ნეურობექსი – NEUROBEX – НЕУРОБЕКС

საერთაშორისო დასახელება:

THIAMINE; CYANCOBALAMIN; PIRIDOXIN

მწარმოებელი: BALKANPHARMA-TROYAN, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინი B1 ვიტამინებთან B6 და B12 კომბინაციაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი B1 …………… 15 მგ

ვიტამინი B6 …………… 10 მგ

ვიტამინი B12 …………. 0.02 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

B ჯგუფის ვიტამინების კომბინაციას პრეპარატ ნეურობექსში იყენებენ ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე ზემოქმედების მიზნით. B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ ფერმენტების ფუნქციონირებას, რომლებიც გვევლინებიან კატალიზატორებად ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესში.

ვიტამინს B1 გააჩნია მრავალმხრივი ფიზიოლოგიური ფუნქცია. რეზორბციის შემდეგ ორგანიზმში ვიტამინი B1 გარდაიქმნება თიამინის პიროფოსფატად-ენზიმების კოფერმენტად, რომლებიც მონაწილეობენ პიროყურძნის მჟავისა და ალფა-კეტოგლუტარის მჟავას დეკარბოქსილირების პროცესში. მისი დეფიციტი განაპირობებს რძის მჟავის და პიროყურძნის მჟავის დაგროვებას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს -პოლინევრიტები, დაავადება ბერიბერი, ვერნიკეს ენცეფალოპათია ალკოჰოლურ პოლინეიროპათიამდე, გულის მუშაობისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (წყლულოვანი კოლიტი, ქრონიკული დიარეა).

ვიტამინი B6 ასევე გამოირჩევა ფარმაკოლოგიური მოქმედებით. მისი ხანგრძლივი დაახლოებით 200 მგ მიღებისას შესაძლოა ნეიროტოქსიკური ეფექტის განვითარება უმნიშვნელო დამოკიდებულების ჩამოყალიბებით. ვიტამინ B6-ის როგორც კოფერმენტის ფიზიოლოგიური ფუნქცია ვლინდება ამინომჟავების მეტაბოლური გარდაქმნისას (დეკარბოქსილირება, ტრანსამინირება), აგრეთვე ფერმენტების ტრანსფორმაციის დროს სულფატშემცველ და ჰიდროქსიამინომჟავების მეტაბოლიზმისას. ვიტამინი B6 მონაწილეობს ტრიფტოფანის გარდაქმნაში 5-ჰიდროქსიტრიპტამინად, ისევე როგორც ნორადრენალინის სინთეზში. მეთიონინის გადასვლა ცისტეინში დამოკიდებულია ასევე მის არსებობაზე. ვიტამინ B6-ის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს მისი არასაკმარისი რაოდენობით საკვებში, ნაწლავში რეზორბციის დარღვევისას, ერთდროულად ანტაგონისტური მედიკამენტების მიღებით, სხივური თერაპიისას. დეფიციტის სიმპტომები ვლინდება კანის სებორეის მსგავსი დაზიანებით, თვალის და ცხვირის ირგვლივ აგრეთვე გლოსიტით, სტომატიტით პერიფერიული ნევრიტით, კრუნჩხვებით და ანემიით.

შეიძლება ადგილი ჰქონდეს კრუნჩხვებს (გამა-ამინოერბოს მჟავას დაბალი კონცენტრაციის გამო და ძალიან იშვიათად, თანდაყოლილ და სიდერობლასტურ ანემიას).

ვიტამინ B12-ის აქტიური კოფერმენტები-მეთილკობალამინისა და 5-დეოქსიადენოზილკობალამინი ასრულებენ მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს უჯრედის ზრდასა და რეპლიკაციაში. ეთილკობალამინი აუცილებელია მეთიონინისა და მისი წარმოებულების S-ადენოზილმეთიონინის წარმოქმნისათვის ჰომოცისტეინიდან. იგი აგრეთვე მონაწილეობს ტრანსმეთილირებისა და წყალბადის კათიონების ტრანსპორტირების პროცესში ქოლინის, მეთიონინის, კრეატინინის და ნუკლეინის მჟავების სინთეზის დროს. ვიტამინ B12-ს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჰემოპოეზში (განსაკუთრებით ერითროციტების მომწიფებისას). მისი უკმარისობისას მეთილტეტრაჰიდროფოლატი მიითვისებს ფოლატებს, რითაც იწვევს ამ უკანასკნელის დეფიციტს ფოლის მჟავას სხვა შიდაუჯრუდოვანი ფორმებისთვის, რომლებიც აუცილებელია ერითროციტების მომწიფებისათვის. იგი დადებითად მოქმედებს ღვიძლის ფუნქციაზე და ნერვულ სისტემაზე. ვიტამინ B12-ის დეფიციტი ვლინდება სიმპტომებით ნერვული სისტემისა და ჰემოპოეზიის მხრივ. ჰემოპოეზი კარგავს ეფექტურობას, ადგილი აქვს მეგალობლასტურ ერითროპოეზს, მძიმე შემთხვევებში ვითარდება პანციტოპენია. შესაძლოა ნერვული სისტემის მხრივ განვითარდეს შეუქცევადი დარღვევები: დემიელინიზაცია, ნეირონების დეგრადაცია ზურგის ტვინსა და თავის ტვინის ქერქში, რაც იწვევს ზედა და ქვედა კიდურების პარესთეზიას, წონასწორობის დაკარგვას, ზოგიერთი რეფლექსების დარღვევას, ხოლო გვიან სტადიაში -მეხსიერების დაბინდვას, ჰალუცინაციებს, ხასიათის სწრაფ შეცვლას, მეხსიერების და მხედველობის დაქვეითებას, ფსიქოზს.

ჩვენებები:

  • პერიფერიული სისტემის ანთებითი და დეგენერაციული პროცესები:

ნევრიტი, პოლინევრიტი (ალკოჰოლური, ინფექციის შემდგომი და ტოქსიკური, დიაბეტის დროს); ნევრალგია, პარესთეზია, ასთენია, ჰიპოვიტამინოზი B ჯგუფის, დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, ექსუდაციური დიათეზი, გამონაყარი.

  • ცენტრალური გენეზის სპასტიკური მდგომარეობა, ცნს-ის ტრავმული დაზიანება, ვეგეტონევროზი, ქორეა, ვერნიკეს ენცეფალოპათია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ინტოქსიკაცია.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ვიტამინი B6 ამცირებს პრეპარატ ლევოდოპას ანტიპარკინსონულ ეფექტს.

– პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული მიღება არღვევს ვიტამინ B6-ის ცვლას.

ვიტამინ B6 მოქმედებს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმზე და პირიქით.

– ვიტამინი B6-ის ანტაგონისტებად ითვლება იზონიაზიდი და თიოსემიკარბაზონები. ვიტამინი ხელს უწყობს სიდერობლასტური ანემიის კორექციას, რომელსაც იწვევენ ანტიტუბერკულოზური საშუალებანი.

– პენიცილამინის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინ B6-ის დეფიციტი.

– ჰიდრალაზინი და ციკლოსერინი ასევე წარმოადგენენ მის ანტაგონისტებს, ამიტომ ვიტამინთან მათი ერთდროული მიღება ხსნის მათ მიერ გამოწვეულ ნევრლოგიურ რეაქციებს.

– აღნიშნული ვიტამინი აძლიერებს ლევოდოპას პერიფერიულ დეკარბოქსილირებას, ამცირებს პარკინსონის დაავადების მკურნალობის ეფექტურობას.

– მისი რაოდენობა მცირდება კონტრაცეპტივებთან ერთდრულად მიღებისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები