ნიკეტამიდი – NIKETHAMIDE – НИКЕТАМИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნიკეტამიდი წარმოადგენს ანალეფსიურ საშუალებას. იგი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ააგზნებს ვაზომოტორულ და სუნთქვით ცენტრებს. სუნთქვის ცენტრის აგზნება ნაწილობრივ დაკავშირებულია კაროტიდული სინუსის ქემორეცეპტორების რეფლექსურ სტიმულირებასთან; პრეპარატს არ ახასიათებს გულზე უშუალო ზეგავლენა და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება.

ჩვენებები

  • მწვავე კოლაფსი და ასფიქსია;
  • შოკური მდგომარეობა ქირურგიული ოპერაციების დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში;
  • სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა;
  • სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება;
  • სუნთქვის შესუსტება სხვადასხვა ინფექციური დაავადებით შეპყრობილ პირებსა და რეკონვალესცენტებში, ახალშობილთა ასფიქსია;
  • ნარკოტიკებით, საძილე საშუალებებით და ალკოჰოლით მოწამვლა.

დოზირების რეჟიმი

– პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთებში და ვენაში.

– მოზრდილებს კანქვეშ, კუნთებში და ვენაში შესაყვანად ენიშნებათ 1-2 მლ დღეში, 1-3-ჯერ;

– ბავშვებს კანქვეშ შესაყვანად ასაკის მიხედვით ენიშნებათ 0.1-0.75 მლ.

– პრეპარატის ვენაში ინექცია მიმდინარეობს ნელა.

– ნარკოტიკებით, ანალგეტიკებით და საძილე საშუალებებით ინტოქსიკაციის დროს მოზრდილებში ვენაში ნელა შეყავთ 3-5 მლ პრეპარატი (შესაძლებელია აგრეთვე პრეპარატის შეყვანა კანქვეშ და კუნთებში).

– რადგან პრეპარატის კანქვეშა და კუნთებში ინექციები მტკივნეულია, ტკივილების შემცირების მიზნით მდგომარეობისდა მიხედვით ინექციის ადგილას წინასწარ შეყავთ ნოვოკაინი (მოზრდილებში – 1 მლ 0.5% ხსნარი, ბავშვებში – ასაკის შესაბამისად).

– მოზრდილებში, პრეპარატის კანქვეშა ინექციის უმაღლესი დოზები: ერთჯერადი – 2 მლ, სადღეღამისო – 6 მლ, ნარკოტიკებით მოწამვლისას პრეპარატის უმაღლესი ერთჯერადი დოზა კანქვეშ და ვენაში ინექციისათვის შეადგენს 5 მლ.

გვერდითი მოვლენები

ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

უკუჩვენებები

კრუნჩვებისადმი მიდრეკილება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– კროდიამინის და რეზერპინის კომბინაცია იწვევს კრუნჩხვების გაძლიერებას.

– სუნთქვის ცენტრის აგზნების კუპირება შესაძლებელია ზოგადი სანარკოზო საშუალებების გამოყენებით.

– პასკი და სალუზიდი ამცირებენ პრეპარატის მოქმედების ეფექტს.

– ამინაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები იწვევენ პრეპარატის ანალეფსიური ეფექტის და მისი კრუნჩხვითი მოქმედების შესუსტებას.

Facebook კომენტარები

Vairkoseti