Aviabiltebi
მთავარი მკურნალი ნეიპოგენი – NEUPOGEN – НЕУПОГЕН

ნეიპოგენი – NEUPOGEN – НЕУПОГЕН

საერთაშორისო დასახელება:

FILGRASTIM

მწარმოებელი: F. HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: ფილგრასტიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გრანულოციტული კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ფილგრასტიმი ……………..   30 მლ სე (300 მკგ)

საინექციო ხსნარი: შპრიც-ტუბში 1 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

ფილგრასტიმი ……………     30 მლნ სე (300 მკგ)

შემავსებლები: ნატრიუმის აცეტატის ბუფერი (pH 4.0), სორბიტოლი, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფილგრასტიმი წარმოადგენს კარგად გაწმენდილ არაგლიკოზირებულ ცილას, რომელიც შედგება 175 ამინომჟავასაგან. მისი გამომუშავება ხდება Escherichia coli-ის ლაბორატორიული შტამის მიერ, რომელშიც გენური ინჟინერიის მეთოდით შეყვანილია ადამიანის გრანულოციტული კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორის გენი.

ადამიანის გრანულოციტული კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორი (ა-გკმთ) წარმოადგენს გლიკოპროტეინს, რომელიც არეგულირებს ფუნქციურად აქტიური ნეიტროფილების წარმოქმნას და მათ გამოსვლას სისხლში ძვლის ტვინიდან.

ნეიპოგენი, რომელიც შეიცავს რეკომბინანტურ ა-გკმთ-ს, საგრძნობლად ზრდის ნეიტროფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში პირველი 24 საათის განმავლობაში მისი შეყვანის შემდეგ, მონოციტების რაოდენობის მცირე გაზრდით. ზოგიერთ ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცირკულაციაში მყოფი ეოზინოფილების უმნიშვნელო მომატება საწყის დონესთან შედარებით. ავადმყოფთა გარკვეულ ნაწილში ეოზინოფილია და ბაზოფილია აღინიშნება პრეპარატის დანიშვნამდე.

ნეიტროფილების რაოდენობის მომატება რეკომენდებული დოზების ინტერვალში დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. ნეიტროფილების ფუნქცია, ადამიანის ორგანიზმში ნეიპოგენის შეყვანისას, ნორმალური ან გაძლიერებულია, რაც დამტკიცებულია ქემოტაქსისის და ფაგოციტოზის კვლევით. პრეპარატის მკურნალობის დამთავრების შემდეგ ნეიტროფილების რიცხვი პერიფერიულ სისხლში მცირდება 50%-ით 1-2 დღის განმავლობაში და აღწევს ნორმალურ დონეს 1-7 დღის განმავლობაში.

ნეიპოგენი საგრძნობლად ამცირებს ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირეს, სიმძიმეს და ხანგრძლივობას, რაც ხშირად აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიის კურსს ციტოსტატური საშუალებებით, ან მიელოაბლატიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით.

ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ნეიპოგენით და ციტოსტასტური საშუალებებით ან მიელოაბლატიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომ გადანერგვით იშვიათად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას და ხანგრძლივ მკურნალობას სტაციონარში. ამასთან ერთად პაციენტები, რომლებიც იტარებენ მხოლოდ ციტოსტატურ თერაპიას საჭიროებენ ანტიბიოტიკების შედარებით მცირე დოზებს. ნეიპოგენით მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს ფებრილურ ნეიტროპენიას, მოთხოვნილებას ანტიბიოტიკოთერაპიისადმი და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას ინდუქციური ქიმიოთერაპიის შემდეგ მწვავე მიელოლეიკოზის დროს.

ცხელების და დოკუმენტირებული ინფექციების სიხშირე ამ დროს არ მცირდება.

ნეიპოგენის გამოყენება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ქიმიოთერაპიის შემდეგ იწვევს პერიფერიული სისხლის ჰეპომოეზის წინამორბედი უჯრედების აქტივირებას. ეს აუტოლოგიური უჯრედები – წინამორბედები შეიძლება შეგროვდეს და შემდგომში შეყვანილი იქნას ციტოსტატური საშუალებების დიდი დოზებით მკურნალობის შემდეგ, ძვლის ტვინის გადანერგვის ნაცვლად, ან მასთან ერთად დამატებით. მათი შეყვანა აჩქარებს სისხლწარმოქმნის აღდგენას, ამცირებს ჰემორაგიული გართულებების წარმოქმნის საფრთხეს და თრომბოციტული მასის გადასხმის საჭიროებას როგორც კანქვეშ, ასევე ინტრავენური შეყვანისას. ფილგრასტიმის ელიმინაცია ორგანიზმიდან მიმდინარეობს I რიგის კინეტიკის მიხედვით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5 საათს, ხოლო მისი კლირენსი დაახლოებით 0.6 მლ/წუთში/კგ-ის ტოლია.

ფილგრასტიმი უწყვეტი ინფუზიის დროს 28 დღის განმავლობაში ავადმყოფებში ძვლის ტვინის აუტოლოგიური გადანერგვის შემდეგ არ აღინიშნება კუმულაციის ნიშნები და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება.

ჩვენებები:

  • ნეიტროპენის ხანგრძლივობის შემცირების და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირის დაქვეითების მიზნით ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას ციტოსტატური საშუალებებით ავთვისებიანი დაავადებების გამო (ქრონიკული მიელოლეიკოზის და მიელოდისპლაზიური სინდრომის გამოკლებით), ასევე
  • ნეიტროპენიის და მისი კლინიკური შედეგების ხანგრძლივობის შესამცირებლად ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მიელობლასტიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით.
  • პერიფერიულ სისხლში ჰემოპოეზის აუტოლოგიური უჯრედების -წინამორბედების მობილიზაცია, მათ შორის მიელოსუპრესიული თერაპიის დროს ჰემოპოეზის აღდგენის დასაჩქარებლად, ამ უჯრედების შეყვანით მიელოსუპრესიის ან მიელობლასტიის შემდეგ.
  • ხანგრძლივი თერაპია ნეიტროფილების რიცხვის გაზრდისათვის და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შესამცირებლად ბავშვებში და მოზრდილებში მძიმე თანდაყოლილი, პერიოდული ან ავთვისებიანი ნეიტროპენიით (ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი 1 კვ.მმ-ში 500-ზე ნაკლებია) და ანამნეზში მძიმე ან რეციდივული ინფექციებით.

მიღების წესი და დოზირება:

ცოტოტოქსიური ქიმიოთერაპიის სტანდარტული სქემა: 0.5 მლნ. სე (5 მკგ/კგ) ერთხელ დღეში.

მიელოაბლატური თერაპია ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით: საწყისი დოზა – 1.0 მლნ სე (10 მკგ/კგ დღეში ინტრავენურად წვეთოვნად 20 წუთის ან 24 საათის განმავლობაში ან 1.0 მლ სე (10 კმგ/კგ) დღეში უწყვეტი კანქვეშა ინფუზიის სახით 24 საათის განმავლობაში.

ნეიპოგენის პირველი დოზის შეყვანა ხდება ციტოტოქსიური თერაპიის ჩატარებიდან 24 საათის შემდეგ, ხოლო ძვლის ტვინის გადანერგვის დროს – მისი ჩატარებიდან 24 საათის შემდეგ.

ნეიტროფილების რიცხვის მაქსიმალური შემცირებისას ხდება დღეღამური დოზის კორექტირება ნეიტროფილების რიცხვის დინამიკის მიხედვით:

– თუ ნეიტროფილების რიცხვი არ აღემატება 100/1კუბ.მმ 3 დღის განმავლობაში, ნეიპოგენის დოზა მცირდება 0.5 მლნ.სე /კგ/დღეში;

– თუ ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი 3 დღის განმავლობაში აღემატება 1000/1 კუბ.მმ.- შემდგომში ნეიპოგენი იხსნება;

– თუ მკურნალობის პერიოდში ნეიტროფილების რიცხვი მცირდება

პერიფერიულ სისხლში ჰემოპოეზის უჯრედების-წინამორბედების მობილიზაცია:

– ამ მიზნით ქიმიოთერაპიის გარეშე – 1.0 მლნ; საე (10 მკგ/კგ) დღეში 24 საათიანი უწყვეტი ინტრავენური ინფუზიით, ან კანქვეშ შეყვანით ერთხელ დღეში 6 დღის განმავლობაში, ლეიკოფერეზის ჩატარება რეკომენდებულია მე-5, -6, -7 დღეს.

– ამ უჯრედების მობილიზაციის მიზნით მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიის შემდეგ – 0.5 მლნ. სე (5 მკგ,კგ) დღეში ყოველდღიური კანქვეშა ინექციების სახით, რომელიც იწყება ქიმიოთერაპიის დამთავრებიდან პირველ დღეს და გრძელდება მანამდე, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს და არ მიაღწევს ნორმალურ მნიშვნელობას.

– ლეიკოფერეზი ტარდება იმ პერიოდში, როდესაც ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი იმატებს 5000-ზე/კუბ.მმ. ავადმყოფებში, რომლებიც არ იტარებენ ინტენსიურ ქიმიოთერაპიას საკმარისია 1 ლეიკოფერეზის ჩატარება, ხოლო სხვა შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებით ლეიკოფერეზის ჩატარება.

მძიმე ქრონიკული ნეიტროპენია

– თანდაყოლილი ნეიტროპენია: საწყისი დოზა -1.21 მლნ. სე (12 მკგ/კგ) დღეში კანქვეშ ერთჯერადად, ან რამდენიმე შეყვანის სახით.

– იდიოპათური ან პერიოდული ნეიტროპენია: 0.5 მლნ. სე (5 მკგ/კგ) დღეში კანქვეშ ერთჯერადად ან/, რამდენიმე შეყვანის სახით.

განსაკუთრებული მითითებები დოზირების შესახებ

– კლინიკური კვლევა ნეიპოგენის გამოყენების შესახებ ხანდაზმულებში არ არის ჩატარებული, ამიტომ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში.

– ნეიპოგენით მკურნალობა ტარდება მხოლოდ ონკოლოგის და ჰემატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებსაც გააჩნიათ მათი გამოყენების გამოცდილება და აუცილებელი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები.

– უჯრედების მობილიზაციის და ლეიკოფერეზის პროცედურები ტარდება ონკოლოგიურ ან ჰემატოლოგიურ ცენტრში, რომლებსაც გააჩნიათ ამ პროცედურის ჩატარების გამოცდილება და ჰემოპოეზის უჯრედების-წინამორბედების ადექვატური მონიტორინგის შესაძლებლობა.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით და ონკოლოგიური დაავადებებით:

– კლინიკური კვლევისას ავადმყოფთა 65%-ს ასაკით 18 წლამდე აღენიშნებოდა მძიმე ქრონიკული ნეიტროპენია. ამ ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ავადმყოფთა უმეტესობას აღენიშნებოდა თანდაყოლილი ნეიტროპენია, მკურნალობა იყო ეფექტური. ამავე დროს ნეიპოგენის უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით არ განხსვავდება ჩვეულებრივისაგან.

– ნეიპოგენის ეფექტურობა და უსაფრთხოება მოზრდილებში და ბავშვებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას, ერთნაირია.

– ბავშვებში რეკომენდაციები დოზირების შესახებ ისეთივეა, როგორც მოზრდილებში, რომლებიც იტარებენ მიელოსუპრესულ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას.

შეყვანა

ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სტანდარტულ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას: შესაძლებელია ნეიპოგენის შეყვანა ყოველდღიურად კანქვეშა ინექციების, ან ყოველდღიური ხანმოკლე (30 წუთი) ინტრავენური ინფუზიების სახით გლუკოზის 5% ხსნარში.

– უმეტეს შემთხვევაში მიზანშეწონილია პრეპარატის შეყვანა კანქვეშ. პრეპარატის ერთჯერადი შეყვანისას ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მისი მოქმედების ხანგრძლივობა ინტრავენური შეყვანისას უფრო ხანმოკლეა. ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანის დროს დადგენილი არ არის. პრეპარატის შეყვანის გზის არჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაზე.

ნეიპოგენის პირველი დოზა შეჰყავთ ციტოტოქსიკური თერაპიიდან 24 საათის შემდეგ.

– ნეიპოგენი შეჰყავთ ყოველდღიურად, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს და არ დაუბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობას. სოლიდური სიმსივნეების ქიმიოთერაპიის შემდეგ, ნეიპოგენით მკურნალობის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღეს. მწვავე მიელოლეიკოზის ინდუქციური და კონსოლიდაციური თერაპიის შემდეგ ნეიპოგენით მკურნალობის ხანგრძლივობა უფრო მეტია (38 დღე), გამოყენებული ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის სქემის, ტიპის, დოზების მიხედვით.

ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას, ნეიტროფილების რიცხვის გარდამავალი მომატება აღინიშნება ნეიპოგენით მკურნალობის დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ. სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ნეიპოგენით მკურნალობის გაგრძელება, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს და არ მიაღწევს ნორმალურ მნიშვნელობას. არ არის რეკომენდებული ნეიპოგენის მოხსნა ნაადრევად, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს.

ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას და ჩაუტარდათ ძვლის ტვინის გადანერგვა, ნეიპოგენი ინიშნება კანქვეშ და ინტრავენურად წინასწარი განზავებით 20 მლ 5% გლუკოზის ხსნარში. ნეიპოგენის პირველი დოზა შეჰყავთ ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიიდან 24 საათის შემდეგ, ხოლო ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ – არაუგვიანეს 24 საათისა. ნეიპოგენის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ასეთ სიტუაციაში განისაზღვრება არა უმეტეს 28 დღით.

ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით ნეიპოგენი შეჰყავთ ყოველდღიურად კანქვეშ, სანამ ნეიტროფილების რიცხვი სტაბილურად არ გადააჭარებს 1500/კუბ.მმ-ში. თერაპიული ეფექტის მიღწევისას უნდა განისაზღვროს მინიმალური ეფექტური დოზა ამ დონის შესანარჩუნებლად. ამისათვის აუცილებელია პრეპარატის ყოველდღიური ხანგრძლივი შეყვანა. მკურნალობის 1-2 კვირის შემდეგ საწყისი დოზა შეიძლება გაორმაგდეს ან განახევრდეს ავადმყოფის რეაქციის მიხედვით. შემდგომში 1-2 კვირის განმავლობაში ხდება საწყისი დოზის ინდივიდუალური კორექცია ნეიტროფილების რიცხვის საშუალო დონის შესანარჩუნებლად დიაპაზონში 1500-10000/1 კუბ.მმ-ში.

ავადმყოფებში მძიმე ინფექციებით შესაძლებელია დოზის უფრო სწრაფი გაზრდის სქემის გამოყენება. კლინიკური კვლევის დროს 97% ავადმყოფებში, რომლებიც დადებითად რეაგირებდნენ მკურნალობაზე, სრული თერაპიული ეფექტი აღინიშნებოდა ნეიპოგენის შეყვანისას დოზით 24 მკგ/კგ დღეში.

ნეიპოგენის გამოყენების უსაფრთხოება ხანგრძლივი მკურნალობისას ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით დოზით 24 მკგ/კგ დღეში დადგენილი არ არის.

მითითებები განზავების შესახებ:

! დაუშვებელია ნეიპოგენის განზავება ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარში.

– აუცილებლობისას ნეიპოგენს ანზავებენ გლუკოზის 5% ხსნარში. განზავებული ნეიპოგენი განიცდის აბსორბციას შუშით და პლასტმასით. განსაზავებელი პრეპარატი შეთავსებადია შუშასთან და რიგ პლასტმასებთან კერძოდ, პოლივინილქლორიდთან, პოლიოლეფინთან (პოლიპროპილენის და პოლიეთილენის სოპოლიმერი) და პოლიპროპილენთან.

– თუ ნეიპოგენს განაზავებენ კონცენტრაციამდე 1.5 მლნ სე (15 მკგ) 1 მლ-ში, ხსნარს უმატებენ ადამიანის შრატის ალბუმინს, რათა საბოლოო კონცენტრაციამ შეადგინოს 2 მგ/მლ-ში. მაგალითად, ხსნარის საბოლოო მოცულობისას 20 მლ, ნეიპოგენის ჯამური დოზები 30 მლნ სე-ზე (300 მკგ) ნაკლები უნდა იქნას შეყვანილი 0.2 მლ 20% ადამიანის შრატის ალბუმინის ხსნარის დამატებით. დაუშვებელია პრეპარატის განზავება მის საბოლოო კონცენტრაციამდე 0.2 მლნ სე (2 მკგ) 1 მლ-ში.

გვერდითი მოვლენები:

ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას

ნეიპოგენით მკურნალობა რეკომენდებული დოზებით

ხშირად იწვევს ტკივილებს ძვლებში და კუნთებში. როგორც წესი, ტკივილები მსუბუქი ან ზომიერი სიძლიერისაა (10%), ხანდახან ძლიერი (3%) და უმეტეს შემთხვევაში კუპირებას განიცდის ჩვეულებრივი ანალგეზიური საშუალებებით. იშვიათად აღინიშნება შარდვის დარღვევა (ძირითადად, მსუბუქი და ზომიერი დიზურია). აღწერილია ცალკეული შემთხვევები არტერიული წნევის გარდამავალი შემცირების შესახებ, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებს.

ხშირად აღინიშნება შექცევადი, დოზადამოკიდებული და ჩვეულებრივ მსუბუქი და ზომიერი ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას, შრატისმიერი შარდოვანას და გამა-გლუტამიტრანსფერაზას აქტივობის მომატება. რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის დროს დადგენილ იქნა, რომ ნეიპოგენი არ იწვევს გვერდითი რეაქციების სიხშირის ზრდას ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ჩატარებისას.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ერთნაირი სიხშირით აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ნეიპოგენი/ქიმიოთერაპია და პლაცებო/ქიმიოთერაპია, მოიცავს გულისრევას, ღებინებს, ალოპეციას, დიარეას,  მოთენთილობას, ანორექსიას, ლორწოვანი გარსების ანთებას, თავის ტკივილს, ხველას, გამონაყარს კანზე, ტკივილს გულმკერდში, საერთო სისუსტეს, ტკივილს ყელში, ყაბზობას და არასპეციფიკურ ტკივილებს.

ხანდახან ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია მაღალი დოზებით შემდგომში ძვლის ტვინის აუტოლოგიური გადანერგვით, აღინიშნებოდა სისხლძარღვოვანი დარღვევები (მაგალითად, ვენო-ოკლუზიური დაავადება და წყლის ცვლის დარღვევა). მათი მიზეზობრივი კავშირი ნეიპოგენის გამოყენებასთან დადგენილი არ არის.

აღწერილია იშვიათი შემთხვევები ისეთი სიმპტომების განვითარების, რომლებიც მიუთითებს ალერგიული ტიპის რეაქციებზე. მათი უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია პირველი დოზის მიღებასთან, რაც განპირობებულია პრეპარატის ინტრავენური გამოყენებით. მკურნალობის აღდგენისას ხანდახან აღინიშნება სიმპტომების რეციდივი.

– ნეიპოგენის დანიშვნა ქიმიოთერაპიის შემდეგ, რომლის სქემაში შედის ბლეომიცინი, იწვევს ინტერსტიციული პნევმონიის განვითარებას, ხანდახან ლეტალური გამოსავალით. მისი მიზეზობრივ კავშირი ნეიპოგენის გამოყენებასთან დადგენილი არ არის.

– ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით აღინიშნება გვერდითი მოვლენების განვითარება ნეიპოგენზე, მხოლოდ ზოგიერთი პირებში ამ სიმპტომების სიხშირე დროთა განმავლობაში მცირდება.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებსაც იწვევს ნეიპოგენი არის ტკივილი ძვლებში და გენერალიზებული ტკივილები ჩონჩხის კუნთებში.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს ელენთის გადიდებას, რომელიც ზოგიერთ ავადმყოფებში პროგრესირებს, ასევე თრომბოციტოპენიას. აღწერილია თავის ტკივილი, დიარეა (10% ნაკლები). პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება ანემია, სისხლდენა ცხვირიდან.

ზოგჯერ აღინიშნება გარდამავალი და კლინიკურად უსიმპტომო შარდოვანას შრატისმიერი კონცენტრაციის, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ასევე ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გარდამავალი შემცირება.

– გვერდითი მოვლენები ასევე მოიცავს ადგილობროვ რეაქციას ინექციის ადგილას, თავის ტკივილს, ღვიძლის გადიდებას, ტკივილს სახსრებში, თმების ცვენას, ოსტეოპოროზს, გამონაყარს კანზე.

– ხანგრძლივი თერაპიის დროს 2% ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით ადგილი აქვს კანისმიერი ვასკულიტის განვითარებას, იშვიათად აღინიშნება – პროტეინურია და ჰემატურია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* მძიმე თანდაყოლილი ნეიტროპენია (კოსტმანის სინდრომი) ციტოგენეტიკური დარღვევებით.

* დაუშვებელია ნეიპოგენის დანიშვნა ციტოსტატური ქიმიოთერაპიული პრეპარატების დოზების გაზრდის მიზნით რეკომენდებულზე უფრო მაღალ  დოზებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ნეიპოგენის უსაფრთხოება ორსულ ქალებში დადგენილი არ არის. პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი სავარაუდო თერაპიული ეფექტი აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

* ავთვისებიანი უჯრედების ზრდა

ადამიანის გრანულაციტური ზრდის ფაქტორს შეუძლია გამოიწვიოს მიელოიდური უჯრედების ზრდა in vitro. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება in vitro ზოგიერთი არამიელოიდური უჯრედების მიმართ.

ნეიპოგენის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა მიელოდისპლაზიური სინდრომის და ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს დადგენილი არ არის, ამიტომ ამ დაავადებებისას აღნიშნული პრეპარატი ნაჩვენები არ არის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დიფერენციულ დიაგნოზს ქრონიკული მიელოლეიკოზის ბლასტრანსფორმაციასა და მწვავე ლეიკოზს შორის.

* ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას

ლეიკოციტოზი: 5% ნაკლებ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ნეიპოგენს დოზით 0.3 მლნ სე-ზე (3 მკგ/კგ დღეში) მეტს ლეიკოციტების რიცხვი იზრდება 100000-მდე/1 კუბ.მმ და მეტი. გვერდითი მოვლენები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ასეთ ლეიკოციტოზთან, აღწერილი არ არის. თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას შესაძლებელი რისკი, დაკავშირებული მძიმე ლეიკოციტოზთან, რის გამოც ნეიპოგენით მკურნალობის დროს აუცილებელია ლეიკოციტების რიცხვის რეგულარული კონტროლი.

– თუ იგი აღემატება 50000/კუბ.მმ-ში, ნეიპოგენი უნდა მოიხსნას. თუ ნეიპოგენს ნიშნავენ უჯრედების-წინამორბედების მობილიზაციის მიზნით, მას ხსნიან იმ შემთხვევაში, თუ ლეიკოციტების რიცხვი აღემატება 100000/1 კუბ.მმ-ში.

