ნელადექსი თვალის/ყურის წვეთები, თვალის მალამო – NELADEX EYE/EAR DROPS, EYE OINMENT – НЕЛАДЕКС ГЛАЗНЫЕ/УШНЫЕ КАПЛИ, ГЛАЗНАЯ МАЗЬ

საერთაშორისო დასახელება: DEXAMETHASONE; NEOMYCIN; POLYMYXIN B

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი+ნეომიცინი+პოლიმიქსინ B

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიასა და ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის/ყურის წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 5 მლ.

1 მლ

დექსამეტაზონი ………. ………….  1 მგ

ნეომიცინის სულფატი………         3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი ………    6000 სე

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.004%.

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილცელულოზას ჰიდროქსიპროპილი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პოლისორბატ ნატრიუმი 80, საინექციო წყალი.

თვალის მალამო: ტუბში 5 გ.

1 გ

დექსამეტაზონი …………….          1 მგ

ნეომიცინის სულფატი ……….      3.5 მგ

პოლიმიქსინ B სულფატი ………    6000 სე

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.004%.

დამხმარე ნივთიერებები:

უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი და რბილი პარაფინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნელადექსს გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება.

ჩვენებები:

  • თვალის ანთებითი და ინფექციურ-ალერგიული დაავადებები;
  • მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტები;
  • სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები.

მიღების წესი და დოზირება:

თვალი: წვეთები კონიუნქტივალურად 1-2 წვეთი 4-6-ჯერ დღე-ღამეში (მსუბუქი ინფექციებისას) ან ყოველ საათში (მძიმე ინფექციებისას); სიმპტომების შესუსტების მიხედვით შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა.

ნელადექსის მალამოს მცირე რაოდენობა თავსდება ქვედა ქუთუთოს უკან 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და ძილის წინ), ან მხოლოდ ძილის წინ ნელადექსის წვეთებთან ერთად კომბინაციაში.

ყური: გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4-ჯერ დღე-ღამეში; შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად – ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ნელადექსი უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; აგრეთვე

* თვალის ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით გამოიყენება გლაუკომით ან კატარაქტით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

Facebook კომენტარები