ნეოპერტუსინი 130მლ ფლ (ნეოფ)

ნეოპერტუსინი
Neopertussinum

შემადგენლობა:
ბეგქონდარას  ბალახი; ნატრიუმის ან კალიუმის ბრომიდი; შაქრის სიროფი; ეთილის სპირტი 96%; ეთილის სპირტი 40%; სორბინის მჟავა;

ბეგქონდარას სითხოვანი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთს (რომლის ძირითადი კომპონენტებია თიმოლი, კარვაკროლი, ლინალოოლი), ფლავონოიდებს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი მოქმედება.

ჩვენება:
ზედა სასუნთქი გზების კატარი; ბრონქიტი; ტრაქეიტი;  ყივანახველა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ბრომიდების მიმართ; გულის უკმარისობა; ჰიპოტენზია; ანემია; შაქრიანი დიაბეტი;

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად.
მოზრდილებში: თითო სუფრის კოვზი სიროფი 3-4_ჯერ დღეში საკვების მიღების წინ;
ბავშვებში: 1-დან 3 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი სიროფი 2_3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-დან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი სიროფი 2_3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 6-დან 12 წლამდე 1 დესერტის კოვზი სიროფი 2_3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

გამოშვების ფორმა:
130გ ნარინჯისფერი  მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად;

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

შენახვის წესი:
სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.

გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები