ნაქსოჯინი – NAXOGIN – НАКСОДЖИН

საერთაშორისო დასახელება: NIMORAZOLE

მწარმოებელი: PHARMACIA & UPJOHN, იტალია

მოქმედი ნივთიერება:

ნიმორაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები შეფუთვაში 6 ც.

1 ტაბ.

ნიმორაზოლი ………… 500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ანტიპროტოზოულ საშუალებას, რომელსაც Trichomonas vaginalis-ის, ასევე Ciardia intestinalis და Entamoeba histolytica-ს მიმართ გააჩნია მაღალი აქტივობა. ამავე დროს, პრეპარატი აქტიურია გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიების, მათ შორის Bacteroides fragillis-ის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 500 მგ-ს 3-ჯერ მიღების შემდეგ ყოველ 12 საათში პლაზმაში მისი კონცენტრაცია პირველი მიღებიდან 3 საათის შემდეგ შეადგენს 16 მკგ/მლ, პირველი მიღებიდან 25 საათის შემდეგ – 25 მკგ/მლ და 7.5 მკგ/მლ-ში შემდგომი მიღებიდან 12 საათის შემდეგ.

1 გ პრეპარატის ყოველ 12 სთ-ში 3-ჯერ მიღებისას ნიმორაზოლის კონცენტრაცია ვაგინალურ სეკრეტში 24 სთ-ის, 48 სთ-ის და 72 სთ-ის შემდეგ შეადგენდა შესაბამისად 129 მგკ/გ; 95 მკგ/გ და 4 მკგ/გ. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით. შარდში მისი კონცენტრაცია ტრიქომონაციდულზე მაღალია. მინიმალური ტრიქომონაციდული კონცენტრაცია ვარირებს 0.3-3 მკგ/მლ საზღვრებში.

ჩვეებები:

  • Trichomonas vaginalis -ით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება 2-ჯერ დღე-ღამეში 500 მგ-ის ოდენობით 6 დღის განმავლობაში.

შესაძლებელია დოზირების სხვა რეჟიმი: ერთხლე დღე-ღამეში 2 გ-ის ოდენობით 1-2 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა.

ცნსის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა.

ალერგიული რეაქცეიბი: კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები:

* ცნს-ის დაავადებები;

* მწვავე ნევროლოგიური დაავადებები;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულებში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

* მოსალოდნელი რეინფექციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სექსუალური პარტნიორების ერთდროულად მკურნალობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთ პარტნიორთაგანს არ აღენიშნება დაავადების სიმპტომები.

* მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

* მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ანთების სიმპტომების არსებობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  5 წელი.

Facebook კომენტარები