ნეურორუბინი – NEURORUBINE – НЕВРОРУБИН

მწარმოებელი: MEPHA-PHARMA, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები ფორტე: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი B1 ………  200 მგ

ვიტამინი B6 ……….  50 მგ

ვიტამინი B12 …….. 1000 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, პოვიდონი 25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი და სხვა.

საინექციო ხსნარი: ამპულაში 3 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

ვიტამინი B1 ………………………    200 მგ

ვიტამინი B6 ……………………….     50 მგ

ვიტამინი B12 …………………….     1000 მკგ

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ……. 10 მგ

დამხმარე ნითიერებები:

კალიუმის გუანიდი – 0.25 მგ; ბენზილ ალკოჰოლი -30 მგ; საინექციო წყალი – 3 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეურორუბინი წარმოადგენს სამი ვიტამინის შემცველ კომპლექსურ პრეპარატს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მასში შემავალი თითოეული ვიტამინი აუცილებელია ნერვულ უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ზუსტი რეგულაციისათვის. აღნიშნული ვიტამინები, ცალ-ცალკე მაღალი დოზებით გამოყენებისას, ხასიათდებიან ნეიროტროპული ეფექტით, ხოლო მათი ერთობლივი კომბინაციით აღინიშნება ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

თიამინი (ვიტამინიB1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფოლირების შედეგად გარდაიქმნება ფერმენტ კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს კოფერმენტის მზა ფორმას. ვიტამინი B1 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, აგრეთვე ნერვული აგზნებადობის პროცესებში.

პირიდოქსინი (ვიტამინიB6) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფოლირებული ფორმით იგი წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმის პროცესში. ამავე დროს იგი მნიშვნელოვანი ფერმენტების კოფერმენტია, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ ქსოვილში.

პრეპარატი მონაწილეობას იღებს მრავალ ნეირომედიატორების ბიოსინთეზში, როგორიცაა: დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, ჰისტამინი და გამა-ამინოერბო მჟავა (გაემ-ი). იგი ციანოკობალმინთან ერთად ხელს უშლის ნერვულ ქსოვილებში ანთებითი პროცესის წარმოშობას და აჩქარებს მათ რეგენერაციას.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის. იგი მონაწილეობს სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის – მეთილური ჯგუფების გადატანა, ნუკლეინის მჟავების და ცილების სინთეზი, ამინომჟავების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლა.

ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი აუცილებელია უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისათვის.

ფარმაკოკინეტიკა:

თიამინი (ვიტამინი B1) შეიწოვება 12-გოჯა და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ და კარის ვენის მეშვეობით აღწევს ღვიძლს.

ძირითად პროდუქტებს, რომლებიც გამოიყოფა შეუცვლელი სახით თიამინის მიღებისას წარმოადგენს – თიამინკარბონის მჟავა და პირამინი (2.5-დიმეთილ-4-ამინოპირიმიდინი).

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) სწრაფად შეიწოვება ნაწლავების მიერ. ორგანიზმში პირიდოქსინი იჟანგება პირიდოქსალამდე და შესაბამისად განიცდის ამინირებას პირიდოქსამინამდე. მის ფუნქციონირებას კოენზიმის სახით საფუძვლად უდევს ფოსფოლირება პირიდოქსალ-5-ფოსფატამდე, რომელიც შედის დეკარბოქსილირების და გადაამინირების პროცესში მონაწილე ფერმენტების შემადგენლობაში 80%-მდე. პიროდოქსალფოსფატი, რომელიც იმყოფება სისხლში, დაკავშირებულია პროტეინებთან. პირიდოქსინი, პიროდოქსალფოსფატის სახით ძირითადად გროვდება კუნთებში. ორგანიზმიდან გამოყოფილ პროდუქტს წარმოადგენს 4-პირიდოქსინის მჟავა.

ციანოკობალამინის (ვიტამინი B12) შეწოვა ორგანიზმის მიერ შეზღუდულია და დამოკიდებულია “კასტლის შინაგანი ფაქტორის”კონცენტრაციაზე.

ვიტამინი B12 კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გადადის პლაზმაში, სადაც სპეციფიკური კავშირის შედეგად წარმოიქმნება B12-ბეტა (ტრანსკობალამინი) და B12-ალფა1-გლობულინი.

ვიტამინი B12 ძირითადად გროვდება ღვიძლში. მისი ნახევრადდაშლის პერიოდი პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 5 დღეს.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული ნევრიტები და პოლინევრიტები;
  • სხვადასხვა გენეზის ნევროლოგიური ტკივილები (სამწვერა ნერვის ნევრალგია, მხარ-კისრის ნევრალგია, იშიალგია);
  • ნერვული ქსოვილის ტოქსიკური დაზიანებები: ალკოჰოლიზმი, დიაბეტური პოლინეიროპათია, სამკურნალო პრეპარატებით გამოწვეული ინტოქსიკაცია;
  • ჰერპეს ზოსტერი.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები ლაქტაბ ფორტე:

ჩვეულებრივად: ინიშნება 1-2 ტაბლეტი დღეში. მძიმე შემთხვევებში -4 ტაბლეტი დღეში ტკივილების სრულ გაქრობამდე.

საინექციო ხსნარი:

მკურნალობის დასაწყისში კუნთებში შეჰყავთ თითო ამპულა ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით, შემდგომში – 1 ამპულა 1-2-ჯერ კვირაში. ჩვეულებრივად ინიშნება 1 ამპულა 1-2-ჯერ კვირაში.

გვერდითი მოვლენები:

თიამინი (ვიტამინი B1)

– ოფლიანობა, ტაქიკარდია, კანის ქავილი და ჭინჭრის ციება. ავადმყოფებში რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ალერგიული რეაქციების მიმართ, პრეპარატის კუნთებში შეყვანის დროს შესაძლებელია განუვითარდეს ანაფილაქსიური რეაქციები. ამ შემთხვევაში, პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდებულია გლუკოკორტიკოიდებისა და ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნა.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6)

– იწვევს კანზე გამონაყარს და ხელს უწყობს ფერიმჭამელების გაჩენას. დიდ დოზებში იწვევს გლუტამინომჟაუნძმრის მჟავას ტრანსამინაზას აქტივობის მომატებას სისხლში. პრეპარატის მიღებისას პროლაქტინის გამოყოფა ინჰიბირდება.

– ვინაიდან პირიდოქსინი ხელს უწყობს L-დოფამინის დეკარბოქსილირების სტიმულაციას, იგი აქვეითებს ამ პრეპარატის თერაპიულ ეფექტს, ამიტომ პარკინსონით დაავადებულ ავადმყოფებში საჭიროა გამოირიცხოს აღნიშნული პრეპარატების ერთდროული დანიშვნა.

ციანოკობალამინის (ვიტამინი B12)

– მაღალ დოზებში დანიშვნა ხელს უწყობს ფერიმჭამელების წარმოქმნას. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება კანის ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ფსორიაზი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის, მასში შემავალ კომპონენტების ან B1, B2, B12 ვიტამინების მიმართ აგრეთვე ალერგიული რეაქციები ანამნეზში.

B12 ვიტამინის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნეურორუბინის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

კლინიკური გამოკვლევებით დადგენილია, რომ არ არსებობს ნაყოფისათვის რისკ-ფაქტორი, როგორც ორსულობის I ტრიმესტრში, აგრეთვე მის ბოლო თვეებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედებები:

– B ვიტამინი, დიდი დოზებით გამოყენებისას, პარკინსონის დაავადების მკურნალობის პროცესში, ასუსტებს ლევოდოპას მოქმედებას.

– ერითემის წარმოქმნა, სახის კანის აქერცვლა, სახეზე გამონაყარი და ფერიმჭამელები, ასოცირდება პრეპარატში შემავალ რომელიმე ვიტამინთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე, ბნელ და გრილ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti