Aviabiltebi
მთავარი მკურნალი ნევროზალი – NEUROSAL – НЕВРОЗАЛ

ნევროზალი – NEUROSAL – НЕВРОЗАЛ

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს : 100 მგ პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალ ექსტრაქტს , 100 მგ სვიის (Humulus lupulus ) მშრალ ექსტრაქტს , 6 0 მგ კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალ ექსტრაქტს .

დამხმარე ნივთიერებები :

სორბიტოლი , მაგნიუმის სტეარატი .

გამოშვების ფორმა :

კომბინირებული ტაბლეტი , ოვალური ფორმის .

მოქმედების მექანიზმი:

ნევროზალი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია , რომელსაც   ახასიათებს ზომიერი სედატიური მოქმედება . პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას , შფოთვას , გაღიზიანებადობას , ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას , ძილის გაუმჯობესებას , არეგულირებს გულის მუშაობას , აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები , აძლიერებს კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას .

ნევროზალის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება :

პასიფლორა ( ვნების ყვავილი ) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას , ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი , გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე.

სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე , ამცირებს ტკივილს , კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობას , ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი .

კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას . დამამშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია .

ნევროზალს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი .

ჩვენება:

  • მოუსვენრობა , შფოთვა ;
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები , სტრესის შემდგომი მდგომარეობა , შიში , თანმხლები დაძაბულობით , ტაქიკარდიით და ქოშინით ;
  • მომატებული აგზნებადობა , გაღიზიანებადობა ;
  • ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა ;
  • კონცენტრაციის დაქვეითება ;
  • ძილის მოშლა ;
  • ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში );
  • კლიმაქტერული სინდრომი ;
  • “მენეჯერის სინდრომი ” ( მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
  • ანგიონევროზი ( გულ – სისხლძარღვთა სისტემის ) და ვეგეტონევროზი ( ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისტონია ).

უკუჩვენება:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა .

უსაფრთხოების ზომები:

ორსულობის და ლაქტაციის ( ძუძუთი კვების ) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით .

ნევროზალი აძლიერებს საძილე , სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას .

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტი ორ – სამჯერ დღეში ხანგრძლივად მისაღებად . უფროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 ტაბლეტი ერთხელ – სამჯერ დღეში .

ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად , მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად .

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები .

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. ინახება 15-250C ტემპერატურაზე ,   ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

2 ბლისტერი. თითოეულზე 15 ტაბლეტი. მეორადი შეფუთვა მუყაოს კოლოფში .

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ) .

მწარმოებელი:

წარმოებულია სს “ჯი პი სი”-ს დაკვეთით ,

Ponroy Vitarmonyl Industrie -ს მიერ; Parc d’activité Sud Loire, 85612 Montaigu Cedex, France

Facebook კომენტარები