* რისკი, რომელიც დაკავშირებულია ქიმიოთერაპიასთან მაღალი დოზებით: აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას მაღალი დოზებით, რადგანაც ამ დროს ნეოპლაზმის გამოსავალის გაუმჯობესება არ აღინიშნება, თუმცა ამავე დროს ქიმიოპრეპარატების მაღალ დოზებს გააჩნია გამოხატული ტოქსიკურობა, მათ შორის მოვლენები გულის, ფილტვების მხრივ, ასევე ნევროლოგიური და დერმატოლოგიური რეაქციები.

მონოთერაპია ნეიპოგენით არ თრგუნავს თრომბოციტოპენიას, ანემიას, რომელიც გამოწვეულია მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიით. პრეპარატის მაღალი დოზირების დროს (მაგალითად, სრული დოზები სქემების მიხედვით), მოსალოდნელია თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარების უფრო მაღალი რისკი. რეკომენდებულია თრომბოციტების და ჰემატოკრიტის რეგულარული კონტროლი. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ერთ კომპონენტიანი ან კომბინირებული ქიმიოთერაპიული სქემების გამოყენების დროს, რომლებიც იწვევენ მძიმე თრომბოციტოპენიას.

უჯრედების-წინამორბედების გამოყენება, რომლებიც მობილიზებულნი არიან ნეიპოგენის საშუალებით, ამცირებს თრომბოციტოპენიის გამოხატულებას და ხანგრძლივობას მიელოსუპრესული ან მიელობლასტური ქიმიოთერაპიის შემდეგ.

* ავადმყოფები მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით

ტრანსფორმაცია ლეიკოზში ან პრელეიკოზში:

– აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის დიაგნოსტიკის დროს, რათა ჩატარდეს მათ იდიფერენცირება სხვა ჰემატოლოგიურ დაავადებებთან, როგორიც არის აპლაზიური ანემია, მიელოდისპლაზია, მიელოლეიკოზი. პრეპარატის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის სრული ანალიზის ჩატარება ლეიკოციტური ფორმულის და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრით; ასევე იკვლევენ ძვლის ტვინის მორფოლოგიურ სურათს და კარიოტიპს.

– 3% ავადმყოფებში მძიმე თანდაყოლილი ნეიტროპენიით (კოსტმანის სინდრომი), რომლებიც იღებენ ნეიპოგენს, აღინიშნება მიელოდისპლაზიური სინდრომი (მდს) და ლეიკოზი; ისინი წარმოადგენენ ამ დაავადების გართულებებს, თუმცა მათი კავშირი ნეიპოგენით მკურნალობასთან დადგენილი არ არის.

– 12% ავადმყოფებში საწყისი ნორმალური ციტოგენეტიკით განმეორებითი გამოკვლევის დროს აღინიშნება ანომალია, მათ შორის მონოსომია 7. თუ ავადმყოფებში კოსტმანის სინდრომით აღინიშნება ციტოგენეტიკური დარღვევები, აუცილებელია განისაზღვროს ნეიპოგენით მკურნალობის სარგებლიანობა და რისკი. მიელოდისპლაზიური სინდრომის და ლეიკოზის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ნეიპოგენის მოხსნა. ჯერ დადგენილი არ არის იწვევს თუ არა ნეიპოგენით მკურნალობა ციტოგენეტიკური გართულებების განვითარებას.

ავადმყოფებში კოსტმანის სინდრომით რეკომენდებულია 12 თვეში ერთხელ ჩატარდეს ძვლის ტვინის მორფოლოგიური და ციტოგენეტიკური კვლევები.

სისხლის ფორმულა: ნეიპოგენით მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში აუცილებელია თრომბოციტების რიცხვის კონტროლი. თუ განვითარდა თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვი სტაბილურად დაბალია 100000-ზე 1 კუბ.მმ-ში), უნდა განხილულ იქნას საკითხი პრეპარატის მოხსნის, ან დოზის შემცირების შესახებ.

– ასევე აღინიშნება სისხლის ფორმულის სხვა ცვლილებები, რაც იწვევს მისი კონტროლის აუცილებლობას, მათ შორის ანემია და მიელოიდური უჯრედების-წინამორბედების გარდამავალი ზრდა.

გაგრძელება

Facebook კომენტარები