Aviabiltebi
მთავარი მკურნალი ნევროსტიმი® – NEVROSTIM® – НЕВРОСТИМ®

ნევროსტიმი® – NEVROSTIM® – НЕВРОСТИМ®

მწარმოებელი: შ.პ.ს.”დავათი” შ.პ.ს. “შროშანისათვის”, საქართველო
პრეპარატი ნევროსტიმი®  წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს შინაგანი მიღებისათვის, დამზადებულს სამკურნალო მცენარეებზე და სპირტზე სპეციალური რეცეპტის მიხედვით. პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, საღებავებს და კონსერვანტებს. იგი დამზადებულია გამორჩეული თერაპიული ეფექტის მქონე სამკურნალო მცენარეებზე, როგორიცაა: Humulus lupulus L; Leonurus cardiaca L; Mentha piperita L  და სხვა. ნევროსტიმი® ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტია.

ჩვენებები გამოყენებისათვის:

ნევროზი, მომატებული ვეგეტატიური აღგზნებადობა, კლიმაქტერული ნევროზი, ხშირი გაღიზიანებადობა, მღელვარებისა და ფიზიკური ძალების კლება, უძილობა, უმადობა.

კუჭ–ნაწლავის მომაწესრიგებელი, სპაზმური ტკივილების, შებერვის მოსახსნელი, გაზგამყვანი და დამამშვიდებელი საშუალება.

თვისებები:

პრეპარატი გამაჯანსაღებლად მოქმედებს მნიშვნელოვან სასიცოცხლო ორგანოებზე, აუმჯობესებს მათ ფუნქციებს, აღადგენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, მის სასიცოცხლო ბალანსს და აძლიერებს იმუნიტეტს; პაციენტს ეხსნება ნევროზი და მასთნ დაკავშირებული სიმპტომები, ურეგულირდება ძილი, კვლავინდებურად უბრუნდება ჩვეული ენერგია და შრომის უნარი;

ნევროსტიმი® ამშვიდებს და განმუხტავს; საღამოსკენ მისი სისტემატიური მიღებით იგი მოქმედებს როგორც ძილის ხელშემწყობი და სედატიური საშუალება.

აწესრიგებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას (იმ შემთხვევისათვის როდესაც გამორიცხულია სერიოზული ორგანული დაავადებები), ათავისუფლებს გაზებისაგან, ამშვიდებს მუცლის ბერვით მიღებულ ტკივილებს, ეხმარება საჭმლის მონელების პროცესებს; აწესრიგებს ძილს და მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი, რბილი სედატიური საშუალება.

მიღების წესი და ხანგრძლიობა:

უფროსებისათვის: 25–30 წვეთი 8 ჩაის კოვზ წყალზე (25 მლ). დღეში 3–ჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს ჭამის წინ 30 წუთით ადრე, ცარიელ კუჭზე; უძილობის შემთხვევაში საღამოსკენ შეგიძლიათ გაზარდოთ დოზა 40 წვეთამდე.

სკოლის ასაკის ბავშვებისათვის: 10–15 წვეთი 5 ჩაის კოვზ წყალში გახსნილი, 3–ჯერ დღეში.

უფროსებისათვის რეკომენდირებულია 3 თვიანი უწყვეტი კურსი; ბავშვებისათვის მკურნალობის ხანგრძლიობა (ექიმთან შეთნხმებით) ინდივიდუალურად შეირჩევა იმის გათვალისწინებით, რომ უწყვეტი მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 15–20 დღეს.

უკუჩვენებები:

არ აღინიშნება.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებითან:

პრეპარატის კომბინირებული გამოყენებისას სხვა საშუალებებთან ერთად, რომლებსაც დამამშვიდებელი, სედატიური ზემოქმედება გააჩნიათ, უნდა გავითვალისწინოთ მათი ურთიერთგამაძლიერებელი ზემოქმედება.

სიფრთხილის ზომები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

სტაბილურობა: ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები თანდათან კარგავენ ძალას და აღრ აქვთ საკმარისი თერაპიული ეფექტი.

შენახვის პირობები:

მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

Facebook კომენტარები