Aviabiltebi
მთავარი მკურნალი ნეო ბოროჩილინა “C” – NEO BOROCHILLINA “C” – НЕО-БОРОЧИЛЛИНА “C”

ნეო ბოროჩილინა “C” – NEO BOROCHILLINA “C” – НЕО-БОРОЧИЛЛИНА “C”

მწარმოებელი: ALFA WASSERMANN, იტალია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილის სპირტი ………   1.2 მგ

ასკორბინის მჟავა ……………………..     70 მგ

დახმარე ნივთიერებები:

საქაროზა, ლიმონის შემავსებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეო-ბოროჩილინა წარმოადგენს 2.4-დიქლორბენზილის სპირტისა და ასკორბინის მჟავას შემცველ კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც იყენებენ პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

2.4-დიქლორბენზილის სპირტის 2% კონცენტრაცია ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედებით პირის ღრუს დაავადების გამომწვევი მრავალრიცხოვანი მიკროორგანიზმების მიმართ.

ასკორბინის მჟავა აძლიერებს 2.4-დიქლორბენზილის სპირტის ანტისეპტიკურ მოქმედებას. იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ და კარგად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ასკორბინის მჟავას ნორმალური კონცენტრაცია პლაზმაში და ლეიკოციტებში შეადგენს 5-12 მკგ/მლ და 250 მკგ/მლ-ს იზოლირებული ლეიკოციტების შემთხვევაში. გაცივების დროს, როდესაც ასკორბინის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაქვეითებულია, 1 გ პრეპარატის მიღების დროს მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს 5-10 მკგ/მლ-ში 1-5 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუს, ხახისა და ღრძილების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
  • პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კბილების ექსტრაქციის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე,

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 სთ-ში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 ტაბლეტს. რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

იმისათვის, რომ ტაბლეტების მოქმედების ეფექტი ლორწოვან გარსზე გახანგრძლივდეს, საჭიროა მათი დიდხანს გაჩერება პირის ღრუში.

გვერდითი მოვლენები:

არ ახასიათებს.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების ან ქიმიური სტრუქტურით მისი მონათესავე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნეო-ბოროჩილინა შეიცავს საქაროზას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

* ბავშვებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. მკურნალობის მოკლე კურსით (არა უმეტეს 7 დღე), სასურველი შედეგის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ან მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა.

* არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები