი პროცესებისგან, აბრკოლებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.

1. ნევროლოგიაში:
აუმჯობესებს  ნერვული იმპულსების გადაცემას;
აღმოფხვრის დეპრესიულ მდგომარეობას:
აუმჯობესებს მეხსიერებას;
ზრდის ყურადღების კონცენტრაციას;
ამცირებს მოხუცებულობის ასაკობრივი ჭკუასუსტობის განვითარების რისკს;
2. კარდილოგიასა და ანგიოლოგიაში:
აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ელასტიურობას, ამცირებს განვლადობას;
ამცირებს ქოლესტერინის დონეს;
ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს;
არეგულირებს არტერიულ ჰიპერტენზიას;

3. ენდოკრინოლოგიაში:
აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს;
იწვევს მადის დაქვეითებას;
ასტიმულირებს ინსულინის გამომუშავებას და ამასთანავე თვითონვე ახასიათებს ინსულინის მსგავსი მოქმედება;

4. ნეონატოლოგიასა და გინეკოლოგიაში:
აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის განვითარების და მხედველობის ორგანოს ჩამოყალიბებისთვის;

5. იმუნიტეტისთვის;
ამცირებს ანთებით პროცესებს;
ამცირებს ალერგიულ რეაქციებს;
აუმჯობესებს ლორწოვანი გარსის მდგომარეობას;
ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს;

6. სილამაზისთვის:
ეხმარება ჯანმრთელი კანის, თმისა და ფრჩხილების შენარჩუნებაში;
აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციის და სეკრეციის პროცესებს;
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
აჩქარებს ლიპოლიზს( წვავს ცხიმებს სწრაფად)

ჩვენება:

– ჰიპერქოლესტერინემია

– ჰიპერტონია

– ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა 

– ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი

– თრომბოფლებიტი

– მაობლიტირებელი ენდარტერიიტი

– შაქრიანი დიაბეტი

– ჰიპოთირეოზი

– ჭარბი წონა

– კუნთების დისტროფია და მიოპათია.

– ასთენიური სინდრომის პრევენცია და მკურნალობა.

– დიაბეტური ანგიოპათიები

– გაფანტული სკლეროზი

– ალცჰაიმერის დაავადება

– ინსულტის პრევენცია და რეაბილიტაციის პერიოდი

– შაკიკი

– უძილობა

– სმენისა და მხედველობის დაქვეითება

– ალერგიული დაავადებები, მათ შორის ასთმა.

– მკურნალობის პროგრამა ავთვისებიანი სიმსივნეების (ძუძუს, ფილტვის და პროსტატის).

– ანემია და ონკოჰემატოლოგიური დაავადებები.

– მუცლის ოპერაციისთვის მომზადება და ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

– ორგანიზმის გაახალგაზრდავება.

– ორგანიზმში დაბერების პოცესების შეჩერება.

– იმუნიტეტის სტიმულირება და ადაპტაციური რეაქცია.

დოზირება:  ბავშვებში 6 წლამდე 1 კაფსულა დღეში; 6-12 წლამდე 1-2 კაფსულა დღეში მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 3 ჯერ დღეში, ჭიქა წყალთან ერთად, საკვების მიღების დროს.

გვერდითი მოვლენები: როგორც წესი რეკომენდირებული დოზის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ხასიათის დიარეა.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა 500მგN100

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25°C- მდე ტემპერატურის პირობებში. 

ვარგისანობის ვადა

3 წელი
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!

გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები