ნეროქს-B – NEROX-B – НЕРОКС-B

საერთაშორისო დასახელება:

THIAMINE; PYRIDOXINE

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac.San

მოქმედი ნივთიერება: თიამინის ჰიდროქლორიდი+პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ჯგუფის ვიტამინი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ტაბ.

1 ტაბ.

ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) ………..      250 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) …..    250 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინები B1 და B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, რომლეიბც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელი კატალიზატორების როლში გვევლინებიან ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ნორმალური მეტაბოლიზმის პროცესში.

ვიტამინი B1 არის ნახშირწყლების ცვლის კოფერმენტი. ნახშირწყლების დაჟანგვის გზით იგი უზრუნველყოფს უჯრედს ენერგიით. თიამინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის მეტაბოლიზმში და მონაწილეობს სინაფსში ნერვული იმპულსების გატარებაში. ვიტამინი B1 ამინომჟავების მეტაბოლიზმს აკავშირებს ნახშირწყლების, ცხიმების მეტაბოლიზმთან და ენერგიის ცვლის პროცესებთან.

ვიტამინი B6 თამაშობს კოფერმენტის როლს დეკარბოქსილირების და ტრანსამინირების პროცესებში, ასევე მონაწილეობს ტრიფტოფანის, მეთიონინისა და ამინომჟავების ცვლაში. პირიდოქსინი აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას, მონაწილეობს ისეთი ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, როგორიცაა, ნორეპინეფრინი, 5-ჰიდროქსიტრიპტამინი, გამა-ამინოერბოს მჟავა. ასევე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ნერვულ სისტემაში, ღვიძლში, კანში და სხვა ორგანოებში.

ჩვენებები:

ნევრიტი, პოლინევრიტი, ნევრალგია, ალკოჰოლური და დიაბეტური ნეიროპათია, ორსულთა ნევრიტი, ართრიტი, ართრალგია, სინოვიტი, ლუმბაგო, მიალგია, კრუნჩხვები, ტკივილი რევმატოიდული მდგომარეობის დროს. ბერიბერის, ვერნიკეს, კორსაკოვისა და Dellirium tremens-ის სინდრომები, იდიოპათიური და სენილური (მოხუცთა) ტრემორი, ხშირი ღებინება სხივური თერაპიის შემდეგ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ორსულობის დროს, ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ და კონტრაცეპტივების მიღების დროს;

ვიტამინების, B1 და B6, დეფიციტით განპირობებული სისუსტე, ისეთი კლინიკური ჩივილების დროს, როგორიცაა, ცუდი მეხსიერება, ნევროზი, უმადობა, სისუსტე, პარესთეზიები და ტკივილები კიდურებში, შემცივნება, გულის ფრიალი, დისპეფსური მოშლილობები, ყაბზობა, დიარეა.

მიღების წესი და დოზირება:

თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება:

– მოზრდილებში სამკურნალო დოზა 2-3 ტაბლეტი დღეში;

– მოზრდილებში პროფილაქტიკური დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.

უკუჩვენებები:

* უკუნაჩვენებია პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი.

* ვიტამინი B6, ლევოდოფას ანტაგონისტია და ამიტომ ის უკუნაჩვენებია პარკინსონიზმით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლევოდოფათი.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები